| სხდომის ოქმი #2 |
|
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხტა კომიტეტის სხდომის ოქმი #2 2012 წლის 23 ოქტომბერი
სხდომის თავმჯდომარე: გიგლა აგულაშვილი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გ. აგულაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე, გ. ბუკია, გ. გელაშვილი, ვ. ლემონჯავა, გ. ჟვანია, გ. სამხარაული, გ. ქავთარაძე, ლ. ქარდავა, გ. ღვინიაშვილი, თ. ყაჭეიშვილი, რ. შავლოხაშვილი, პ. ცისკარიშვილი, რ. ხალვაში, ნ. ჯანაშია. აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, ნ. ნოზაძე, ს. სვანიძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი. მოწვეული სტუმრები: თ. ხიდაშელი - საქართველოს პარლამენტის წევრი, დ. კირვალიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი, დ. შერვაშიძე, კ. ხუცაიძე, გ. კერძევაძე.
დღის წესრიგი
(მომხსენებელი: ხ. კაპანაძე - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის აპარატი.) კომიტეტის თავმჯდომარემ, გიგლა აგულაშვილმა, კომიტეტის წევრებს შესთავაზა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით ფარული კენჭისყრის ჩასატარებლად ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარედ გელა სამხარაულის,ხოლო ამავე კომისიის წევრებად - გიგა ბუკიასა და ლევან ქარდავას კანდიდატურები, რაზეც კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. .მოისმინეს: ხ. კაპანაძის ინფორმაცია საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამისათვის „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“ ნდობის გამოცხადების თაობაზე. მან კომიტეტის წევრებს წარუდგინა სამთავრობო პროგრამის დებულებები, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა - დავით კირვალიძემ ისაუბრა სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებებზე, რომელიც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. სასოფლო-სამეურნეო წარმოების ზრდა უზრუნველყოფს საქართველოს შრომითი რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილის სტაბილურ შემოსავალს, აგრეთვე საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებასა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდას. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანას, უმუშევრობის შემცირებას და სიღარიბის დაძლევას. მრავალრიცხოვანი და ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბებას. სოფლის მეურნეობის განვითარების უპირველესი გარანტი მკაფიოდ განსაზღვრული აგრარული და რეგიონალური პოლიტიკა და სოფლის მეურნეობის სექტორის დაფინანსების რამდენჯერმე გაზრდა იქნება. სოფლის მეურნეობის დაფინანსების წყარო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ცალკეული დონორი ქვეყნების მიერ გაცემული სესხები და გრანტები, კერძო ინვესტიციები (ადგილობრივი და უცხოური). შეიქმნება „სოფლის მეურნეობის განვითარების“ 1-მილიარდიანი ფონდი. საჭიროა დარეგულირდეს მიწათსარგებლობის საკითხები; გაიზარდოს აგრარულ სექტორში მწარმოებლურობა, რენტაბელურობა და კონკურენტუნარიანობა; ჩამოყალიბდეს აგრარული განათლებისა და მეცნიერების, კონსულტირებისა და ექსტენციის თანამედროვე სისტემა; ქართული პროდუქცია დაბრუნდეს შიდა ბაზარზე; მოხდეს რეგიონებში ბიზნესგარემოს გაჯანსაღება და სტიმულირება; უზრუნველყოფილი იქნას სასურსათო უსაფრთხოება, სურსათის უვნებლობა და აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნება. /სამთავრობო პროგრამა „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“ და საქართველოს მთავრობის შემადგენლობა - ოქმს თან ერთვის/.
აზრი გამოთქვეს: /დ. კირვალიძემ ამომწურავად უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს, რის შემდეგაც გაიმართა კენჭისყრა/. ფარული კენჭისყრის შედეგად გადაწყვიტეს: (8 მომხრე, 6 წინააღმდეგი) კომიტეტმა, საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ფარული კენჭისყრით (8 მომხრე და 6 წინააღმდეგი) მხარი დაუჭირა ნდობის მისაღებად წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და ამავე მუხლის შესაბამისად წარმოდგენილ საქართველოს სამთავრობო პროგრამას „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსათვის“ და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე ნდობის მისაღებად.
სხდომის თავმჯდომარე: გ. აგულაშვილი
სხდომის მდივანი: ი. ქიტიაშვილი |






