| სხდომის ოქმი #5 |
|
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის 2012 წლის 30 ნოემბერი
სხდომის თავმჯდომარე: გიგლა აგულაშვილი სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: გ. აგულაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე, გ. სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თ. ყაჭეიშვილი, - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გ. ბუკია, გ. გელაშვილი, გ. გოზალიშვილი, ვ. ლემონჯავა, დ. ლორთქიფანიძე, გ. ქავთარაძე, რ. შავლოხაშვილი. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: გ. ღვინიაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რ. ხალვაში, ნ. ჯანაშია. სხდომას არასაპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: ლ. ქარდავა, პ. ცისკარიშვილი. აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, ს. უროტაძე, ი. ქიტიაშვილი მოწვეული სტუმრები: დ. შერვაშიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, კ. ხუცაიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თ. ხიდაშელი - საქართველოს პარლამენტის წევრი, რ. ბაბუნაშვილი - საქართველოს მემამულეთა კავშირის თავმჯდომარე, ნ. ბაღათურია - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მ. ჯორჯაძე - „ელკანას“ წარმომადგენელი, ა. ჯაფარიძე - შპს „ხვანჭკარას“ დირექტორი, ზ. ხატიაშვილი - „კავკასიის გენეტიკის“ დირექტორი, კ. ლაშხი, ბ. გონაშვილი, ა. ლეკაშვილი და სხვ. - ფერმერები, ასევე, მეცნიერები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დღის წესრიგი 1. ინფორმაცია - „აგრარულ სექტორში არსებული პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები“. (მომხსენებელი: გ. აგულაშვილი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე).
I. მოისმინეს: გ. აგულაშვილის ინფორმაცია აგრარულ სექტორში არსებული პრობლემების თაობაზე, კერძოდ, იმ საკომუნიკაციო დეფიციტზე, რომელიც არსებობდა ბოლო 9 წლის განმავლობაში. მან აღნიშნა, რომ სურს დაიწყოს დიალოგი ფერმერებთან იმ პრობლემებზე, რომლებიც ამ პერიოდში დაგროვდა. ისაუბრა საკითხებზე, რომლებზეც კომიტეტში მუშაობა მიმდინარეობს. საქმე შეეხება, ფერმერთა ნებაყოფლობით გაერთიანებებს, ფერმერთა ჯგუფებს, კოოპერაციებს. ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ამა წლის 26 ივნისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვით უცხოელებს მიეცათ საკუთრების უფლება სასოფლო-სამეურნეო მიწებზე. ეს თემა ძალიან აქტუალურია. ევროკავშირის ახალმა წევრმა ქვეყნებმა, გამოაცხადეს გარკვეული ვადით მორატორიუმი უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვაზე. აგრარულ საკითხთა კომიტეტი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით.
აზრი გამოთქვეს: 2 ნ. ბაღათურია: აგრარული სექტორი მოითხოვს დივერსიფიკაციას. უნდა დავიწყოთ შაქრის (თხევადი) წარმოება ადგილობრივი რესურსებით. ყურძენთან დაკავშირებით არის პრობლემები. ეს არის საექსპორტო პროდუქტი. რუსეთის ბაზარი მისაღები იყო მაშინ, როდესაც იქ არ იყო ფრანგული, იტალიური ღვინოები. დღეს კი მაღალი კონკურენციაა. ნატურალურ საღებავებს რაც შეეხება, აუცილებელია პექტინის მწარმოებელი ქარხანა-საწარმო არსებობდეს, რადგან პექტინზე ყოველწლიურად მოთხოვნა იზრდება. კომიტეტის სხდომაზე გამომსვლელმა ფერმერებმა, მეწარმეებმა და მეცნიერებმა აგრარული სფეროს სხვადასხვა დარგში არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს (კერძოდ: მიწის გადასახადი, განათლება, ბაზრის დაცვა, საბანკო სექტორი, დაფინანსება და ა.შ), ხოლო დასასრულს, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - გიგლა აგულაშვილმა - გამოთქვა მზადყოფნა თანამშრომლობისთვის და იმედი, რომ კომიტეტის და მათი ერთობლივი ინიციატივები საბოლოო ჯამში ისეთ სახეს მიიღებს, რითაც შეიძლება არსებითად შეიცვალოს ვითარება აგრარულ სექტორში.
გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - „აგრარულ სექტორში არსებული პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის გზების შესახებ“.
სხდომის თავმჯდომარე: გ. აგულაშვილი
სხდომის მდივანი: ი. ქიტიაშვილი
|






