სხდომის ოქმი #6

                                saqarTvelos parlamentis

                                       agrarul sakiTxTa komitetiს სხდომის      

                                                                                                                                    oqmi #6

2012 წლის 4 დეკემბერი

 

/სხდომა ჩატარდა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან ერთად/

 

სხდომის თავმჯდომარე:                გიგლა აგულაშვილი         
                                                               
(კომიტეტის თავმჯდომარე)        

სხდომას ესწრებოდნენ:

 კომიტეტის წევრები: . აგულაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე, გ. სამხარაული (ადგილმონაცვლე - გ. ცაგარეიშვილი) - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გ. ღვინიაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გ. ბუკია, გ. გელაშვილი (ადგილმონაცვლე - ო. ნიშნიანიძე), გ. გოზალიშვილი, ვ. ლემონჯავა, დ. ლორთქიფანიძე, გ. ქავთარაძე, ლ. ქარდავა, რ. შავლოხაშვილი (ადგილმონაცვლე - მ. კაჭახიძე), პ. ცისკარიშვილი, რ. ხალვაში, . ჯანაშია.

სხდომას არასაპატიო მიზეზით არ ესწრებოდა: თ. ყაჭეიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

აპარატის თანამშრომლები: . ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ს. სვანიძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, . ქიტიაშვილი.

მოწვეული სტუმრები: დ. ებრალიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ო. შამუგია - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტი, ე. ტრიპოლსკი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წევრები. 

დღის წესრიგი

 

 1.  „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის განხილვა.

                 (მომხსენებელი: დ. ებრალიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე). 

I. მოისმინეს:

დ. ებრალიძის ინფორმაცია წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ პროექტის მიღების მიზეზია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-40 მუხლის მოთხოვნების შესრულება; საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების დაზუსტება.   წარმოდგენილი პროექტით იცვლება როგორც ბიუჯეტის შემოსულობების, აგრეთვე გადასახდელების ნაწილიც. შემოსულობების ნაწილში ცვლილებები ძირითადად დაკავშირებულია სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების ათვისების ტენდენციის გათვალისწინებით გრძელვადიანი კრედიტების შემცირებასთან. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის კორექტირება ძირითადად დაკავშირებულია სხვადასხვა სამინისტროების ზოგიერთი პროგრამის დეფიციტის დაფინანსებასთან. აღნიშნული დეფიციტები გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ წლის განმავლობაში ამ პროგრამების ასიგნებები შემცირდა და მიიმართა სხვა პროგრამების დასაფინანსებლად. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბიუჯეტით დაგეგმილთან შედარებით მეტი მოცულობით თანხები მიმართა რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების დასაფინანსებლად და არ აქვს რესურსი სახელმწიფო ხაზინიდან აღებული მოკლევადიანი სესხის დასაფარად. გარდა დეფიციტური პროგრამების დაფინანსებისა, ბიუჯეტის გაანალიზების შემდგომ შესაძლებელი გახდა თავისუფალი რესურსის გამონახვა, რომელიც უკვე მიმდინარე წელსვე მიიმართება ახალი მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტის - სოფლის მეურნეობის დამატებით დასაფინანსებლად.

             წარმოდგენილი პროექტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვრება 8 158,0 მლნ ლარით, რაც დამტკიცებულ მოცულობაზე 84,0 მლნ ლარით ნაკლებია, კერძოდ:

           საბიუჯეტო სახსრებში ცვლილებები ძირითადად გამოწვეულია შემდეგი მიმართულებით:

  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო:

-   50,0 მლნ ლარი დამატებით მიიმართება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვაზე;

-   3,6 მლნ ლარი (მათ შორის 2,6 მლნ ლარი შიდა რესურსების გადანაწილების ხარჯზე) მიიმართება სამელიორაციო სისტემების გამწმენდი ტექნიკის შესასყიდად;

-   22,0 მლნ ლარი მიიმართება სამინისტროს არსებული ვალდებულებების დასაფარავად, მათ შორის 16,0 მლნ ლარი წარმოადგენს ყურძნის შესყიდვისა და დამუშავებისთვის სახელმწიფო ხაზინიდან აღებულ სესხს, 3,5 მლნ. ლარი - ტექნიკის შესყიდვისათვის სალიზინგო ხელშეკრულებისა და სადემონსტრაციო ნაკვეთებზე განხორციელებული სამუშაოების ფარგლებში დასაფინანსებელ ვალდებულებებს, ხოლო 2,5 მლნ ლარი მიიმართება მექანიზაციის სერვის-ცენტრების მშენებლობის დასრულებაზე;

-   გარდა ზემოაღნიშნულისა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებებში აისახება 7,4 მლნ ლარი, რომელიც გასულ წლებში იაპონიის სასაქონლო გრანტის მონეტიზაციის შემდეგ დაგროვილი იყო სახელმწიფო ხაზინის დეპოზიტებზე და რომლითაც, იაპონიის მთავრობასთან შეთანხმებით მიმდინარე წელს განხორციელდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვა.

აზრი გამოთქვეს: 

1.  პ. ცისკარიშვილი: მე მაქვს რამდენიმე შეკითხვა: 1. ეკონომიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით მაინტერესებს: 6,5%, 8,2 და 7,4 აქ საკმაოდ მკვეთრი ეკონომიკური ზრდა არის დაფიქსირებული კვარტლების მიხედვით. პირველ კვარტალში, როგორც წესი, შენელებულია ხოლმე ეკონომიკური ზრდა, მეორე კვარტალში მოიმატა. მესამე კვარტალი, მოგეხსენებათ, წინასაარჩევნო პერიოდი იყო, არაპროგნოზირებადი იყო სიტუაცია, შესაბამისად, ოდნავ მოიკლო მაჩვენებელმა. მე-4 კვარტლის მონაცემი რას ეფუძნება? საიდან გამომდინარეობს თქვენი წინასწარი პროგნოზი 6%? ვფიქრობ, ამაზე ნაკლები იქნება, იმიტომ რომ კომპანიების ბრუნვა მკვეთრად შემცირებულია, ინვესტიციები პრაქტიკულად აღარ შემოდის. ასე, რომ 6%, რასაც თქვენ ანგარიშობდით მეოთხე კვარტლისთვის, ჩემი აზრით, ძალიან ოპტიმისტური პროგნოზია. თქვენი მოსაზრებები მაინტერესებს ამ საკითხთან მიმართებაში. მეორე - კოპიტნართან დაკავშირებით 15 მილიონი ლარი, რას ჭირდება? სამუშაოებია ჩასატარებელი დასრულებისთვის? როგორც ვიცი, რეისები სრულდება, ანუ პრაქტიკულად დასრულებულია. 15 მილიონი რას უნდა მოხმარდეს? სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელთან მაქვს კითხვა: 12 სერვის-ცენტრის შექმნა გულისხმობს ახალ სერვის-ცენტრებს, თუ არსებულის დასრულებას? მეცხოველეობა-მეფრინველეობის ფერმების შექმნა, აქ აშენებაზეა საუბარი, თუ უკვე არსებულის გარემონტებზე? სახელმწიფო ფერმებია? იქნებ აგვიხსნათ, რამდენად კონკურენციაში შევა კერძო ფერმებთან. აგროსესხებზე დაგვიკონკრეტეთ, რა აგროსესხი უნდა გაიცეს? გლეხმა ვის უნდა მიმართოს, რა პროცენტის სესხია? სად იქნება ეს ცენტრები, ბანკებთან ინტეგრირებული? მაინტერესებს, უფრო დეტალური ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით.

 

ვ.  ლემონჯავა: წარმოდგენილი პროექტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვრება 8 158,0 მლნ ლარით, რაც დამტკიცებულ მოცულობაზე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდიდან ფიგურირებდა (8 მილიარდ 216 მილიონი), 84,0 მლნ ლარით ნაკლებია. რა არის შემცირების ძირითადი მიზეზი?

2.  გ. თევდორაძე. 2 მილიონი ლარია გამოყოფილი თბილისში პარლამენტის სარემონტო სამუშაოებისთვის. შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილება არ განხორციელებულა. იმ შენობას არ დარქმევია პარლამენტის შენობა. არის ადგილი, სადაც პარლამენტის სხდომები ტარდება და რომელსაც დამატებითი სახსრები ჭირდება სამშენებლო სამუშაოების დასასრულებლად. ხომ არ იქნება უპრიანი, სანამ ეს თანხები არ არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან, 2 მილიონი გამოიყოს ამ შენობის სარემონტო სამუშაოებისთვის?

3.  გ. აგულაშვილი: აქ ერთი იურიდიული ნონსენსია. ქუთაისის შენობა არ არის პარლამენტის ბალანსზე, თბილისის შენობა არის პარლამენტის ბალანსზე. ამ შენობის მშენებლობის დასასრულებლად ბიუჯეტმა, როგორ უნდა გამოყოს თანხა რთული, გაუგებარი, აუხსნელი პროცედურაა. ჩვენ ვთხოვეთ ერთად აუდიტის სამსახურს, რომ ჩაერთოს საკითხის შესწავლაში.

4.  დ. ებრალიძე: ეკონომიკური პარამეტრების ზრდასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, ეს არის გასაშუალოება. წლის დარჩენილ პერიოდზე ეკონომიკური ზრდის საკითხი, სუბიექტური საკითხია. რადგან ჩვენ წარმოვადგინეთ დღევანდელი ბიუჯეტი, ამ ციფრებს ვეყრდნობით და ვამბობთ, რომ საშუალოდ ზრდა 7%-ზე გავა წელს. კოპიტნარის აეროპორტი სინამდვილეში არ არის დასრულებული. როგორც აღმოჩნდა, მას ჭირდება ამ მოცულობის თანხები იმისათვის, რომ აეროპორტი დასრულდეს და ნორმალურად იფუნქციონიროს. რაც შეეხება, შემოსულობების კლებას, ეს არის კრედიტების კლება და ამან გამოიწვია 84 მილიონით შემცირება.

5.  ო. შამუგია: პირველი კითხვა იყო აგროსესხებთან დაკავშირებით. თანხები გამოყოფილია საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დონორი ორგანიზაციების, კერძოდ, IFAD-ის მიერ. სალიზინგო თანხები გაიცემა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე. ჩვეულებრივ ფერმერს შეუძლია მიმართოს მათ, გამოიყვანოს შეღავათიანი ფასით, ლიზინგის ფორმით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და ეს თანხები განვადებით დაფაროს. მაღალ პროცენტზე არ არის საუბარი. ეს ციფრი მთლიანობაში დაახლოებით 16%-17%-ია, ზუსტი მონაცემები არ მაქვს. რაც ეეხება მეცხოველეობას, ამ მიმართულებით, დღეს წარმოდგენილი ბიუჯეტით, ახალი ფერმების შექმნა არ იგეგმება. აქ საუბარია პროგრამაზე, რომელიც მიმართულია სასოფლო-სამეურნეო წარმოების ინტენსიფიკაციის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებებზე, მათ შორისაა სადემონსტრაციო ნაკვეთების შექმნა და მეცხოველეობის ფერმების განვითარების ხელშეწყობა.

 გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს კანონის პროექტს - „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე განსახილველად.

         

             სხდომის თავმჯდომარე:                                              . აგულაშვილი

 

           სხდომის მდივანი:                                                        . ქიტიაშვილი

 

 
modules