| სხდომის ოქმი N7 |
|
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი #7 2012 წლის 6 დეკემბერი სხდომის თავმჯდომარე: გიგლა აგულაშვილი /სხდომა ჩატარდა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან ერთად/ სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გ. აგულაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე, გ. სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თ. ყაჭეიშვილი, გ. ღვინიაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, გ. ბუკია, გ. გელაშვილი, გ. გოზალიშვილი, დ. ლორთქიფანიძე (ადგილმონაცვლე - გ. გაჩეჩილაძე), გ. ქავთარაძე, ლ. ქარდავა, რ. შავლოხაშვილი (ადგილმონაცვლე - პ. კვიჟინაძე), რ. ხალვაში. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: ვ. ლემონჯავა, პ. ცისკარიშვილი, ნ. ჯანაშია. აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი. მოწვეული სტუმრები: ნ. მიქელაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, დ. ებრალიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, დ. ონოფრიშვილი - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ვ. დოლიძე - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ზ. ტყემალაძე - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრები.
დღის წესრიგი 1.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (10514; 29.11.2012) კანონის პროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/5; 29.11.12); (მომხსენებელი: ნ. მიქელაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე). I. მოისმინეს: ნ. მიქელაძის ინფორმაცია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ტექნიკური რეგალემენტები, თავისი შინაარსის და სპეციფიკის გათვალისწინებით, წარმოადგენს საკმაოდ რთულ და ამავე დროს, ძალზე მნიშვნელოვან დოკუმენტს. ნებისმიერმა სახის უზუსტობამ, რაც შეიძლება დაშვებულ იქნეს ტექნიკურ რეგლამენტში, დროის სიმცირის და მისი ნაჩაქრევად მიღების გამო, შესაძლოა არასახარბიელო შედეგები გამოიწვიოს. შესაბამის სპეციალისტებთან და ექსპერტებთან მუშაობის და კონსულტაციის შედეგად აღმოჩნდა, რომ კოდექსის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული ვადები, რაც დადგენილია შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების მიღებისთვის, არ წარმოადგენს საკმარის დროს სრულყოფილი დოკუმეტების მისაღებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა კანონში მითითებული ვადების გაზრდა. კანონპროექტის მიღების მიზანია დაზუსტდეს და კონკრეტულად განისაზღვროს ტექნიკური რეგლამენტების მიღების ვადები. აზრი გამოთქვეს: გადაწყვიტეს: კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს -„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე განსახილველად.
სხდომის თავმჯდომარე: გ. აგულაშვილი
სხდომის მდივანი: ი. ქიტიაშვილი
|






