|
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა |
|
ხუთშაბათი, 06 დეკემბერი 2012 13:26 |
|
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომასაპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრაზე იმსჯელეს. საკითხი კომიტეტის თავმჯდომარემ, ირინე იმერლიშვილმა წარმოადგინა, რომლის ინფორმაციით, კვოტების თავიდან გადანაწილების აუცილებლობა ახალი ფრაქციის „ქართული ოცნება-კონსერვატორები“ შექმნამ განაპირობა. მისი განცხადებით, კომიტეტებში ფრაქციას „ქართული ოცნება“ თითო წევრი გამოაკლდა და მათ ნაცვლად აღნიშნული კვოტა ახალი ფრაქციის წევრებზე გადანაწილდა. კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის 80 წევრის მიერ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის თაობაზე შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილეს. ირინე იმერლიშვილის განცხადებით, კომიტეტის აპარატმა გადაამოწმა 79 ხელმომწერი დეპუტატი, რომელთაც დაადასტურეს მისი სინამდვილე, რაც შეეხება 1 პარლამენტის წევრს, იგი ამ ეტაპზე საზღვარგარეთ იმყოფება და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. კომიტეტის წევრებმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“ პარლამენტის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ პროექტი განიხილეს. საკითხის ინიციატორებმა დავით ონოფრიშვილმა და ნოდარ ებანოიძემ აუდიტის სამსახურის საქმიანობის შესწავლის საკითხის პარლამენტის რეგლამენტთან თანხვედრის თაობაზე ისაუბრეს. აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით უმცირესობის წევრებმა მოსაზრებები გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ ტერმინი „საქმიანობა“ ფართო სპექტრს მოიცავს და აუცილებელია გაკეთდეს ჩამონათვალი თუ რომელი სფეროების შესწავლას ითვალისწინებს წარმოდგენილი პროექტი. საბოლოოდ გადაწყდა, რომ საკითხის ბიუროს სხდომაზე გატანამდე შეიკრიბება სამუშაო ჯგუფი, რომლებიც კონსულტაციების შედეგად განსაზღვრავენ აუდიტის სამსახურის საქმიანობის შესწავლის კონკრეტულ მიმართულებებს.
|
|
ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 06 დეკემბერი 2012 13:33 |