|
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა |
|
Monday, 03 December 2012 17:39 |
|
საქართველოს პარლამენტში ახალი ფრაქციის „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ რეგისტრაციის საკითხი განიხილა საპროცედურო საკითხთა კიმიტეტმა დღევანდელ სხდომაზე. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს ახალი ფრაქციის შექმნას, რომელსაც გიგა ბუკია უხელმძღვანელებს, ფრაქციის მდივანი კი რევაზ შავლოხაშვილი იქნება. ექვსწევრიანი ფრაქციის შემადგენლობაში "კონსერვატორების" ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური, მისი თანაპარტიელები ბიძინა გუჯაბიძე, გიგა ბუკია, მერაბ კაჭახიძე და პაატა კვიჟინაძე, ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსული რევაზ შავლოხაშვილი გაერთიანდნენ. კომიტეტმა პარლამენტის 26 ნოემბრის ბიუროს სხდომის დავალების შესაბამისად ერთ-ერთ პლენარულ სხდომაზე დაფიქსირებული სხვის მაგივრად ხმის მიცემის ფაქტთან დაკავშირებულ დეტალებზე იმსჯელა. კომიტეტის წევრის, ხათუნა გოგორიშვილის წინადადებით, რადგანაც რეგლამენტი არ ითვალისწინებს პარლამენტის იმ წევრის მიმართ რაიმე სანქციას, რომელმაც სხვის ნაცვლად მისცა ხმა, კომიტეტმა უნდა წარადგინოს საკანონმდებლო ინიციატივა რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომ მსგავს შემთხვევაში ორივე მხარე დაისაჯოს. დეპუტატებმა განიხილეს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხი. დღეს ასევე რამდენიმე საორგანიზაციო საკითხი განიხილეს.
|
|
Last Updated on Thursday, 21 February 2013 20:36 |