სხდომის ოქმი N11

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ერთობლივი სხდომის

 

ქმი N11

                                                                   6 დეკემბერი 2012.

15:00 საათი

/ საკომიტეტო მოსმენების დარბაზი N/

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი

 სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: ფრიდონ საყვარელიძე, ხათუნა გოგორიშვილი, ნინო გოგუაძე, შოთა მალაშხია, ზურაბ ტყემალაძე, გოგი ლიპარტელიანი და შალვა კიკნაველიძის ადგილმონაცვლე თამაზ მეჭიაური, ბიძინა გუჯაბიძის პაატა კვიჟინაძე, აკაკი ბობოხიძის ადგილმონაცვლე დავით ჭავჭანიძე.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრები

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.

ერთობლივი სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 9 წევრისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 7 წევრის დასწრებით.

 

ერთობლივი სხდომის დღის წესრიგი (პროექტი):

 

საქართველოს პარლამენტის წევრების დავით ონოფრიშვილის და ნოდარ ებანოიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტების: „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ“, საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ პროექტების განხილვა. (07-3/16, 22.11.12)

                                                  /მომხსენებელი: დავით ონოფრიშვილი/

ერთობლივი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან  დაკავშირებით 

 

მოისმინეს:

დავით ონოფრიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მიზანშეწონილი იქნება სამუშაო ჯგუფმა „საქმიანობის“ ცნების დაკონკრეტების მიზნით განაგრძოს მუშაობა და საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა მოხდეს მომდევნო საპარლამენტო სესიაზე.

ნოდარ ებანოიძე დაეთანხმა დავით ონოფრიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას სამუშაო ჯგუფის მიერ მუშაობის გაგრძელების თაობაზე, მითუმეტეს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ იგივე საკითხის შეჯერება მოხდება კომისიის სხდომაზე

გრიგოლ ვაშაძემ დაეთანხმა გამოთქმულ მოსაზრებას და დამატებით არგუმენტად დაასახელა იურიდიული დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის სამართლებრივი ექსპერტიზის გავლის აუცილებლობა  

სხდომის თავმჯდომარე, კომიტეტების წევრები და უმცირესობის წარმომადგენლები დაეთანხმნენ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას და საკითხის განხილვა გადაიდო შემდეგი სხდომისათვის.

 

 

საპროცედურო საკითხთა და წესების

კომიტეტის თავმჯდომარე                                          

 

 

ირინე იმერლიშვილი

 

 

საფინანსო-საბიუჯეტო

კომიტეტის თავმჯდომარე               დავით ონოფრიშვილი

 

 

 

საპროცედურო საკითხთა და წესების

კომიტეტის აპარატის                                    

უფროსის მოვალეობის

     შემსრულებელი

დავით ჯინჯოლავა

 

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის

აპარატის უფროსი                                       დიმიტრი ნიკოლაძე

 

 

 

 

 
modules