სხდომის ოქმი N4

                                                                                                                                              

   საქართველოს პარალმენტის

                                                                                               ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი N4
                                                                                                                                                                                                                                                                                 
07.11 2012

სხდომას ესწრებოდნენ:

  1. ვიქტორ დოლიძე
  2. ლევან ბერძენიშვილი
  3. გიორგი ვოლსკი
  4. ანი მიროტაძე
  5. პაატა ბარათაშვილი
  6.  ზაქარია ქუცნაშვილი ( მირიან ოდიშარიას ნაცვლად)
  7. დავით საგანელიძე (შალვა კიკნაველიძის ნაცვლად)

სხდომის თავმჯდომარე - ვიქტორ დოლიძესხდომის მდივანი - ნინო ხუციშვილი

სხდომის დღის წესრიგი:

  1. 1.2013 წლის ბიუჯეტის შეასახებ საქართველოს კანონის პროექტი.

მოწვეული სტუმრები:

  1. 1.ფინანსთა სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი-ანდრო ლოლაძე
  2. 2.სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე- მარეხ ხმალაძე
  3. 3.საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე- გიორგი ხელაია
  4. 4.ფინანსთა მინისტრის მოადგილე- დავით ლეჟავა
  5. 5.საგარეო საქმეთა მინისტრი- მაია ფანჯიკიძე
  6. 6.ფინანსთან მინისტირს მოადგილე -დავით ებრალიძე

სხდომის მსვლელობა:

სხდომის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ სხდომის წევრებს წარუდგინა ფინანსთა მინისტრის მოადგილე და სთხოვა წარმოედგინა 2013 წლის ბიუჯეტის შეასახებ საქართველოს კანონის პროექტი.

დავით ებრალიძემ სხდომის წევრებს გააცნო „საქართველოს 2013 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონის“ პროექტი. 2013 წლის ბიუჯეტის მიხედვით ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელების მთლიანი მოცულობა 9 315.0 მლნ. ლარს შეადგენს, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელზე 680.0 მლნ. ლარით მეტია. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები განსაზღვრულია 7,437 მლრდ. ლარით, მათ შორის გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს 6,9 მლრდ ლარს, გრანტებიდან-167 მლნ. ლარს, ხოლო სხვა შემოსავლები განისაზღვრება 350 მლნ. ლარით. შემცირდა სქართველოს რეგიონებში განსაზღვრული პროექტების ფონდი (357,900.0 ათასი ლარი, გახდა 150,00.0) და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი (იყო 50 მლნ. ლარი, გახდა 10 მლნ. ლარი), შეიცვალა საგადასახადო პოლიტიკაც და შესაძლებელი გახდა 700,0 მლნ. ლარის რესურსის მოძიება. აღნიშნული თანხა ამ ეტაპზე ცალკე კოდად არის გათვალიწინებული, საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებში (საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივების დასაფინანსებლად გათვალისწინებული ასიგნებები შეადგენს 740,000.0 ათას ლარს). ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის წარმოდგენის დროს, დამატებით შემცირდება სხვადასხვა მხარჯავ დაწესებულებებში არსებული ზოგიერთი პროგრამისა და ღონისძიების დაფინანსება, რომელიც მიზნობრიობისა და აუცილებლობის მიხედვით განისაზღვრება, რის შემდგომაც მთლიანი რესურსი გადანაწილდება მთავრობის პროგრამით გათვალიწინებული ღონისძიებების დაფინასებაზე, მათ შორის:

  • საარსებო მინიმუმამდე გაიზრდება არა მთლიანი საპენსიო პაკეტი, არამედ მისი ფულადი კომპონენტი;
  • გაორმაგდება სოციალური დახმარებები და გაიზრდება პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა;
  • ეტაპობრივად გაიზრდება სამედიცინო დაზღვევის ბენეფიციართა რაოდენობა და საბოლოოდ უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევა;

გუგული მაღრაძე დაინტერესდა თუ რა პრიორიტეტების მიხედვით იქნება გადანაწილებული ბიუჯეტის დიდი ნაწილი.

დავით ებრალიძემ აღნიშნა რომ ბიუჯეტის დიდი ნაწილი მიმართული იქნება სოციალური მიმართულებით - საარსებო მინიმუმადე იზრდება საპენსიო პაკეტი, ორმაგდება სოციალური დახმარებები. 2013 წლისათვის დაგეგმილია მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევა. გაიზრდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 47%/-ით, თუმცა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სამინისტროს დაფინანსების გარდა, დამატებით იქნება მოზიდული კერძო ინვესტიციები და სესხები, რითაც შეიქმნება სოფლის მეურნეობის განვითარების 1 მილიარდიანი ფონდი, რომელიც მოხმარდება მთავრობის პროგრამით გათვალიწინებული პროექტების დაფინანსებას.

თედო ჯაფარიძე დაინტერესდა იყო თუ არა მოსალოდნელი რადიკალური ცვლილებები საგარეო პოლიტიკის განხორციელებისათვის ბიუჯეტში გამოყოფილი თანხების მიმართულებით.

დავით ებრალიძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობები და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია, რაც დასტურდება იმითაც, რომ ამ მიმართულებით მომუშავე უწყებების ასიგნებები ფაქტობრივად არ იცვლება. აგრეთვე ხაზი გაუსვა ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერებას და ნატოში გაწევრიანების პროცესის ხელშეწყობას, ასევე ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების მიმართ მათი მხარდაჭერის უზრუნველყოფას, რომელიც 2,300.0 მლნ.ლარს შეადგენს. რაც მიმართული იქნება NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციისათვის და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის (ENP AP) წარმატებული განხორციელებისათვის.

ვიქტორ დოლიძე მიესალმა, რომ ჩვენი ქვეყნის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობები და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია. დაინტერესდა იგეგმება თუ არა საკონსულოების და საელჩოების შენობების შესყიდა გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც ფინანსურად იქნება მომგებიანი საქართველოს ბიუჯეტისათვის.

მაია ფანჯიკიძემ ისაუბრა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში და საკონსულოებში შტატების შემცირება დიდ დანაზოგს იძლევა, რაც გადანაწილებული იქნება სხვა პრიორიტეტულ სფეროებზე. საზღვარვარეთ საქართველოს საკონსულოებისა და საელჩოების შესყიდვასთან დაკავშირებით დაასაბუთა, რომ ამ დაწესებულებათა ყოველწლიური იჯარა საკმაოდ მაღალია და სასურველია შესყიდულ იქნეს საელჩოებისთვის განსაზღვრული ტერიტორიები. მან გაამახვილა ყურადღება საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკმაოდ პრაგმატულად უდგება წარმოდგენილ ბიუჯეტს და ეთანხმება მასში შეტანილ ცლილებებს.

კომიტეტის წევრებმა დადებითად შეაფასეს ტენდენცია ბიუჯეტის მაქსიმალურად გამჭვირვალობის შესახებ და მიესალმნენ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და მხარი დაუჭირეს აღნიშნული კანონპროექტის განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

ვიქტორ დოლიძე

ევროპასთან ინტეგრაციის

კომიტეტის თავმჯდომარე

 
modules