სხდომის ოქმი N3

 

                                                                                                                საქართველოს პარლამენტის                    

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი N3

06.11.2012

 

სხდომას ესწრებოდნენ:

  1. .ვიქტორ დოლიძე
  2. დავით ბერძენიშვილი
  3. პაატა ბარათაშვილი
  4. თინათინ ბოკუჩავა
  5. დავით დარჩიაშვილი
  6. იაშა შერვაშიძე
  7. გიორგი ვოლსკი
  8. გიორგი კანდელაკი

სხდომის თავმჯდომარე - ვიქტორ დილიძე

სხდომის მდივანი - ნინო ხუციშვილი

სხდომის დღის წესრიგი:

  1. 1.საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2012 წლის 29 სექტემბრის ხელმოწერილი „ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ ხელშეკრულების (ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის“) ცვლილება ნომერი ორი“.
  2. 2.საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ 2010 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულების (ენერგეტიკის ინფრასთრუქტურის განვითარებისთვის) ცვლილება ნომერი სამი“.
  3. 3.ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2011-2012 წლის საქმიანობის ანგარიში.

                       მოწვეული სტუმრები:

  1. 1.ფინანსთა მინისტრის მოადგილე - დავით ებრალიძე;
  2. 2.პარალამენიტს წევრი - დავით დარჩიაშვილი

სხდომის მსვლელობა:

დავით ებრალიძემ წარმოადგინა „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ ხელშეკრულების (ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის)“ცვლილება ნომერი ორი,“ რომელიც ითვალისწინებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრანტის $91,850,599-დან $109,560,599-მდე გაზრდას, რათა გამოყოფილ იქნას დამატებითი დახმარება ახალი პროექტებისა და მყარი ნარჩენების მართვის გასაუმჯობესებლად.

დავით ებრალიძემ ასევე წარმოადგინა „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ 2010 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულების (ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის) ცვლილება ნომერი სამი“, რომელიც ითვალისწინებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრანტის გაზრდას $128,012,670-დან $128,412,670-მდე, რათა გამოყოფილ იქნას საბოლოო დახმარება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებისათვის -„შემუშავება და ზედამხედველობა“.

ვიქტორ დოლიძე დაინტერესდა, აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებს თუ არა იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფოლებას და ასევე თანხის გამოყოფას   პირობების გასაუმჯობესებლად.

დავით ებრალიძემ აღნიშნა რომ ამ პროექტის ფარგლებში უკვე 26 მილიონი აშშ.დოლარი დაიხარჯა იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელისთვის, ხოლო 8 მილიონი აშშ.დოლრი მოხმარდა კოტეჯების დასახლების მშენებლობას.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებების რატიფიცირებას პარლამენტის სხდომაზე.

ვიქტორ დოლიძემ ისაუბრა საქართველოს მომავალ მიზნებსა და სტრატეგიებზე და აღნიშნა რომ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით საკმაოდ პრობლემატური წელი სრულდება. ეუთოს მომავალი მინისტერიალი, რომელიც 6-7 დეკემბერს იგეგმება იქნება მნიშვნელოვანი. ნატოს მინისტერიალისთვის საქართველომ უნდა განიხილოს 3 მიმართულება, რომელიც ხელს შეუწყობს ინტეგრაციას. 1. საქართველომ არჩევნებით რეალურად გადადგა ნაბიჯი, რომელიც ადასტურებს მზადყოფნას რომ ალიანსისგან მოვითხოვოთ MAP-ის მიღება. 2. უკვე არსებული მექანიზმები, მათ შორის, როგორიცაა ნატო-საქართველოს კომისია, უნდა გახდეს გარანტი საქართველოს ალიანსში ინტერგრაციისთვის. 3 საქართველო უნდა აღმოჩნდეს ასპირანტი ქვეყნების რიგებში, რომლებასაც რეალურად აქვთ ნატოში ინტეგრაციის შანსი.
რაც შეეხება ევროკავშირს, უნდა მოხერხდეს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ივლისში, რომლის დამაგვირგვინებელი ფაზა გახდება ვილნიუსის სამიტი. მასში ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი არის
DCFTA, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო ურთიერთობებს გულისხმობს ევროკავშირთან. ამავდროულად, მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესი. ვიქტორ დოლიძის აზით, საზოგადობრივ მაუწყებლის და სხვა წყაროების მეშვებით უნდა მოხდეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პოპულარიზაცია.

კომიტეტის თავმჯდომარემ სთხოვა დავით დარჩიაშვილს წარმოედგინა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2011-2012 წლის ანგარიში.

დავით დარჩიაშვილმა წარმოადგინა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2011-2012 წლის საქმიანობის ანგარიში და აღნიშნა, რომ აპარატი ყოველთვის ორიენტირებული იყო პროფესიულ საქმინაობაზე. მან გამოყო კომიტეტის ოთხი ძირითადი მიმართულება: 1.საკანონმდებლო 2.საზედამხედველო 3. საზოგადობესთან ურთიერთობა 4. საპარლამენტო დიპლომატია.

საგარეო კუთხით აღსაღნიშნავია, რომ შეიქმნა საპარლამენტო ასამბლეა ევრონესტის (Euronest), რომელიც   ერთერთი საინტერესო და დინამიური პლატფორმაა იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები მუდმივად ვითარდებოდეს. უნდა აღნიშნოს, რომ წინააღმდეგობა იყო აღმოსავლეთ პარტნიორებიდან ბელორუსიის მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხზე. სააბოლოდ ასამბლეა შეიქმნა ბელორუსიის გარეშე რაც დღემდე დღის წესრიგის მუდმივ საკითხად რჩება.

ვიქტორ დოლიძე დაინტერესდა თუ რა შესაძლებლობა და პერსპექტივა არსებობს, რომ საპარლამეტო ასამბლეის ექვსეული შედგეს ბელორუსიის ჩათვლით.

დავით დარჩიაშვილმა აღნიშნა რომ იყო მცდელობა ევრონესტის ფარგლებში მოწვეულიყო კონფერენცია, სადაც ასევე მონაწილებას მიიღებდა ბელორუსიის საპარლემენტო დელეგაცია, სამწუხაროდ ეს მიზანი არ განხორციელდა. მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენდა ევროპარლამენტის ევროპის სახალხო პარტია (EPP). EPP ფრაქცია იყო ინიციატორი რომ არ ეცნო ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტი და არ ეღიარებინა, როგორც ლეგიტიმური დელეგატები. თუმცა უნდა განვაგრძოთ მუშაობა, რომ კონფერენციის იდეა განხორციელდეს.

ვიქტორ დოლიძემ განიხილა CIB (comprehensive instiution building) ყოვლისმომცველი ინსტიტუციური მშენებლობის პროგრამის საკითხი, რომელიც ითვალისწინებს სხვა და სხვა ინსტიტუტებისათვის მათ შორის პარალამენტისთვის დაფინანსების გამოყოფას და სთხოვა კომიტეტის წევრებს მიეწოდებინათ წინადადებები და მოსაზრებები
თუ რა კუთხით შეიძლება აღნიშნული დაფინასების გამოყენება.

კომიტეტში გამოითქვა მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან დაკვაშირებით: 1. ევროპიდან იქნეს მოწვეული მუდმივი მრჩევლები, რომლებიც დახმარებას გაუწევენ პარლამენტს როგორც საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესში, ასევე ხელს შეუწყობენ კორდინირების მექანიზმის გაუმჯობესებას სამინისტროებსა და პარლამენტის კომიტეტებში. 2. მოხდეს ახალი საძიებელი სისტემის დანერგვა რომელსაც მუდმივი წვდომა ექნება საკანონმდებლო საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტებთან. 3. განხორციელდეს ტრეინინგების პროგრამა აპარატის თანამშრომლებისათვის.

 

ვიქტორ დოლიძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 
modules