| სხდომის ოქმი N5 |
|
საქართველოს პარალმენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის 20.11.2012
სხდომას ესწრებოდნენ: 1. ვიქტორ დოლიძე 2. ლევან ბერძენიშვილი (ადგილმონაცვლე ფრიდონ საყვარელიძე) 3. პაატა ბარათაშვილი (ადგილმონაცვლე ირინე იმერლიშვილი) 4. მარიკა ვერულაშვილი (ადგილმონაცვლე ტარიელ ლონდარიძე) 5. ანი მიროტაძე 6. გიორგი ვოლსკი 7. დავით საგანელიძე (ადგილმონაცვლე ზვიად კვაჭანტირაძე) 8. იაშა შერვაშიძე 9. შალვა კიკნაველიძე 10. თინათინ ბოკუჩავა 11. გიორგი კანდელაკი 12. დავით დარჩიაშვილი სხდომის თავმჯდომარე- ვიქტორ დილიძე სხდომის მდივანი- ნინო ხუციშვილი სხდომის დღის წესრიგი:
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. პასუხისმგებელი სპეციალისტი აპარატიდან: თამთა ჭუმბურიძე.
2.1.,,საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“. პასუხისმგებელი სპეციალისტი აპარატიდან: ეკატერინე ქარდავა 2.2.,,მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“. “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ “; ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შეასხებ“. პასუხისმგებელი სპეციალისტი აპარატიდან: თამთა ჭუმბურიძე სხდომის მსვლელობა: სხდომის მსვლელობა: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ კომიტეტის წევრებს გააცნო დღის წესრიგი და სთხოვა ირაკლი სესიაშვილს „საქართველოს პარლამენტის სამხედრო რწმუნებულის შესახებ“ კანონპორექტი წარმოედგინა.
ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, რომ კანონპროქტის მიზანია სამხედრო ძალებზე სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლის გაძლიერება და ამ კონტროლის მექანიზმების ამუშავება, ჯარში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესება და ასევე დემოკრატიული პრინციპების უზრუნველყოფა. საპარლამენტო სამხედრო რწმუნებულის სახით, ქვეყანაში ამოქმედდება ისეთი ინსტიტუტი რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ცივილიზებულ ქვეყნებში. საპარლამენტო სამხედრო რწმუნებულის ფუნქციები პირველ რიგში განისაზღვრება იმით რომ ის კონტროლს გაუწევს სამხედრო ძალებსა და მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას კანონის უზენაესობის დაცვაზე, მეორე უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ექნება მედიატორის ფუნქცია უფროსსა და უმცროსს შორის, სამხედრო და სამოქალაქო მმართველობას შორის და საერთო ჯამში საზოგადოებას შორის და მესამე ფუნქცია არის მისი როგორც საპარლამენტო კონტროლის დამატებით მექანიზმად მოსაზრება რომლის ფარგლებში კომიტეტს ექნება საშუალება გარკვეული საკითხის გამოძიება დაავალოს შესაბამისს სტრუქტურებს საკითხის შესწავლის მიზნით. ირაკლი სესიშვილმა ასევე აღნიშნა რომ ამ ინსტიტუტის შექმნა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით. თავდაცვის სფეროში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებით გამყარდება ის არგუმენტი რომ ჩვენ პატივს ვსცემთ ნატოს პრინციპებსა და ღირებულებებს. ამ მექნიზმის შექმნით საკმაოდ ბევრი პრობლემა მოგვარდება შეიარაღებულ ძალებში, მოხდება დღეს არსებული არასაწესდებო ურთიერთობების ტრანსფორმირება. აზრი გამოთქვეს: დავით დარჩიაშვილმა გამოთქვა მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რომ საკანონმდებლო ინიციატივა საჭიროებს დიდ შესწავლასა და კვლევებს, გასათვალისწინებელია ნატოელი და ბევრი უცხოელი სამხედრო ექსპერტის მოსაზრებები და რეკომენდაციები. მან ივარაუდა რომ ისეთი ტრადიციების მქონე ქვეყანაში როგორიც საქართველოა, ჯარში დამატებითი საკონტროლო მექანიზმის შეტანა ხომ არ გამოიწვევს დისონანსს უფროსა და უმცორსს შორის ურთიერთობებში და არ მოხდება სამხედრო იერარქიის დარღვევა. ასევე ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული სამოქალაქო კონტროლოს ინსტიტუტი გადაიქცეს პოლიტიკური კონტროლის მექნიზმად. ირინა იმერლიშვილი დაინტერესდა თუ რამდენად არის წარმოდგენილი დასკვენები, არსებულ საკითხთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორიდან, აღმასრულებელი ხელისუფლებიდან და ფინანსთა სამინისტროდან. ირაკლი სესიაშვილიმა დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ უკვე შეიქმნა უშიშროების კომიტეტის ფარგლებში სამოქალაქო საბჭო, რომლისგანაც ღებულობენ პერიოდულად შენიშვნებსა და დასკვნებს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებიდანაც. კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს და განიხილეს თუ რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს საპარლამენტო სამხედრო რწმუნებულის კანდიდატურა და შეთანხმდნენ, რომ მას უნდა წარმოადგენდეს სრულიად აპოლიტიკური პიროვნება, რომელსაც ექნება გამოცდილება როგორც სამხედრო ასევე სამართლებლივ სფეროში, რომლის შერჩევაც მოხდება კონკურსის საფუძველზე და გამოთქვეს იმედი რომ კონსტრუქციული მიდგომა იქნება ამ საკთხთან დაკავშირებით როგორც უმრავლესობის ისე უმცირესობის მხრიდან. კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს სთხოვა, რომ კენჭი ეყარათ წარმოდგენილ ინიციატივისათვის რომლის განხილვაც შემდგომში გაგრძელდება წამყვან კომიტეტებში. კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს სთხოვა, რომ კენჭი ეყარათ წარმოდგენილი კანონპროექტისთვის. ,,საქართველოს პარლამენტის სამხედრო რწმუნებულის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. მომხრე - 7 წინააღმდეგი - 0 თავი შეიკავა - 5 ეკატერინე ქარდავამ სხდომის წევრებს გააცნო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა ,,საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“. ინიციატივის მიზანია საქართველოში არსებული ეკონომიკური და სოციალური გარემოს გათვალისწინებით, შრომის კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან, სოციალური პარტნიორობის პრინციპის დაცვა და განხორციელება, შრომითი ხელშეკრულების სუბიექტებს შორის დიალოგისა და ურთიერთობების განვითარება, კერძო სექტორში დასაქმებულთა დაცულობის ხარისხის გაზრდა, საქართველოს შრომის კოდექსში ტერმინის “სოციალური პარტნიორობა“ და მისი პრინციპების განსაზღვრა, ასევე სოციალურ პარტნიორებს შორის დიალოგის ფორმატისა და უკვე არსებული პრაქტიკის გამყარება საქართველოს შრომით კოდექსში. დავით დარჩიაშვილი დაინტერესდა კანონპროექტზე მუშაობისას ხდებოდა თუ არა მოლაპარაკებები აღმასრულებელ სტრუქტურებთან და იზიარებს თუ არა ცვლილებების შეტანას კანონპროექტში შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO). ეკატერინე ქარდავამ აღნიშნა, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ILO) მუდმივად მიმდინარეობდა რეკომენდაციები, 2008 წელს სოციალურმა პარტნიორებმა - საქართველოს მთავრობის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლებმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას სოციალური პარტნიორობის სამხრივი კომისიის შექმნის შესახებ და პრინციპილ დონეზე ეთანხმებიან ამ კანონპროექტში ცვლილებების შეტანის პროცესს. ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა რომ სოციალური პარტნიორობა და საკანონმდებლო ჰარმონიზაციის პროცესი მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირთან პარტნიორობის თვალსაზრისით და მხარი დაუჭირა კანონპროექტის კენჭისყრაზე გატანას. თამთა ჭუმბურიძემ სხდომის წევრებს გააცნო კანონპროექტები: ,,მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“. “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“; ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“. აღნიშნული კანონპროექტით „მაუწყებლის შესახებ“ საზოგადოებრივ მაუწყებელს გაუჩნდება ვალდებულება, რომ უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია და აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ. ,,რეკლამის შესახებ“ ’კანონპროექტის ცვლილების მიზანს წარმოადგენს საქართველოს კანონში არსებული რედაქციული ხარვეზის აღმოფხვრა. ასევე კანონპროექტის “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე “ მიზანია განსაზღვროს სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული ნორმები, რაც ემსახურება არასრულწლოვანთა ფიზიკურ, ფსიქიკურ და მორალურ განვითარებას მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით. ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპოექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს ევროპასთან ინტეგრაციის აპარატის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივას და მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება: კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს სთხოვა, რომ კენჭი ეყარათ წარმოდგენილი ინიციატივებისთვის. „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: მომხრე - 12 წინააღმდეგი - 0 თავი შეიკავა - 0
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“; მომხრე - 12 წინააღმდეგი - 0 თავი შეიკავა - 0
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. მომხრე - 8 წინააღმდეგი - 0 თავი შეიკავა - 4
ვიქტორ დოლიძე კომიტეტის თავმჯდომარე |






