სხდომის ოქმი № 2

saqarTvelos parlamentis Tavdacvisa da uSiSroebis komitetis sxdomis oqmi @#2

 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 23 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგი

  1. 1.საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადება.

ა) საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის წარდგენა--- ირაკლი ალასანია, ირაკლი ღარიბაშვილი.

ბ) კითხვა-პასუხი.

გ) კომიტეტის წევრთაგან ხმის დამთვლელი კომისიის არჩევა.

დ) საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის კენჭისყრა.

ე) კენჭისყრის შედეგების დათვლა.

xdomas ესწრებოდნენ: ირაკლი სესიაშვილი, თამაზ ჯაფარიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, ირაკლი ღარიბაშვილი, გუგული მაღრაძე, ლაშა ნაცვლიშვილი, მერაბ კაჭახიძე, გიგლა აგულაშვილი, დავით დარჩიაშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, გივი თარგამაძე, ვაჟა ჩიტაშვილი, კახა ბუცხრიკიძე, ტარიელ ლონდარიძე.

 

ქვორუმის დადასტურების შემდგომ, კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა კომიტეტის წევრებს გააცნო კომიტეტის სხდომის დღის წესრიგი და წარუდგინა თავდაცვის მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილი კანდიდატები-ირაკლი ალასანია და ირაკლი ღარიბაშვილი.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა-ირაკლი ალასანიამ კომიტეტის წევრებს გააცნო თავისი ხედვა შეიარაღებული ძალების რეფორმასთან დაკავშირებით. კერძოდ: მან აღნიშნა, რომ საქართველოს უნდა ჰყავდეს მობილური არმია, რომელიც შეძლებს მტრის აგრესიის მოგერიებას, მნიშვნელოვანია აგრეთვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განვითარება, ამერიკასა და საქართველოს შორის გაფორმებული ქარტიის ფარგლებში სამხედრო ტექნიკურ სფეროში ურთიერთობის გაღრმავება და თავდაცვითი იარაღის შეძენა, სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბება, სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება შეიარაღებულ ძალებზე.

ირაკლი ალასანიამ აგრეთვე ისაუბრა ხელისუფლების გადაბარების პროცესში სამუშაო ჯგუფის შეხვედრისას გამოვლენილ იმ ნაკლოვანებებზე რაც თავდაცვის სისტემაში არსებობს, კერძოდ ფინანსური დარღვევები,   ჯარისკაცის ღირსების შემლახველი ფაქტები, სამხედრო რეზერვი, რომელიც არასწორად იქნა ჩამოყალიბებული, მან ასევე აღნიშნა მის მიერ ოპოზიციაში ყოფნის დროს გაკეთებული განცხადებები შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში ფაქტობრივი მასალის წარდგენა თუ როგორ და სად იწვრთნებოდნენ ეს ფორმირებები. მისი აზრით ეს ადამიანები კუდ-იდან ფინანსდებოდა და გამიზნული იყო დაძაბულობის შემთხვევაში სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ გამოყენებისთვის. მან აღნიშნა, რომ ეს ადამიანები არიან პატრიოტები და ინკორპორირებული უნდა იყვნენ სტრუქტურაში.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტებზე და გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროში გარკვეული რეფორმების გატარებას გეგმავს. კერძოდ, კუდ-ის ფუნქციები გადანაწილდება ანტიტერორისტულ ცენტრს, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტს და კონტრდაზვერვას შორის, ხოლო სოდ-ის ფუნქციებს კრიმინალური პოლიცია და კონტრდაზვერვის დეპარტამენტი გადაინაწილებენ. პირველ ეტაპზე დაგეგმილი არ არის შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშიშროების სამსახურის გამოყოფა და მისი ცალკე უწყებად ჩამოყალიბება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებელია აღნიშნული საკითხი იყოს განხილული. მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა პოლიციელი შეინარჩუნებს თავის ადგილს ვისაც კანონი არ დაურღვევია. მან განაცხადა, რომ შეურიგებელი იქნება კრიმინალის წინააღმდეგ. მისივე თქმით, ადამიანებისთვის თანამდებობა იმუნიტეტი აღარ იქნება, თუ ისინი დანაშაულს ჩაიდენენ. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მან საკუთარი ოჯახის მაგალითზე გამოსცადა თუ რას ნიშნავს უდანაშაულოდ ადამიანის დაპატიმრება და დეპუტატების წინაშე პირობა დადო, რომ მისი მინისტრობის პერიოდში არც ერთი ოჯახი საკუთარი ახლობლის უდანაშაულოდ დაპატიმრების ტკივილს არ გამოსცდის.

           მინისტრობის კანდიდატების გამოსვლის შემდგომ სხდომაზე დამსწრე დეპუტატებმა გიორგი ბარამიძემ, აკაკი მინაშვილმა, გივი თარგამაძემ, დავით დარჩიაშვილმა, გუგული მაღრაძემ, თამაზ ჯაფარიძემ გამომსვლელებს დაუსვეს შეკითხვები.

შეკითხვებზე პასუხის გაცემის შემდგომ კომიტეტმა ხმის დამთვლელი კომისიის წევრებად აირჩია გუგული მაღრაძე და ტარიელ ლონდარიძე. ამის შემდგომ კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ფარული კენჭისყრით კენჭი უყარა საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადებას.

ხმის დამთვლელმა კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით: საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს ფარული კენჭისყრით მხარი დაუჭირა 8 კომიტეტის წევრმა, 5 წინააღმდეგი, ერთი ბიულეტენი გაბათილდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სხდომაზე დამწრე კომიტეტის წევრთა უმრავლესობით.

გადაწყვიტეს: კომიტეტმა ნდობა გამოუცხადა საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამას „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“.

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                                     ირაკლი სესიაშვილი

 
modules