სხდომის ოქმი N5

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის

ქმი N5

                                                                    8 ნოემბერი 2012.

15:00 საათი

 

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: მალხაზ წერეთელი, კარლო კოპალიანი, ზურაბ ტყემალაძე, ბიძინა გუჯაბიძე, ნინო გოგუაძე და შალვა კიკნაველიძის ადგილმონაცვლე ანი მიროტაძე.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 7 წევრის დასწრებით.

სხდომის დღის წესრიგი (პროექტი):

  1. 1.საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა.
  2. 2.პაატა ზაქარეიშვილის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა.

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.

სხდომის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კომიტეტის სხდომას არ ესწრებიან უმცირესობის წარმომომადგენლები, ვინაიდან ისინი იმყოფებიან ბოიკოტის რეჟიმში.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან  დაკავშირებით 

მოისმინეს:            

ირინე იმერლიშვილის ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე.

აზრი გამოთქვეს: ზურაბ ტყემალაძემ და მალხაზ წერეთელმა.                   

გადაწყვიტეს: (ერთხმად):

             1. პარლამენტის ბიუროს წარედგინოს გადაწყვეტილების პროექტი ,,საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე“.

           2. კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია უფლება მიეცეთ ფრაქციებს, ურთიერთშეთანხმებით, პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში უმრავლესობისა და უმცირესობის ფარგლებში გაცვალონ ადგილები.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან  დაკავშირებით 

მოისმინეს:   ირინე იმერლიშვილის ინფორმაცია პაატა ზაქარეიშვილის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხთან   დაკავშირებით. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ პაატა ზაქარეიშვილის მიერ მოთხოვნილი ბინის ქირავნობის თანხა ეხება პერიოდს 21 ოქტომბრიდან, ანუ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით. მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს დამტკიცდა მთავრობის შემადგენლობა. იგი ითხოვს ბინის ქირას არა მისი როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტამდე, არამედ მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებამდე, ანუ 21 ოქტომბრიდან-25 ოქტომბრამდე.

აზრი გამოთქვეს: ზურაბ ტყემალაძემ, ანი მიროტაძემ, მალხაზ წერეთელმა. მათ აღნიშნეს, რომ პაატა ზაქარეიშვილის განცხადება არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

გადაწყვიტეს: (ერთხმად) პარლამენტის ბიუროს წარედგინოს შესაბამისი დასკვნა. 

 

კომიტეტის თავმჯდომარე                                              ირინე იმერლიშვილი

 

   კომიტეტის აპარატის                                                    დავით ჯინჯოლავა

   უფროსის მოვალეობის

        შემსრულებელი

 
modules