საქართველოს კანონი "ამნისტიის შესახებ"

      პროექტი

საქართველოს კანონი

 

ამნისტიის შესახებ

 

ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენაზე საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად, პატიმართა და პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირების მიზანშეწონილობის და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მიერ კრიმინოგენუ ვითარების კონტროლისა და პრევენციის სათანადო მექანიზმების არსებობის პირობებში, საქართველოს პარლამენტი, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, აცხადებს ამნისტიას.

მუხლი 1.  გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც არასრულწლოვნების ასაკში Caidina საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, garda danaSaulisa romelsac mohyva sicocxlis mospoba.

 

მუხლი 2.

1) გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან განზრახი დანაშაულის პირველად ჩამდენი პირი, რომელმაც სრულწლოვნების ასაკში ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, გარდა იმ პირისა, რომელსაც ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი დანაშაული:

ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა (110-ე მუხლი; 111-ე მუხლი;   112-ე მუხლი; 113-ე მუხლი; 114-ე მუხლი; 115-ე მუხლი; 116-ე მუხლი; 118-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 130-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 133-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 161-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 170-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 188-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 2201 მუხლის მე-2 ნაწილი; 2291 მუხლის მე-3 ნაწილი; 238-ე მუხლი; 240-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 281-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 283-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 289-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 292-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 293-ე მუხლის მე-4 ნაწილი; 295-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 297-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 342-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 3421 მუხლის მე-2 ნაწილი; 397-ე მუხლის მე-2 ნაწილი); ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (117-ე მუხლის პირველი ნაწილი); დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ (139-ე მუხლი; 140-ე მუხლი; 141-ე მუხლი); დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ (142-ე მუხლი; 1421 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი; 1422 მუხლი; 143-ე მუხლის პირველი ნაწილი; 1433 მუხლის პირველი ნაწილი; 1442 მუხლი; 1443 მუხლის პირველი ნაწილი; 146-ე მუხლის პირველი ნაწილი; 147-ე მუხლის პირველი ნაწილი; 153-ე მუხლი; 154-ე მუხლი; 155-ე მუხლი; 156-ე მუხლი; 159-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 160-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 161-ე მუხლის პირველი ნაწილი; 162-ე მუხლი; 163-ე მუხლი; 164-ე მუხლი; 1641 მუხლი; 1642 მუხლი; 1643 მუხლი; 166-ე მუხლი); არასრულწლოვანის ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (171-ე მუხლის მე-3 ნაწილი); ბავშვის შეცვლა (174-ე მუხლი); წინასწარი შეცნობით დანაშულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება (186-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები) პროსტიტუციაში ჩაბმა (253-ე მუხლის პირველი ნაწილი); დანაშული სახელმწიფოს წინააღმდეგ (320-ე მუხლის პირველი ნაწილი; 321-ე მუხლის პირველი ნაწილი); სამოხელეო დანაშაული (332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები; 333-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები; 334-ე მუხლი; 335-ე მუხლის პირველი ნაწილი; 337-ე მუხლი; 339-ე მუხლის პირველი ნაწილი; 340-ე მუხლი; 341-ე მუხლი, 342-ე მუხლი); სამართალწარმოების განხორციელებისათვის ან გამოძიებისათვის ხელის შეშლა (364-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები); დანაშაული მტკიცებულების მოპოვების საპროცესო წესის წინააღმდეგ (3691 მუხლის მე-2 ნაწილი; 370-ე მუხლის პირველი ნაწილი); დანაშაულის დაფარვა (375-ე მუხლი); დანაშაულის შეუტყობინებლობა (376-ე მუხლი); განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა (378-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 381-ე მუხლის მე-2 ნაწილი); მოწოდება აგრესიული ომის გაჩაღებისაკენ (405-ე მუხლი).

 

მუხლი 3. გაუნახევრდეს სასჯელი განზრახი დანაშაულის პირველად ჩამდენ პირს, რომელმაც მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვნების ასაკში.

 

მუხლი 4. ერთი მესამედით შეუმცირდეს სასჯელი მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ ქალს, გარდა იმ დანაშაულისა, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა.

 

 

მუხლი 5. გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩამდენი პირი, გარდა იმ დანაშაულისა, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა.

 

მუხლი 6. გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან განზრახი დანაშაულის პირველად ჩამდენი პირი, რომელსაც ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე ან/და მძიმე დანაშაულის მომზადება ან/და მცდელობა.

 

მუხლი 7.

  1. 1)გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ან/და მეორე ნაწილით, ასევე იმავე კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ან/და მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით და მას პირველად აქვს ჩადენილი განზრახი დანაშაული, გარდა სსკ 273-ე მუხლით გათვალისიწინებული დანაშაულისა.
  2. 2) გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი.

 

მუხლი 8. გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი, რომელმაც პირველად ჩაიდინა განზრახი დანაშაული.

მუხლი 9. გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3391-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი.

მუხლი 10. გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს.

მუხლი 11.

გაუნახევრდეს სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს: 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები, 186-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, მე-200 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 ნაწილები, 202-ე მუხლის მე-4, 203-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 2051 მუხლის მე-2 ნაწილი, 208-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილი,214-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 ნაწილები, 218-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილები, 237-ე მუხლის პირველი ნაწილი, 276-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 239-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 2401მე-2, 3 ნაწილები, 267-ე მუხლის პირველი ნაწილი, 370-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 384-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 389-ე პირველი და მე-2 ნაწილები.

მუხლი 12. ერთი მეოთხედით შეუმცირდეს სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონის 1-11 მუხლების მოქმედება გარდა იმ პირისა, რომელსაც ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 109-ე მუხლით, 137-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 138-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებისა, 323-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან/და ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია უვადო თავისუფლების აღკვეთა, გარდა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისა. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა ვრცელდება დამთავრებული დანაშაულის შემთხვევებზე.

მუხლი 13. პირს, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დაენიშნა (დაენიშნება) დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით, ეს კანონი შეეხება თითოეული სასჯელისათვის ცალ-ცალკე.

მუხლი 14. ამ კანონით გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ როგორც რეალურ სასჯელზე, ისე პირობით მსჯავრზე და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.

მუხლი 15. პირს, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, უნდა აღუდგეს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

მუხლი 16. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ და აღსრულებულ ჯარიმაზე ან/და ქონების ჩამორთმევაზე.

მუხლი 17. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელსაც დანაშაული ჩადენილი აქვს 2012 წლის 02 ოქტომბრამდე.

 

მუხლი18. შექმნილი პოლიტიკურ-სამართლებრივი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი, ხელმძღვანელობს რა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის #1900 (2012) რეზოლუციით განსაზღვრული კრიტერიუმებით და მიიჩნევს რა, რომ საქართველოში დღეისათვის არსებობენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი პირები, ამ კანონით აცხადებს პოლიტიკურ ამნისტიას.

. გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ის ადამიანები, რომელთაც საქართველოს პარლამენტის დადგენილებით მინიჭებული აქვთ პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი პირის სტატუსი.

 

მუხლი 19. კანონის აღსრულების წესი:

1) ამ კანონის 1-18 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას ბრალდებულის მიმართ, გამოძიების სტადიაზე, იღებს უფლებამოსილი პროკურორი.

2) ამ კანონის 1-18 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას ბრალდებულის ან/და მსჯავრდებულის მიმართ, საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე, იღებს შესაბამისი სასამართლო.

3) ამ კანონის 1-18 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის მიმართ, დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე, იღებს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც მსჯავრდებულის პირად საქმეს უგზავნის შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულება. სასამართლო უფლებამოსილია ამნისტიის გამოყენების საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

4) ეს კანონი გამოიყენება იმ პირის თანხმობის შემთხვევაში, რომელზეც ვრცელდება ამინისტია.

 

მუხლი 20.   ეს კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

 

მუხლი 21. ამ კანონის 1-18 მუხლებით გათვალისწინებული ამინისტია აღსრულდეს ამ კანონის ძალაში შესვლიდან ორი თვის განმავლობაში,

 

მუხლი 22. ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული პოლიტიკური ამინისტია აღსრულდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს მიერ კანონის ძალაში შესვლისთანავე დაუყოვნებლივ.

 

 

 

                                                        

 

საქართველოს პრეზიდენტი                                 მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

განმარტებითი ბარათი

amnistiis Sesaxeb~

საქართველოს კანონის პროექტზე

)ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ

.) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

წარმოდგენილი კანონპროქტის მიღება გამოწვეულია მიზანშეწონილობისა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესებისა და სახელმწიფოს მიერ კრიმინოგენული ვითარების კონტროლისა და პრევენციის სათანადო მექანიზმების გათვალისწინებით, ასევე ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე სამართლიანობის აღდგენა და საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად, პატიმართა და პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირება.

.) კანონპროექტისმიზანი:

.) კანონპროექტის ძირითადი არსი:

kanonproeqtis ESesabamisad:

-sisxlissamarTlebrivi pasuxismgeblobisa da sasjelisagan Tavisufldebian pirebi, romlebmac arasrulwlovnobis asakSi Caidines naklebad mZime kategoriis danaSauli. gamonakliss warmoadgens SemTxveva, rodesac am tipis danaSauls Sedegad mohva sicocxlis mospoba, agreTve sisxlissamarTlebrivi pasuxismgeblobisa da sasjelisagan Tavisufldeba ganzraxi danaSaulis pirvelad Camdeni piri, romelmac srulwlovnebis asakSi Caidina naklebad mZime kategoriis danaSaulebani, garda kanonproeqtis me-2 muxliT gaTvaliswinebuli muxlebisa.

-SemoTavazebuli proeqtiT sasjeli unaxevrdeba ganzraxi danaSaulis pirvelad Camden pirebs, romelTac mZime an/da gansakuTrebiT mZime kategoriis danaSauli Caidines arasrulwlovnobis asakSi, xolo mZime an/da gansakuTrebiT mZime danaSaulis Camden qalebs erTi mesamediT unaxevrdebaT sasjeli, garda kanonproeqtiT dadgenili gamonaklisebisa. aseve amnistia Seexeba ssk-iT gaTvalswinebul gaufTxileblobiT Cadenil danaSulebriv qmedebebsac, garda im SemTxvevisa, rodesac qmedebas Sedegad mohyva sicocxlis mospoba.  

kanonproeqtiT Tavisufldebian aseve naklebad mZime an/da mZime danaSaulis pirvelad Camdeni pirebi, romelTac Cadenili aqvT naklebad mZime an/da mZime danaSaulis momzadeba an/da mcdeloba. kanonproeqtiT aseve Tavisufldebian ssk-is 260-e pirveli an/da meore nawiliT, aseve 261-e muxlis mesame an/da meoTxe nawiliT gaTvaliswinebuli danaSaulis Camdeni pirebi, kanonproeqtiT arsebuli pirobebis SemTxvevaSi.

aRsaniSnavia, rom kanonproeqtis Tanaxmad im pirTa kategoriaze, romelzec ar vrceldeba amnistia, gaTvaliswinebulia sasjelis Semcireba erTi meoTxediT. SemoTavazebuli kanonproeqti exeba aseve pirobiT msjavrdebul pirebsac, kerZod, sisxlissamarTlebrivi pasuxismgeblobisa da sasjelisgan gaTavisufleba an/da sasjelis Semcireba erTnairad da proporciulad vrceldeba Tavisuflebis aRkveTis saxiT daniSnul, rogorc realur sasjelze, ise pirobiT msjavrze da gamosacdel vadaze, rogorc ZiriTad, ise damatebiT sasjelze, garda jarimisa da qonebis CamorTmevisa.

)კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:

.) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.

.) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

7კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

.) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

kanonproeqtis miRebis Sedegad Tavisuflebis aRkveTis adgilebs datovebs mniSvnelovani raodenoba patimrebisa, romelTa Senaxvac mZime tvirTad ar daawveba saxelmwifo biujetis xarjviT nawils.

.) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას.

.) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: ასეთი არ არსებობს.

.) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) ასეთი არ არსებობს.

) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან

.) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:

kanonproeqtis miReba gamoiwvevs patimarTa raodenobis mniSvnelovan Semcirebas rac Seesabameba evropul Rirebulebebsa da adamianis uflebaTa dacvis saerTaSoriso standartebs.

.) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

.) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.

) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები

.) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

კანონპროექტის შემუშავებაში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

.) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი რა რსებობს.

) კანონპროექტის ავტორი: kanonproeqtis avtorebi arian saqarTvelos parlamentis wevrebi eka beselia, gedevan fofxaZe da zviad kvaWantiraZe.

) კანონპროექტის ინიციატორი: kanonproeqtis iniciatorebi arian saqarTvelos parlamentis wevrebi eka beselia, gedevan fofxaZe da zviad kvaWantiraZe.