| სხდომის ოქმი N9 |
|
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის
ოქმი N9 3 დეკემბერი 2012წ. 15:00 საათი / საკომიტეტო მოსმენების დარბაზი N7/ სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი
სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ფრიდონ საყვარელიძე, კარლო კოპალიანი, დავით საყვარელიძე, აკაკი ბობოხიძე, ხათუნა გოგორიშვილი, შოთა მალაშხია, ზურაბ ტყემალაძე და ნინო გოგუაძის ადგილმონაცვლე გედეონ ფოფხაძე. სხდომაზე მოწვეულები: გოდერძი ბუკია - საქართველოს პარლამენტის წევრები სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 8 წევრის დასწრებით.
სხდომის დღის წესრიგი (პროექტი): /მომხსენებელი: ირინე იმერლიშვილი/ 5. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა.
სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს მიმართა თხოვნით, რომ მოეხდინათ პროექტით გათვალისწინებული საკითხების განხილვის რიგითობის შეცვლა (პირველი საკითხის მე-5 საკითხად გადატანა)
კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ სხდომის თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას და ერთხმად დაამტკიცეს კორექტირებული დღის წესრიგი
სხდომის დღის წესრიგი (პროექტი): 1. ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ რეგისტრაციის შესახებ შემოსული განცხადებისა და მასალების განხილვა;
/მომხსენებელი: ირინე იმერლიშვილი/ 4. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა. /მომხსენებელი: ირინე იმერლიშვილი/ /მომხსენებელი: დავით ონოფრიშვილი/
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ რეგისტრაციის შესახებ შემოსული განცხადებისა და მასალების განხილვა
მოისმინეს: ირინე იმერლიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შეისწავლა ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ რეგისტრაციის შესახებ შემოსული განცხადება და მასალები. დადგინდა, რომ ფრაქციის რეგისტრაციის თაობაზე წარმოდგენილი მასალები შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 87-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 89-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტის მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია განხორციელდეს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ რეგისტრაცია. აზრი გამოთქვეს: ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ შესაძლოა ეს არის ტექნიკური ხასიათის ხარვეზი, კერძოდ ფრაქციის პლატფორმაში არ არის დაფიქსირებული ერთიანდება თუ არა ახალი ფრაქცია უმრავლესობაში, რაც აუცილებელია პირველ რიგში იმისათვის, რომ ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვროს ზუსტად იმის შესაბამისად ახალი ფრაქცია იქნება უმრავლესობის შემადგენლობაში თუ არა.
გოდერძი ბუკიამ გაიზიარა ხათუნა გოგორიშვილის მიერ გამოთქმული შენიშვნა. გადაწყვიტეს (ერთხმად): საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინოს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ რეგისტრაციის თაობაზე /დასკვნა თან ერთვის/
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2012 წლის 26 ნოემბრის სტენოგრაფიული ჩანაწერით განსაზღვრული დავალების შესაბამისად - „სხვის მაგივრად ხმის მიცემის“ ფაქტთან დაკავშირებული დეტალების განხილვა;
მოისმინეს: ირინე იმერლიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2012 წლის 26 ნოემბრის სტენოგრაფიული ჩანაწერით განსაზღვრული დავალების შესაბამისად („სხვის მაგივრად ხმის მიცემის“ ფაქტთან დაკავშირებული დეტალების განხილვა) საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გამოიკვლია აღნიშნული საკითხი. კონკრეტულად, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ფრიდონ საყვარელიძემ ახსნა-განმარტება ჩამოართვა საქართველოს პარლამენტის წევრს გიორგი გაჩეჩილაძეს, რომელშიც მან მიუთითა, რომ მის გვერდით მჯდომ პარლამენტის წევრს კენჭისყრის დაწყებამდე დაურეკა მობილურმა ტელეფონმა, რის შემდეგაც მან სთხოვა გიორგი გაჩეჩილაძეს, რომ მის ნაცვლად მიეცა ხმა, ადგა ადგილიდან და წავიდა გასასვლელისკენ. ამასთანავე, გიორგი გაჩეჩილაძე აღნიშნავს რომ, ხმის მიცემის დროს ეს დეპუტატი სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა. გარდა ამისა, მან მიუთითა, რომ არ ახსოვს, იმ დეპუტატის გვარი რომელიც ეჯდა მას გვერდზე სხდომათა დარბაზში, შესაბამისად არც ის ახსოვს ვის ნაცვლად განახორციელა მან ხმის მიცემა სისტემაში ჩადებული ბარათის მეშვეობით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 139-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „პარლამენტის წევრი ხმას პირადად აძლევს. ხმის მიცემის უფლებისა და ხმის მისაცემი ბარათის სხვისთვის გადაცემა დაუშვებელია“, ხოლო რეგლამენტის 286-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად: „თუ დღის განმავლობაში კენჭისყრისა და რეგისტრაციის შედეგების შემოწმებისას გამოვლინდა, რომ პარლამენტის წევრი არ იმყოფება სხდომათა დარბაზში და მისი სახელით მიღებულია მონაწილეობა კენჭისყრაში ან რეგისტრაციაში, მას დაუკავდება ხელფასის 20%“. აპარატის მიერ, საკითხის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზის კომპიუტერული გაძღოლის სისტემა და განლაგება არ აფიქსირებს კონკრეტულ ადგილს და მონიტორს კონკრეტული პარლამენტის წევრისათვის, ამის გამო როგორც „მანდატურის სამსახურის“ ისე „პლენარული სხდომების კომპიუტერული გაძღოლის განყოფილების“ მიერ შეუძლებელია გარკვევა და დადგენა იმისა, თუ პარლამენტის რომელი წევრი იჯდა დეპუტატ გიორგი გაჩეჩილაძის გვერდით, რომლის გააქტიურებელი ბარათიც მან ხმის მიცემის დროს გამოიყენა. შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტისთვის დაუდგენელი დარჩა იმ პარლამენტის წევრის ვინაობა, ვინც ბარათი ხმის მიცემის სისტემაში დატოვა და ვის მიმართაც უნდა განხორციელებულიყო რეგლამენტით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის დაკისრება. ხოლო პარლამენტის წევრ გიორგი გაჩეჩილაძის ქმედების გამო რეგლამენტის ნორმა არ ითვალისწინებს ხელფასის ან მისი ნაწილის დაკავებას.
აზრი გამოთქვეს: ფრიდონ საყვარელიძემ კიდევ ერთხელ დეტალურად გააცნო კომიტეტის წევრებს გიორგი გაჩეჩილაძის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ ახალი რეგლამენტის შემუშავების დროს განსაკუთრებულად დიდი დრო დაეთმო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად პარლამენტის წევრთა პასუხისმგებლობის მექანიზმებისა და საჯარიმო სანქციების განსაზღვრას, რომლებიც წინა რეგლამენტის რეგულაციების შესაბამისად ზოგჯერ (ერთი და იმავე პარლამენტის წევრის მიერ რამოდენიმე დარღვევის ჩადენის შემთხვევაში) ხელფასის ოდენობას უტოლდებოდა და პრაქტიკულად არ მუშაობდა. ამ გარემოების გათვალისწინებით ახალმა რეგლამენტმა შეამცირა საჯარიმო ტანხების ოდენობა და განსაზღვრა გონივრული ზღვარი ყველა ტიპის საჯარიმო სანქციისათვის (არ უნდა აღემატებოდეს ხელფასის 50%-ს). რაც შეეხება, გიორგი გაჩეჩილაძის მიერ სხვის მაგივრად ხმის მიცემის ფაქტს, მას აქვს გონივრული ეჭვი, რომ გიორგი გაჩეჩილაძემ იცის, ვის მაგივრად მისცა ხმა, მაგრამ შეგნებულად არ ასახელებს, იმ მოტივით რომ რეგლამენტის შესაბამისად არ დაჯარიმდეს პარლამენტის ის წევრი, ვის მაგივრადაც მისცა ხმა. ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ ამგვარი პრეცედენტისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამ შემთხვევაში ვიდეო-კამერების მიერ ზუსტად არის დაფიქსირებული, თუ ვინ გამოიყენა პარლამენტის სხვა წევრის ბარათი, სასურველი და მიზანშეწონილი იქნება კომიტეტმა მოამზადოს ცვლილება რეგლამენტში, რომელიც გაითვალისწინებს ფინანსურ სანქციას იმ პარლამენტის წევრის მიმართ, ვინც ხმას სხვა დეპუტატის ნაცვლად მისცემს. ირინა იმერლიშვილმა შეაჯამა კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები და კომიტეტის წევრებთან შეთანხმებით
გადაწყვიტეს(ერთხმად): საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 26 ნოემბრის ბიუროს სხდომის სტენოგრაფიული ჩანაწერით განსაზღვრული დავალების შესაბამისად ბიუროს წარედგინოს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა რომელიც ეხებოდა პლენარულ სხდომაზე ხმის მიცემას სხვა დეპუტატის ნაცვლად. /დასკვნა თან ერთვის/ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრების დათო ლორთქიფანიძის და თედო ჯაფარიძის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ საკითხის განხილვა;
მოისმინეს: ირინე იმერლიშვილის ინფორმაცია, საქართველოს პარლამენტის წევრების დათო ლორთქიფანიძის, თედო ჯაფარიძისა და გიორგი ქავთარაძის(დაემატა) საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, კომიტეტმა შეისწავლა შესაბამისი პარლამენტის წევრების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და დაადგინა, რომ არცერთი მათგანის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში აღნიშნული არ არის ქალაქ ქუთაისში მდებარე საცხოვრებელი ფართობი.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს კომიტეტის დასკვნის პროექტს. გადაწყვიტეს(ერთხმად): კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია მიმართოს ბიუროს საქართველოს პარლამენტის წევრების: დათო ლორთქიფანიძის, თედო ჯაფარიძისა და გიორგი ქავთარაძის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ. /დასკვნა თან ერთვის /
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა.
მოისმინეს: ირინე იმერლიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის ახალი კვოტები, რაც განპირობებული იყო კომიტეტების რიცხოვნობის ცვლილებით (პარლამენტის დადგენილების შესაბამისად 12 კაციანი კომიტეტი გახდა 13 კაციანი, ხოლო 14 კაციანი კომიტეტი - 15 კაციანი). საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 32-ე მუხლის შესაბამისად, პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები კომიტეტმა განსაზღვრა შემდეგი სახით:
კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ კვოტირების წარმოდგენილ პროექტს
გადაწყვიტეს(ერთხმად): საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე /დასკვნა და დანართი თან ერთვის/ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეხუთე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრების დავით ონოფრიშვილის და ნოდარ ებანოიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტების: „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ“, საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ პროექტების განხილვა. (07-3/16, 22.11.12) /მომხსენებელი: დავით ონოფრიშვილი/
მოისმინეს: ირინე იმერლიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მიუხედავად იმისა, რომ საკითხის გადანაცვლება განსახილველად მოხდა რიგით მე-5 საკითხად, მომხსენებელი არ გამოცხადდა კომიტეტის სხდომაზე, ამიტომ საკითხის განხილვის გადატანა, კომიტეტის წევრებთან შეთანხმებით, მოხდა კომიტეტის მომდევნო სხდომისათვის.
დამატებით: კომიტეტის თავმჯდომარემ ირინე იმერლიშვილმა კომიტეტის წევრებს მიმართა თხოვნით, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების: ვ. ხმალაძის, დ. ბერძენიშვილის, ზ. ქუცნაშვილისა და ი. ჩიქოვანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვის დროს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფრიდონ საყვარელიძე, რადგან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს, უმრავლესობასა და უმცირესობაში გაერთიანებული ფრაქციებისათვის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების ფრაქციათა მიერ გადანაწილებისა და გაცვლის შესაძლებლობის დაშვებას, მას გააჩნია საწინააღმდეგო მოსაზრება, რაც მის მიერ კომიტეტის სხდომაზე კენჭისყრის დროსაც იქნა დაფიქსირებული.
კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ კომიტეტის თავმჯდომარის თხოვნას და საქართველოს პარლამენტის წევრების: ვ. ხმალაძის, დ. ბერძენიშვილის, ზ. ქუცნაშვილისა და ი. ჩიქოვანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ფრიდონ საყვარელიძე.
კომიტეტის თავმჯდომარე
ირინე იმერლიშვილი
კომიტეტის აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჯინჯოლავა
|






