ფრაქციის წესდება

დამტკიცებულია 2012 წლის 21 ოქტომბრის

ფრაქციის სხდომის გადაწყვეტილებით

 

 

საპარლამენტო ფრაქცია

ქართული ოცნება - რესპუბლიკელები

წესდება

 

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.1. საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნება - რესპუბლიკელები (შემდგომში ფრაქცია) არის პარლამენტში საქმიანობის კოორდინაციის მიზნით საერთო პოლიტიკური შეხედულებისა და ინტერესების მქონე პარლამენტის წევრთა ნებაყოფლობითი გაერთიანება.

1.2. ფრაქცია იქმნება და საქმიანობს საქართველოს კონსტიტუციის, პარლამენტის რეგლამენტის, სხვა სამართლებრივი აქტებისა და ამ წესდების შესაბამისად..

 

მუხლი 2. ფრაქციის ამოცანები და მიზანი

2.1. ფრაქციის ამოცანებია:

) პარლამენტისა და მისი ორგანოების საქმიანობაში მონაწილეობა;

ბ) ფრაქციის წევრების აქტიურობის გაზრდისა და შესაძლებლობათა მაქსიმალური გამოვლენისადმი ხელშეწყობა;

) პარლამენტის კანონშემოქმედებითი და მაკონტროლებელი საქმიანობის განხორციელებისას ფრაქციის შეჯერებული აზრის გამოხატვა.

2.2. ფრაქციის მიზანია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე თავისი პოლიტიკური პლატფორმის შესაბამისი კურსის გატარება.

 

მუხლი 3. ფრაქციის შემადგენლობა, წევრობა

3.1. ამ წესდებაზე ხელმომწერი პარლამენტის წევრები არიან ფრაქციის დამფუძნებელი წევრები.

3.2. ფრაქციის წევრი შეიძლება გახდეს პარლამენტის ნებისმიერი წევრი, რომელიც იზიარებს ფრაქციის წესდებასა და მის პოლიტიკურ პლატფორმას.

3.3. ფრაქციაში გაწევრიანებისათვის პარლამენტის წევრი განცხადებით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს, რომელსაც აღნიშნული საკითხი შეაქვს ფრაქციის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში და საკითხის განსახილველად ფრაქციის სხდომას იწვევს არაუგვიანეს სამი კვირისა ამ განცხადების წარდგენის დღიდან.

3.4. ფრაქციაში ახალი წევრის გაერთიანების შესახებ სხდომა გადაწყვეტილებას იღებს კონსენსუსით.

3.5ფრაქციის წევრს უფლება აქვს:

) აირჩიოს ფრაქციის წევრი ან თავად იქნეს არჩეული  ფრაქციის ნებისმიერ ხელმძღვანელ   თანამდებობაზე;

)  მიმართოს ფრაქციას წინადადებით ან ინიციატივით საკითხებზე, რომელიც  შეეხება პარლამენტის კანონშემოქმედებით და მაკონტროლებელ საქმიანობას და მოითხოვოს ფრაქციის მხარდაჭერა;

) დაუბრკოლებლად გაეცნოს და მიიღოს ფრაქციის მიერ მოპოვებული და მის აპარატში დაცული ნებისმიერი ინფორმაცია და მასალები;

დ) ფრაქციასთან, მის თავმჯდომარესთან წინასწარი შეთანხმებით გამოვიდეს ფრაქციის სახელით;

ე) პოლიტიკურ საქმიანობაში ისარგებლოს ფრაქციის მხარდაჭერით;

ვ) რეგლამენტით დადგენილი წესით გავიდეს ფრაქციიდან.

3.6. ფრაქციის წევრი ვალდებულია:

) დაიცვას ფრაქციის წესდება;

ბ) მონაწილეობა მიიღოს ფრაქციის საქმიანობაში;

) საქმიანობდეს ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმის შესაბამისად, არ დაუშვას ამ პლატფორმის საწინააღმდეგო ქმედება, ფრაქციის დისკრედიტაცია;

)  შეასრულოს ფრაქციის სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

3.7. ფრაქციას უფლება აქვს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის თანხმობით მიიღოს გადაწყვეტილება თავისი შემადგენლობიდან ფრაქციის წევრის გარიცხვის შესახებ თუ:

) მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ფრაქციის ამოცანებსა და პოლიტიკურ პლატფორმას;

) განზრახ და/ან არასაპატიო მიზეზით სისტემატიურად არღვევს ფრაქციის წესდებას.

3.8.  ფრაქციის წევრის ფრაქციიდან გარიცხვის შესახებ საკითხის დაყენების უფლება აქვს ფრაქციის თავმჯდომარეს ან ფრაქციის წევრთა სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ფრაქციიდან მისი წევრის გარიცხვის შესახებ დაყენებული საკითხი წერილობით უნდა იყოს დასაბუთებული.

 

მუხლი 4. ფრაქციის უფლებამოსილებანი

4.1.ფრაქცია უფლებამოსილია:

) პარლამენტში შევიდეს საკანონმდებლო ინიციატივით;

) შეკითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ, პასუხისმგებელ ორგანოს და მთავრობის ცალკეულ წევრს და მიიღოს პასუხი;

) მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის კომიტეტების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების, ინტერფრაქციული ჯგუფის, საპარლამენტო დელეგაციების საქმიანობაში რეგლამენტით გათვალისწინებული წესით;

) გადაწყვიტოს საპარლამენტო სტრუქტურებში ფრაქციის წარმომადგენლობასთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი საკითხები;

) რეგლამენტით დადგენილი წესით პარლამენტის პლენარულ და კომიტეტის სხდომებზე განსახილველ საკითხებზე მონაწილეობა მიიღოს კამათში, გამოთქვას მოსაზრება პარლამენტის მიერ ასარჩევ, დასანიშნ ან დასამტკიცებელ კანდიდატურებთან, ან იმ კანდიდატურებთან დაკავშირებით, რომლის დანიშვნაზეც თანხმობას აძლევს პარლამენტი, ასევე მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხებთან;

ვ) მოთხოვნის საფუძველზე ფრაქციის სხდომაზე მოიწვიოს საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული, დანიშნული, დამტკიცებული, აგრეთვე, დანიშვნაზე თანხმობამიცემული თანამდებობის პირი, მოისმინოს მათი გაწეული საქმიანობის ანგარიში, მიმართოს მათ შეკითხვებით და მიიღოს სათანადო პასუხები;

) მოითხოვოს პოლიტიკური დებატების გამართვა და შესაბამისი დღის დანიშვნა;

) გამოაქვეყნოს და გაავრცელოს თავისი თვალსაზრისი პარლამენტის საინფორმაციო ბიულეტენში, პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით;

)  გაავრცელოს პარლამენტის აპარატის მეშვეობით ფრაქციის ოფიციალური მიმართვა პარლამენტის წევრებს შორის;

) განახორციელოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.

 

მუხლი 5. ფრაქციის სტრუქტურა

5.1. ფრაქციის ორგანოები და ხელმძღვანელი პირები: ფრაქციის სხდომა, ფრაქციის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქციის მდივანი. ფრაქციას აქვს აპარატი, რომლის უფლებამოსილებაც განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით და ამ წესდებით.

 

მუხლი 6. ფრაქციის სხდომა

6.1. ფრაქციის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა.

6.2. ფრაქციის სხდომა დახურულია. ფრაქციის გადაწყვეტილებით ფრაქციის სხდომა შეიძლება გამოცხადდეს ღიად.

6.3. ფრაქციის სხდომა სესიების დროს იმართება კვირაში რთხელ მაინც. ფრაქციის რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს ფრაქციის თავმჯდომარეს საკუთარი ინიციატივით ან ფრაქციის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

6.4. ფრაქციის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ფრაქციის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

6.5. ფრაქციის სხდომა უფლებამოსილია:

) გადაწყვიტოს საპარლამენტო უმრავლესობაში ან უმცირესობაში ფრაქციის გაერთიანების საკითხი;

) შეიტანოს ცვლილებები და დამატებები ფრაქციის წესდებაში;

) მიიღოს გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ ფრაქციის ერთიანი პოზიციის გამოხატვის თაობაზე;

) აირჩიოს ფრაქციის თანამდებობის პირები;

) გადაწყვიტოს ფრაქციის საქმიანობასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები;

) რეგლამენტით დადგენილი წესით წარადგინოს კანდიდატები პარლამენტის თანამდებობის პირთა არჩევით თანამდებობაზე;

) გადაწყვიტოს ფრაქციის წარმომადგენლობის კვოტების გამოყენების წესი;

) შეიმუშაოს ფრაქციის ბიუჯეტის ხარჯვის წესი;

ი) დაამტკიცოს ფრაქციის აპარატის შინაგანაწესი;

) განიხილოს და გადაწყვიტოს ფრაქციაში პარლამენტის წევრის გაწევრიანებისა და ფრაქციიდან წევრის გარიცხვის საკითხი;

) განახორციელოს პარლამენტის რეგლამენტით, კანონმდებლობით და ამ წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილება.

6.6. ფრაქციის სხდომის დღის წესრიგს ადგენს და ფრაქციის სხდომას დასამტკიცებლად წარუდგენს ფრაქციის თავმჯდომარე. დღის წესრიგში ცვლილებების (საკითხების ამოღება ან დამატება) შეტანის ინიცირების უფლება აქვს ფრაქციის წევრს. დღის წესრიგი მტკიცდება სხდომაზე დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით.

6.7. ფრაქციის სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღება, გარდა წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დამსწრე წევრთა უმრავლესობით.

6.8. ფრაქციის სხდომა განიხილავს ფრაქციის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებს.

6.9. ფრაქციის სხდომაზე განსახილველ საკითხს ამზადებს ფრაქციის ის წევრი, რომელიც არის ამავე საკითხზე წამყვანი კომიტეტის წევრი.

6.10. თუ საკითხი არ განეკუთვნება ფრაქციის არც ერთი წევრის უფლებამოსილებას, საკითხს, ფრაქციის სხდომის გადაწყეტილებით ან ფრაქციის თავმჯდომარის დავალებით, ამზადებს ფრაქციის ერთ-ერთი წევრი.

6.11. ფრაქციის წევრი განსახილველი საკითხის შესახებ მოსაზრებებს წერილობით, ან ზეპირად წარუდგენს ფრაქციის სხდომას. ალტერნატიული წინადადების და ახალი ინიციატივის წარდგენა ხდება, აგრეთვე, წერილობით.

6.12. ფრაქციის სხდომა საჯაროდ გამოსატანი საკითხების განხილვის შემდეგ, ფრაქციის პოზიციის გამოსახატავად ნიშნავს გამომსვლელს.

6.12. ფრაქციის სხდომის გადაწყვეტილებები ფორმდება ფრაქციის სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომრე და მდივანი.

 

მუხლი 7. ფრაქციის თავმჯდომარე

7.1. ფრაქციის თავმჯდომარე აირჩევა ფრაქციის უფლებამოსილების ვადით.

7.2. ფრაქციის თავმჯდომარე აირჩევა ფრაქციის სხდომაზე, ფრაქციის წევრთაგან კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

7.3. ფრაქციის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ფრაქციის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.

7.4. ფრაქციის თავმჯდომარე:

) ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობას;

) წარმოადგენს ფრაქციას პარლამენტში და მის გარეთ;

გ) თანამდებობრივად შედის პარლამენტის ბიუროს შემადგენლობაში;

) იწვევს და ხელმძღვანელობს ფრაქციის სხდომას;

) სხდომას დასამტკიცებლად წარუდგენს ფრაქციის აპარატის თანამშრომელთა კანდიდატურებს;

) უნაწილებს ფუნქციებს, აძლევს ცალკეულ დავალებებს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს.

7.5. ფრაქცია უფლებამოსილია გადააყენოს ფრაქციის თავმჯდომარე დაკავებული თანამდებობიდან, თუ ამას წერილობით მოითხოვს ფრაქციის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი. ფრაქციის თავმჯდომარე ვალდებულია აღნიშნული საკითხი შეიტანოს ფრაქციის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში. ფრაქციის თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ფრაქციის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

 

მუხლი 8. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე

8.1. ფრაქცია თავისი შემადგენლობიდან, ფრაქციის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, კენჭისყრით ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს.

8.2. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ფრაქციის თავმჯდომარეს ან ფრაქციის სრული შემადგენლობის ერთ მესამედს.

8.3. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე:

) ფრაქციის თავმჯდომარის დავალებით ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს;

) ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნისას ან/და მისი უშუალო დავალებით.

8.4. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე შეიძლება გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან, თუ ამას წერილობით მოითხოვს ფრაქციის თავმჯდომარე ან ფრაქციის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი. ფრაქციის თავმჯდომარე ვალდებულია აღნიშნული საკითხი შეიტანოს ფრაქციის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე გადარჩეულად ჩაითვლება, თუ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ფრაქციის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

 

მუხლი 9. ფრაქციის მდივანი

9.1. ფრაქცია თავის შემადგელობიდან, ფრაქციის სხდომაზე სრული შემადგენლობის უმრავლესობით კენჭისყრით ირჩევს ფრაქციის მდივანს. ფრაქციის მდივნის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ფრაქციის თავმჯდომარეს ან ფრაქციის სრული შემადგენლობის ერთ მესამედს.

9.2. ფრაქციის მდივანი:

) ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის დავალებებს;

) წარმართავს ფრაქციის აპარატისა და სხვა, შიდაორგანიზაციულ საქმიანობას;

) ახორციელებს წესდებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას;

9.3. ფრაქციის მდივნის გადარჩევა შესაძლებელია ფრაქციის თავმჯდომარის ან ფრაქციის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით. ფრაქციის თავმჯდომარე ვალდებულია აღნიშნული საკითხი შეიტანოს ფრაქციის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში. ფრაქციის მდივანი გადარჩეულად ჩაითვლება, თუ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ფრაქციის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

 

 

მუხლი 10. ფრაქციის აპარატი, აპარატის უფროსი

10.1. ფრაქციის საქმიანობის ორგანიზაციულ–ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით იქმნება ფრაქციის აპარატი, რომლის სტრუქტურა, ფუნქციები და მუშაობის წესი განისაზღვრება ამ წესდებით და მის შესაბამისად ფრაქციის შინაგანაწესით.

10.2. ფრაქციის აპარატი:

ა) ამზადებს ფრაქციის სხდომას;

ბ) უზრუნველყოფს ფრაქციის წევრებს პლენარული სხდომაზე, კომისიებში და კომიტეტებზე განსახილველი კანონპროექტებით;

გ) წყვეტს ფრაქციის სამართლებრივ და მატერიალურ-ტექნიკურ საკითხებს;

დ) აღრიცხავს ფრაქციის ხდომებზე კანონპროექტებისა და სხვა საკითხების განხილვისას გამოთქმულ წინადადებებსა და შენიშვნებს;

ე) ხელს უწყობს ფრაქციის წევრებს თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში;

ვ) ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის დავალებებს, მითითებებს;

ზ) წარმართავს ფრაქციის სხდომების ოქმების წარმოებას.

10.2. ფრაქციის აპარატს ხელმძღვანელობს ფრაქციის აპარატის უფროსი.

10.3. ფრაქციის აპარატის უფროსი პასუხისმგებელია აპარატის გამართულ საქმიანობაზე, მის თანამშრომელთა მიერ თავიანთი მოვალეობის სრულფასოვან შესრულებაზე.

 

მუხლი 11. ფრაქციის წესდების გადასინჯვა

11.1. ფრაქციის წესდების ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის ინიციატივის უფლება აქვს ფრაქციის თავმჯდომარეს ან ფრაქციის სრული შემადგენლობის ერთ მესამედს.

11.2. წესდების ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის პროექტი გაეცნობა ფრაქციის წევრებს და საკითხის ინიცირებიდან ერთი თვის ვადაში განსახილვილად შეიტანება ფრაქციის სხდომის დღის წესრიგში.

11.3. ფრაქციის სხდომაზე ფრაქციის წესდების ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ფრაქციის სრული შემადგენლობის ორი მესამედის თანხმობით.

 

მუხლი 12. ფრაქციის გაუქმება

12.1. ფრაქცია გაუქმებულია, თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შემდეგ მასში გაერთიანებული დარჩება პარლამენტის ექვს წევრზე ნაკლები.

 

 

ფრაქციის დამფუძნებლები არიან პარლამენტის წევრები:

 

გიგლა აგულაშვილი                                                                              

დავით ბერძენიშვილი                                                                            

ლევან ბერძენიშვილი                                                                             

ნოდარ ებანოიძე                                                                       

პაატა ზაქარეიშვილი                                                                             

დავით უსუფაშვილი                                                                              

მალხაზ წერეთელი                                                                 

თინათინ ხიდაშელი                                                                               

ვახტანგ ხმალაძე