სხდომის ოქმი N4

    თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 7 ნოემბრის სხდომის ოქმი N4

 

დღის წესრიგი: „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ და ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2013-2016 წლებისათვის“ თაობაზე.

სხდომას ესწრებოდნენ: ირაკლი სესიაშვილი, თამაზ ჯაფარიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, გუგული მაღრაძე,მერაბ კაჭახიძე, გიგლა აგულაშვილი, ირინა იმერლიშვილი, თეიმურაზ ჭკუასელი.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან და ევროპული ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად გაერთიანებულ სხდომაზე განიხილა „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ და ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2013-2016 წლებისათვის“ საკითხი.

აღნიშნული დოკუმენტი კომიტეტის წევრებს წარუდგინა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ებრალიძემ. მან კომიტეტის წევრებს ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები და პრიორიტეტები გააცნო. პროექტის თანახმად, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნების მთლიანი მოცულობა 8 730. 0მლნ.ლარს შეადგენს. 2013 წლისთვის თავდაცვის სფეროსთვის იგეგმება დაახლოვებით 670 მილიონი ლარის გამოყოფა.

დოკუმენტის წარდგენის შემდეგ კომიტეტის წევრებმა მომხსენებელს დაუსვეს შეკითხვები. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა გამოთქვა შენიშვნები შემდეგ საკითხებთან მიმართებაში:

            1.თავდაცვის სამინისტროს უწყებისათვის შრომის ანაზღაურების მუხლში შესაძლოა წარმოიქმნას საკმაოდ დიდი ეკონომია, ამასთან დაკავშირებით მიზანშეწონილია, რომ გათვლა მოხდეს საკმაოდ დიდი სიზუსტით.

2. თავდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ას შრომის ანაზღაურების მუხლი გაზრდილია 22869,2 ათასი ლარიდან 33164,9 ათას ლარამდე. მნიშვნელოვანია შემდგომში იქნეს წარმოდგენილი ინფორმაცია, რამაც „დელტა“-ს ხარჯების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

3.თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის პროექტში ნაჩვენებია სხვა ხარჯების მუხლის მკვეთრი ზრდა. 2728,3 ათასი ლარიდან 10000 ათას ლარამდე. მნიშვნელოვანია კომიტეტს მოეწოდოს ინფორმაცია თუ რას მოხმარდება გაზრდილი საბიუჯეტო თანხა.

გადაწყვიტეს: კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ და ქვეყნის ძირითად მონაცემებს და მიმართულებებს 2013-2016 წლებისათვის“ თაობაზე“ და მიზანშეწონილად მიაჩნია პარლამენტის სხდომაზე განხილვა.

                        სხდომის თავმჯდომარე:                                           ირაკლი სესიაშვილი

 
modules