ფრაქციის წესდება

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორის“

წესდება

თავი 1

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1.

1.1.  საპარლამენტო ფრაქცია (შემდგომში „ფრაქცია“) „ქართული ოცნება-კონსერვატორები“ , არის პარლამენტის წევრთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, საერთო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

1.2.  ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს პარლამენტის რეგლამებტი და სხვა ნორმატიული აქტები.

 

თავი 2

ფრაქციის მიზნები და ამოცანები

 

მუხლი 2.

2.1. ფრაქციის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:

) საქართველოს  პარლამენტში  ქვეყნის  საგარეო  და  საშინაო  საკითხებთან  დაკავშირებით  საკუთარი პოლიტიკური კურსის გამოხატვა და გატარება;

)  პარლამენტისა და მისი ორგანოების საქმიანობაში მონაწილეობა;

g) პარლამენტის  კანონშემოქმედებითი  საქმიანობის განხორციელებისას  ფრაქციის  შეჯერებული აზრის გამოხატვა;

d)ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმის განხორციელება.

 

თავი 3

ფრაქციის სტრუქტურა და საქმიანობის წესი

მუხლი 3.

3.1. ფრაქციის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა.

3.2. ფრაქციის სხდომა ღიაა. ფრაქციის სხდომა ფრაქციის წევრთა მოთხოვნით შეიძლება გამოცხადდეს დახურულად.

3.3. გადაწყვეტილებები ფრაქციის სხდომაზე მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით.

3.4. ფრაქციის სხდომა იმართება საჭიროებისამებრ. საჭიროებისამებრ ფრაქციის სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნას ფრაქციის თავმჯდომარის ინიციატივით ან ფრაქციას წევრთა მოთხოვნით.

3.5. ფრაქციის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება ფრაქციის წევრთა უმრავლესობა.

მუხლი 4.

4.1. ფრაქციის წევრი შეიძლება გახდეს საქართველოს პარლამენტის ნებისმიერი წევრი, რომელიც იზიარებს ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმას და ფრაქციის წეესდებას.

4.2. ფრაქციაში გაწევრიანების მსურველი პარლამენტის წევრი, წერილობითი განცხადებით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს.

4.3. ფრაქცია პარლამენტის წევრის განცხადებას განიხილავს ფრაქციის უახლოეს სხდომაზე და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

4.4. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის ვადაში წერილობით აცნობებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს და პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს.

მუხლი 5.

 5.1. ფრაქციის წევრს უფლება აქვს:

   ) აირჩიოს და არჩეულ იქნას ფრაქციის ნებისმიერ ხელმძღვანელ   თანამდებობებზე ან დაასახელოს შესაბამისი კანდიდატურა;  

   )  მიმართოს ფრაქციას ნებისმიერი წინადადებით ან ინიციატივით, რომელიც  შეეხება კანონშემოქმედებით საქმიანობას და მოითხოვოს ფრაქციის მხარდაჭერა;

   ) მიიღოს ფრაქციის აპარატში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია  საპარლამენტო საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ;

   ) მონაწილეობა მიიღოს ფრაქციის ეგიდით ჩატარებულ ღონისძიებებში.

5.2. ფრაქციის წევრი ვალდებულია:

    ) დაიცვას ფრაქციის წესდება;

    ) მონაწილეობა მიიღოს ფრაქციის საქმიანობაში;

    ) აქტიურად ჩაერთოს ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმის 

       განხორციელებაში;

    ) თავისი ქმედებით არ დაუშვას ფრაქციის დისკრედიტაცია.

 

თავი 4

ფრაქციის ხელმძღვანელი პირები და მათი უფლებამოსიებები

მუხლი 6.

6.1. ფრაქციის ხელმძღვანელი პირები არიან - ფრაქციის თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი.

6.2. ფრაქცია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს, მოადგილეს და მდივანს.

მუხლი 7.

7.1 ფრაქციის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს ფრაქციას პარლამენტში და მის გარეთ;

გ) თანამდებობრივად შედის პარლამენტის ბიუროს შემადგენლობაში;

დ) წარმართავს ფრაქციის სხდომებს;

ე) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

7.2. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე თავმჯდომარის დავალებით ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს და, საჭიროებისამებრ, ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობას.

7.3. ფრაქციის მდივანი ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის დავალებებს, ხელმძღვანელობს ფრაქციის შიდაორგანიზაციულ საქმიანობას, ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

თავი 5

ფრაქციის აპარატი

მუხლი 8.

8.1. ფრაქციას აქვს აპარატი, რომლის სტატუსიც განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით.

8.2. ფრაქციის აპარატის სამუშაო გეგმას ამტკიცებს ფრაქციის სხდომა.

 

თავი 6

ფრაქციის წესდების გადასინჯვა

მუხლი 9.

9.1. ფრაქცია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გადასინჯოს ფრაქციის წესდება და პოლიტიკური პლადფორმა.