News
Tuesday, 20 November 2012 11:46

news1პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევის საკითხი განიხილაკომიტეტის წევრებმა პირველ მოადგილედ ფრიდონ საყვარელიძე აირჩიეს. საპროცედურო საკითხთა და წესებისკომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილასაქართველოს პარლამენტის წევრების: ვახტანგ ხმალაძის, დავით ბერძენიშვილის, ზაქარია ქუცნაშვილისა და . ჩიქოვანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პარლამენტის რეგლამენტის პროექტისაქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“. პროექტის თანახმად, უმრავლესობაში  შემავალ ფრაციათა შორის, აგრეთვე უმცირესობაში შემავალ ფრაქციათა შორის შესაძლებელია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დათმობა ან გაცვლასხდომაზე კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს მოსაზრება, იმის თაობაზე, რომ პროექტით გათვალისწინებული  კვოტების განაწილების წესი გავრცელდეს ასევე მუდმივმოქმედ საპარლამენტო  დელეგაციებზე, რაც პროექტის ინიციატორმა, დავით ბერძენიშვილმა  გაიზიარა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის რეგლამენტის პროექტში შესატანი ცვლილებების პლენარულ სხდომაზე გატანას. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი სესიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი  კანონპროექტისაქართველოს პარლამენტის სამხედრო რწმუნებულის შესახებდა მისი თანმდევი კანონპროექტები. კომიტეტის წევრებმა  გამოთქვეს მთელი რიგი შენიშვნები წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით. კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ  კანონპროექტსსაქართველოს პარლამენტის სამხედრო რწმუნებულის შესახებიგი მომდევნო საკომიტეტო სხდომაზე კიდევ ერთხელ განიხილავს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომზე ასევე განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს პარლამენტის წევრების განცხადებები მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

Last Updated on Wednesday, 21 November 2012 12:14