სხდომის ოქმი N5

საქართველოს პარლამენტის

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის

ოქმი N5

4 დეკემბერი, 2012. 14 სთ.                        

         საქართველოს პარლამენტი,                                                         სხდომათა დარბაზი N 6                

    

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ქანთარია ალექსანდრე, ქავთარაძე გიორგი, საყვარელიძე ფრიდონი, მახარაძე მიხეილი, ლონდარიძე ტარიელი, ხაჩიძე გიორგი (ნაყოფია კობა -უფლებამონაცვლე), თაქთაქიშვილი ჩიორა (სერგო რატიანი- უფლებამონაცვლე). ბარათაშვილი პაატა (პაპუაშვილი ზაზა-უფლებამონაცვლე), მატარაძე ანი (ელისო ჩაფიძე-უფლებამონაცვლე). პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, კომიტეტის წევრები. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრები. მასმედიის წარმომადგენლები და კომიტეტისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები.                                            

დღის წესრიგი

                                        

1.         საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით შემოსული კანონის პროექტის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ“   განხილვა.

                                             (ვიქტორ დოლიძე - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე)

2. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით შემოსული კანონის პროექტების „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ განხილვა პირველი მოსმენით.

                                             (ვიქტორ დოლიძე - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე)

3. საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა საქართველოს კანონში „საქართველოს სახელმწიფო თეატრების შესახებ“ ცვლილებების შეტანის შესახებ.

(ალექსანდრე ქანთარია- საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე)

1.მოისმინეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ დოლიძის   მოხსენება არსებულ კანონპროექთან დაკავშირებით. მან აღნიშნა რომ, აღნიშნული კანონპროექტით, „მაუწყებლობის შესახებკანონს ემატება მუხლი, რომლის თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელს გაუჩნდება ვალდებულება უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაციია და აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ.
კანონპროექტი საზოგადოებრივი მაუწყებელს ავალდებულებს 10 წამი დაუთმონ სოციალურ რეკლამას საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
კომიტეტის წევრები დაინტერესდნენ თუ რამდენად იქნებოდა ჩართული რეკლამის დამზადებაში ნატოს საინფორმაციო ცენტრი და ვინ იზრუნებდა ამ რეკლამის შინაარსობრივ მხარეზე, რაზეც შეთანხმდნენ, რომ მეორე მოსმენით განხილვისას უფრო დეტალურად იმსჯელებდნენ.

კომიტეტმა გადაწყვიტა

ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

2. მოისმინეს ვიქტორ დოლიძის მოხსენება ცვლილებასთან დაკავშირებით კოდექსში საქართველოს ადნინისტრაციულ სამართალდარღვევათადარეკლამის შესახებკანონში. „კანონპროექტში ცვლილების შესახებ. მისი თქმით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი თამბაქოს რეალიზაციის წესები სექსუალური ხასიათის პროდუქციაზეც გავრცელდება. სექსუალური პროდუქციის იმ სავაჭრო ობიექტებში რეალიზაცია, სადაც ბავშვთა სათამაშოებისა და ტანსაცმლის გაყიდვა წარმოებს დაჯარიმებას გამოიწვევს. ასევე, დაჯარიმებას გამოიწვევს ასეთი სახის პროდუქციის რეკლამა ფართო მოხმარების საქონლის, ტანსაცმლის, სპორტული ინვენტარის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და კვების პროდუქციის რალიზაციისას. აღნიშნული პროექტით განისაზღვრა ჯარიმის ოდენობაც. კომიტეტის წევრების მიერ გამოითქვა შენიშვნები ჯარიმის ოდენობასთან და პროდუქციის ნუსხასთან დაკავშირებით. ასევე, გამოითქვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სოფლებში ამ ნორმის ამუშავება გარკვეულ პრობლემებს შექმნის, ვინაიდან იქ შესაძლოა მხოლოდ 1 მაღაზია არსებობდეს. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა პროექტიდან იმ მუხლის ამოღება მიიჩნიეს მიზანშეწონილად, რომელიც რეალიზატორს 18 წლამდე ასაკის ადამიანისთვის ამ სახის პროდუქციის მიყიდვას უკრძალავს.

კომიტეტმა გადაწყვიტა:

აღნიშნულ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას 7 ხმით 4 წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი.

3. მოისმინეს

კომიტეტის თავმჯდომარის ალექსანდრე ქანთარიას ინიციატივა საქართველოს სახელმწიფო თეატრების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ" .

კომიტეტმა გადაწყვიტა:

7 ხმით 5 წინააღმდეგ კომიტეტმა გადაწყვიტა ცვლილებები აღნიშნულ კანონპროექტში წარედგინოს ბიუროს უახლოეს სხდომა.

 

 

 

სხდომის თავმჯდომარე                               ივანე კიღურაძე

სხდომის მდივანი                                         ლალი ლორია