სხდომის ოქმი N1

საქართველოს პარლამენტის

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის

სხდომის ოქმი N1

22ოქტომბერი 2012 წელი

14:00 საათი

ოთახი N8

სხდომას თავმჯდომარეობდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:                                                                      ხალვაში ფატი,    აბაშიძე ზურაბ,        

                                                                                                                წიკლაური მირიან, მაღრაძე გუგული,

                                                                                                                ხეჩინაშვილი გიორგი, წერეთელი მალხაზ,

წერეთელი გიორგი, გოზალიშვილი გია

                                                                                                                მაჭავარიანი მიხეილ,   ჯაფარიძე ზურაბ

                                                                                            

სხდომიდ დღის წესრიგი (პროექტი):

  1. 1.საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა; 
  1. 2.საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დებულების შემუშავება

 

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით:

 საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა 

მოისმინეს:

დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაცია. კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის რეგლამენტის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობაზე ასარჩევად დაასახელა ქალბატონ გუგული მაღრაძის, ბატონი კობა დავითაშვილისა და ბატონი გიორგი (გიგი) წერეთლის კანდიდატურები. 

კომიტეტის წევრების მხრიდან სხვა კანდიდატურები არ დასახელებულა. 

კანდიდატთა მოკლე ბიოგრაფიული მონაცემების გაცნობის შემდეგ კომიტეტის თავმჯდმარემ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე კენჭისყრისათვის წარადგინა ქალბატონი გუგული მაღრაძის კანდიდატურა. 

კენჭისყრის შედეგები:

  1. 1.კომიტეტის შემადგენლობაში ირიცხება 13 დეპუტატი;
  2. 2.სხდომას დაესწრო 12 დეპუტატი;
  3. 3.კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 12 დეპუტატმა;
  4. 4.კენჭისყრისყრის შედეგად, წარმოდგენილ კანდიდატურას მხარი დაუჭირა 12 დეპუტატმა.

ამდენად, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეულ იქნა ქალბატონი გუგული მაღრაძე.

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

  1. 1.დამტკიცდეს კენჭისყრის შედეგები;
  2. 2.საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი მხარს უჭერს ქალბატონი გუგული მაღრაძის საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დანიშვნას.

კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე კენჭისყრისათვის წარმოადგინა ბატონი კობა დავითაშვილის კანდიდატურა.

კენჭისყრის შედეგები:

  1. 1.კომიტეტის შემადგენლობაში ირიცხება 13 დეპუტატი;
  2. 2.სხდომას დაესწრო 12 დეპუტატი;
  3. 3.კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 12 დეპუტატმა;
  4. 4.კენჭისყრისყრის შედეგად, წარმოდგენილ კანდიდატურას მხარი დაუჭირა 12 დეპუტატმა.

ამდენად, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულ იქნა ბატონი კობა დავითაშვილი.

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

  1. 1.დამტკიცდეს კენჭისყრის შედეგები;
  2. 2.საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი მხარს უჭერს ბატონი კობა დავითაშვილის საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დანიშვნას. 

კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე კენჭისყრისათვის წარმოადგინა ბატონი გიორგი (გიგი) წერეთლის  კანდიდატურა.

კენჭისყრის შედეგები:

  1. 1.კომიტეტის შემადგენლობაში ირიცხება 13 დეპუტატი;
  2. 2.სხდომას დაესწრო 12 დეპუტატი;
  3. 3.კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 12 დეპუტატმა;
  4. 4.კენჭისყრისყრის შედეგად, წარმოდგენილ კანდიდატურას მხარი დაუჭირა 12 დეპუტატმა.

ამდენად, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულ იქნა ბატონი გიორგი (გიგი) წერეთელი.

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

  1. 1.დამტკიცდეს კენჭისყრის შედეგები;
  2. 2.საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი მხარს უჭერს ბატონ გიორგი (გიგი) წერეთლის   საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დანიშვნას. 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით:

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დებულების შემუშავება

მოისმინეს:

დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაცია. 

კომიტეტის თავმჯდომარემ ზოგადად დაახასიათა კომიტეტის კომპეტენციის სფეროს განკუთვნილი საკითხები. აღნიშნა, რომ დებულების პროექტი შედგენილია პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ისაუბრა მის ზოგად პრინციპებზე, კერძოდ, კომიტეტის სტრუქტურაზე, უფლებამოსილებასა და მუშაობის წესზე.

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

  1. 1.კომიტეტის მიერ შემუშავებული საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დებულება წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად. 

კომიტეტის თავმჯდომარემ განმატრა, რომ უმცირესობის წარმომადგნლებთან კონსულტაციების დასრულების შემდგომ შესაძლებელია ცვლილებები განხორციელდეს კომიტეტის დებულებაში.

 

 

 

                                  დიმიტრი ხუნდაძე

                               კომიტეტის თავმჯდომარე

  

 

                          სხდომის მდივანი

                           ელენე ჟორჟოლაძე

 

 

 

 

 
modules