საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და რეგიონული პოლიტიკისა თვითმმართველობის კომიტეტის ერთობლივი სხდომა
პარასკევი, 07 დეკემბერი 2012 15:45

saproceduroსაქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს დაფინანსება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან აღარ მოხდება. ამის შესახებ დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და რეგიონული პოლიტიკისა თვითმმართველობის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე იმსჯელეს.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატი ზვიად ძიძიგურია. მისი თქმით,  ცვლილება  შედის არა მარტო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, არამედ „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში.  
უმრავლესობის წევრების მსგავსად, უმცირესობაც მხარს უჭერს პარლამენტის მაჟორიტარი წევრისა და მისი ბიუროს საქმიანობის დაფინანსების ვალდებულებისგან თვითმმართველი ერთეულების გათავისუფლებას, თუმცა დეპუტატის, ხათუნა გოგორიშვილის შენიშვნით,  პროექტში მითითებული უნდა იყოს, თუ საიდან მოხდება ბიუროს დაფინანსება.
„უმჯობესია, მე-19 მუხლის მეორე პუნქტში დაკონკრეტდეს, რომ აღნიშნული თანხები მაჟორიტარის ბიუროს ოფისის დასაქირავებლად, კომუნიკაციების გასამართად, საკანცელარიო ნივთების შესაძენად, აპარატის სახელფასო ფონდის დასაფინანსებლად, გაიცემა საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან,“-განაცხადა გოგორიშვილმა.

ბოლოს განახლდა პარასკევი, 07 დეკემბერი 2012 16:08
 
modules