სხდომის ოქმი # 4

 

 

 

 

 

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის

 

ოქმი ¹4 

22 ნოემბერი 2012წ.

 

სხდომის თავმჯდომარე:

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა

კომიტეტის თავმჯდომარე                               დიმიტრი ხუნდაძე

 

ესწრებოდნენ:                                                  

ჯანმრთელობის დაცვისა და                        

სოციალურ საკითხთა                                    

კომიტეტის წევრები                                      

                                                                            კ. დავითაშვილი

                                                                            გ. მაღრაძე

                                                                            მ. წიკლაური

                                                                           გ. ხეჩინაშვილი

                                                                            მ. წერეთელი

                                                                            მ. მაჭავარიანი

                                                                             გ. წერეთელი

                                                                             ზ. აბაშიძე

                                                                            ზ. ჯაფარიძე

                                                                            ნ. ყიფშიძე

                                                                            ფ. ხალვაში

                                                                            კ. ოქრიაშვილი 

 

სხდომის დღის წესრიგი:

 2012წლის 22 ნოემბერი 14სთ.

 

  1. 1.საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა. 

 

მომხსენებელი: დიმიტრი ხუნდაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

  2. მედპერსონალის სამსახურებიდან მასიური   გათავისუფლების შესახებ საკითხის განხილვა.

 

სხდომა ჩატარდება პარლამენტის N4 დარბაზში 

მოწვეულ პირთა სია:

 ნოღაიდელი ქეთევან

ცივაძე ნადეჟდა    

ბოხუა მედეა                             შპს. „უნიმედი აჭარა ქობულეთის სამედიცინო ცენტრი“

 ედიბერიძე   რუსუდანი                                                  

ესაიაშვილი დარეჯანი

გულბანი ნანა                                                                       ქუთაისის სასწრაფოს ექიმები

 ცომაია ლიანა

ტუღუში არსენა

ფარცხავა იზო                                       ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო

 ზურაბ კაპანაძე

დიმიტრი ბეზარაშვილი                                                                     ასოციაცია „ქსენონი“

  ზივზივაძე ნიკოლოზი                                       ქუთაისის „ქართული ოცნების“ ოფისი

  ჭელიძე ზინა

სახელაშვილი იზოლდა

გაბრიჩიძე ნინო                                                                                               03-ის ექთნები

  ბედია რეზო                                                                         თბილისის მე-6 პოლიკლინიკა

 

სხდომა გახსნა სხდომის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ და კომიტეტის წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს წარმოუდგინა სხდომის დღის წესრიგი. შემდგომ მან კომიტეტს განსახილველად წარმოუდგინა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/14,22.11.12).

აღნიშნული პროექტი განსაზღვრავს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და შრომითი ხელშეკრულების მოშლის პროცედურას, აზუსტებს ხელშეკრულების მოშლის საფუძვლებს. დასაქმებულს მიეცემა შესაძლებლობა წინასწარ იყოს მისთვის ცნობილი შრომითი ხელშეკრულების მოსალოდნელი მოშლის შესახებ. ახალი საკანონმდებლო ინიციატივით შრომისუუნარობის დროს განისაზღვრება გონივრული ვადა. კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას მხარეთა მიერ მიეცემა წახალისება და ეფექტური გახდება შრომითი დავის კოლექტივში განხილვის შესაძლებლობა. კანონპროექტის დაჩქარებული წესით ინიცირების მიზეზი ბოლო დროს სამსახურებიდან გათავისუფლების გახშირებული შემთხვევებია, რამაც მასიური სახე მიიღო. წარმოდგენილი ცვლილებების მიზანია, სასწრაფო წესით გაადვილდეს დაქირავებულსა და დამქირავებელს შორის ურთიერთობა და მაქსიმალურად დაცული იყოს ორივე მხარის ინტერესები.

კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომის მონაწილეებს დეტალურად გააცნო კანონში შესატანი ცვლილებები.

აზრი გამოთქვეს: კობა დავითაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძემ, მირიან წიკლაურმა, გიორგი წერეთელმა.

კობა დავითაშვილის განმარტებით, კანონში ცვლილების შეტანის ერთერთი მთავარი ამოცანაა, რომ დამქირავებელს აღარ ქონდეს დაქირავებულის უპირობოდ გატავისუფლების უფლება. მისი თქმით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია, შეჩერდეს მასობრივი გათავისუფლებები.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ზურაფ ჯაფარიძის განცხადებით, კანონპროექტი უკვე დასაქმებულების დაცულობის ხარისხს გაზრდის, თუმცა მისი აზრით, კანონში ცვლილებების შეტანამ შეიძლება ხელი შეუშალოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

გიორგი წერეთლის განმარტებით, როდესაც ამჟამად მოქმედი კანონი მიიღეს, ქვეყანას ჰქონდა სრულიად კონკრეტული ამოცანა - დაჩქარებულიყო ეკონომიკური პროცესები, საინვესტიციო პოლიტიკა და ა.შ. მისივე თქმით, ასევე გაცხადებული იყო, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდასთან ერთად ეს კანონმდებლობაც გადაიხედებოდა.

კომიტეტმა კენჭი უყარა აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას. სხდომას ესწრებოდა 12 წევრი. მომხრე - 10; წინააღმდეგი - 0; თავი შეიკავა - 2.

კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება „საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირების შესახებ.

სხდომაზე კომიტეტმა იმსჯელა მედპერსონალის სამსახურებიდან მასიური გათავისუფლების საკითხზეც.

კომიტეტის წევრებმა მოუსმინეს სხვადასხვა კლინიკებიდან მოწვეული მედიცინის სფეროს მუშაკებს, რომლებმაც ისაუბრეს სადაზღვევო კომპანიების მხრიდან მათი უფლებების დარღვევის ფაქტებზე. მათი თქმით, ხდება თანამშრომლების უმიზეზოდ გათავისუფლება, ხელფასების შემცირება, არ ხდება სანიტარული ნორმების დაცვა, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა სამედიცინო მომსახურების ფასები, რაც კლინიკებში პაციენტების რიცხვის შემცირების მიზეზი გახდა და სხვა.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით და საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახლო მომავალში კომიტეტის სხდომაზე მოწვეულ იქნას სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები და მათთან ერთად მოხდეს კომიტეტში შემოსული განცხადებების განხილვა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი საპარლამენტო უმცირესობამაც დაუჭირა.

კომიტეტმა განიხილა რა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, აზრთა გაზიარების, გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით მიიღო 

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 მიზანშეწონილად ჩაითვალოს არსებული წესით, კომიტეტის სახელით წარმოდგენილ კანონპროექტზე საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება.

  1. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს კანონპროექტის ბიუროს დღის წესრიგში შეტანა.
  2. მედპერსონალის სამსახურებიდან მასიური გათავისუფლების საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახლო მომავალში კომიტეტის სხდომაზე მოწვეულ იქნას სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები და მათთან ერთად დაისახოს აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზები.

 

 

დიმიტრი ხუნდაძე

 კომიტეტის თავმჯდომარე

 

 სხდომის მდივანი: ქ. მჭედლიშვილი

 
modules