სხდომის ოქმი N1

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის

პირველი საორგანიზაციო სხდომის

ოქმი N1

 

22 ოქტომბერი, 2012წ.

 

         სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ქანთარია ალექსანდრე, ჩაფიძე ელისო, ზაქარეიშვილი პაატა, ჯაფარიძე თამაზი, ქავთარაძე გიორგი, პაპუაშვილი ზაზა, ჭკუასელი თეიმურაზი, რატიანი სერგო, მახარაძე მიხეილი, ვაშაძე გიორგი, მეგრელიძე ომარი, ლონდარიძე ტარიელი; კომიტეტისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, მასმედიის წარმომადგენლები.

 

დღის წესრიგი

  1. 1.საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დებულების შემუშავება.

                                                                       (ივანე კიღურაძე - კომიტეტის

                                  თავმჯდომარე);

 

  1. 2.საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა.

          

                                                                  ( ივანე კიღურაძე - კომიტეტის

                                                                       თავმჯდომარე);        

               1. მოისმინეს კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაცია         კომიტეტის დებულების შემუშავების შესახებ. მომხსენებელმა ზოგადად დაახასიათა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებული საკითხები და გააცნო კომიტეტის წევრებს კომიტეტის დებულების პროექტი.

                გაიმართა მსჯელობა რომელშიც მონაწილეობდა კომიტეტის მთელი შემადგენლობა, გამოითქვა მოსაზრებები და დებულებაში ჩასწორდა რიგი პუნქტებისა.

კომიტეტმა გადაწყვიტა:

          მოწონებულ იქნეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დებულების პროექტი და დასამტკიცებლად წარედგინოს პარლამენტის ბიუროს.

           2. მოისმინეს ივანე კიღურაძის ინფორმაცია კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის შესახებ. მან აღნიშნა, რომ იყენებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტით მინიჭებულ უფლებას თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის დასახელების შესახებ და ამ თანამდებობაზე წარმოადგინა ალექსანდრე ქანთარია.

            აღინიშნა აგრეთვე, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საპარლამენტო უმრავლესობას. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დასახელდა ელისო ჩაფიძე.

         გამოიყენა რა კანონით მინიჭებული უფლება, საპარლამენტო უმცირესობამ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე კომიტეტისადმი წერილობითი მომართვით (N01/06, 21.10.2012) წარმოადგინა სერგო რატიანის კანდიდატურა.

                კომიტეტის მიერ სხვა კანდიდატურები არ დასახელებულა.

კომიტეტმა გადაწყვიტა:

  1. 1.კომიტეტმა ღია კენჭისყრით კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ერთხმად აირჩია ალექსანდრე ქანთარია.                                    
  2. 2.კომიტეტმა ღია კენჭისყრით კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებად ერთხმად აირჩია ელისო ჩაფიძე და სერგო რატიანი.            

 

სხდომის თავმჯდომარე                               ივანე კიღურაძე

სხდომის მდივანი                                         ნინო მაისურაძე