სხდომის ოქმი N8

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის

 ოქმი N8

                                                                    21 ნოემბერი 2012.

15:30 საათი

/ კომიტეტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი/

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: ფრიდონ საყვარელიძე, კარლო კოპალიანი, დავით საყვარელიძე, გურამ მისაბიშვილი, ზურაბ ტყემალაძე, აკაკი ბობოხიძე, შოთა მალაშხია და ნინო გოგუაძის ადგილმონაცვლე ირაკლი ჩიქოვანი.

სხდომაზე მოწვეულები: იარაკლი სესიაშვილი და დავით ბერძენიშვილი- საქართველოს პარლამენტის წევრები

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 9 წევრის დასწრებით.

სხდომის დღის წესრიგი (პროექტი):

 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიაში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა

  /მომხსენებელი: ირინე იმერლიშვილი/

 2.საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიაში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა
                                                                                                       /მომხსენებელი: ირინე იმერლიშვილი/

 

 სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს მიმართა თხოვნით, რომ დღის წესრიგისათვის დაემატებინათ საკითხი:

„საქართველოს პარლამენტის ზოგიერთი წევრის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ“.

კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ სხდომის თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას და ერთხმად დაამტკიცეს კორექტირებული დღის წესრიგი .

სხდომის დღის წესრიგი:  

         1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიაში  ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა  

                                             /მომხსენებელი: ირინე იმერლიშვილი/

 2.საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიაში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა

                                    /მომხსენებელი: ირინე იმერლიშვილი/

 3.საქართველოს პარლამენტის ზოგიერთი წევრის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ საკითხის განხილვა.

                                               /მომხსენებელი: ირინე იმერლიშვილი/

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან  დაკავშირებით 

     სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიაში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა

 

მოისმინეს:   ირინე იმერლიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 74-ე მუხლის შესაბამისად „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიაში“ ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვრა შემდეგი სახით:

  • ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 წევრი;
  • ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 2 წევრი;
  • ფრაქცია „ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატები“ – 1 წევრი;
  • ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელები“ – 1 წევრი;
  • ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-მაჟორიტარები“ – 1 წევრი;
  • ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-რეგიონები“ – 1 წევრი;
  • ფრაქცია უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები“ – 1 წევრი.

კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ კვოტირების წარმოდგენილ პროექტს

გადაწყვიტეს(ერთხმად):                

საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინოს დასკვნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიაში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე

/დასკვნა თან ერთვის/ 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან  დაკავშირებით 

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიაში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა

მოისმინეს:   ირინე იმერლიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 74-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიაში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვრა შემდეგი სახით:

  • ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 4 წევრი;
    • ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 3 წევრი;
    • ფრაქცია „ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატები“ – 1 წევრი;
    • ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელები“ – 1 წევრი;
      • ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-მაჟორიტარები“ – 1 წევრი;
      • ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-რეგიონები“ – 1 წევრი;
      • ფრაქცია უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები“ – 1 წევრი.

კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ კვოტირების წარმოდგენილ პროექტს

გადაწყვიტეს(ერთხმად):              

საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინოს დასკვნა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიაში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე

/დასკვნა თან ერთვის/

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან  დაკავშირებით 

საქართველოს პარლამენტის ზოგიერთი წევრის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ საკითხის განხილვა

მოისმინეს:  ირინე იმერლიშვილის ინფორმაცია, საქართველოს პარლამენტის წევრების დავით საგანელიძის, ზვიად კვაჭანტირაძის, გოგი ლიპარტელიანის, გიორგი გოზალიშვილის, სერგო ხაბულიანის, კახაბერ ოქრიაშვილის, გოდერძი ბუკიას და ენზელ მკოიანის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, კომიტეტმა შეისწავლა შესაბამისი პარლამენტის წევრების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და დაადგინა, რომ არცერთი მათგანის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში აღნიშნული არ არის ქალაქ ქუთაისში მდებარე საცხოვრებელი ფართობი.

გადაწყვიტეს (ერთხმად):

 

კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს კომიტეტის დასკვნის პროექტს.

გადაწყვიტეს(ერთხმად):

       კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია მიმართოს ბიუროს საქართველოს პარლამენტის 8 წევრის (დავით საგანელიძის, ზვიად კვაჭანტირაძის, გოგი ლიპარტელიანის, გიორგი გოზალიშვილის, სერგო ხაბულიანის, კახაბერ ოქრიაშვილის, გოდერძი ბუკიას და ენზელ მკოიანის) საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

           /დასკვნა თან ერთვის /

 

 

კომიტეტის თავმჯდომარე                                          

 

ირინე იმერლიშვილი

 

კომიტეტის აპარატის                                    

უფროსის მოვალეობის

       შემსრულებელი

დავით ჯინჯოლავა

 

 
modules