სხდომის ოქმი N12

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ერთობლივი სხდომის

ქმი N12

                                                                   7 დეკემბერი 2012.

15:00 საათი

/ საკომიტეტო მოსმენების დარბაზი N4/

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი

 სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: ფრიდონ საყვარელიძე, აკაკი ბობოხიძე, ხათუნა გოგორიშვილი, ნინო გოგუაძე, ბიძინა გუჯაბიძე, შალვა კიკნაველიძე, გურამ მისაბიშვილი, ზურაბ ტყემალაძე, გოგი ლიპარტელიანი.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრები

რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები

სხდომაზე მოწვეულები: ზვიად ძიძიგური - საქართველოს პარლამენტის წევრი

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტისა და რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.

ერთობლივი სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 10 წევრის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრების დასწრებით.

 

ერთობლივი სხდომის დღის წესრიგი (პროექტი):

 

საქართველოს პარლამენტის წევრის ზვიად ძიძიგურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტი და მისგან გამომდინარე „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ დადგენილების პროექტის განხილვა პირველი მოსმენით

/მომხსენებელი: ზვიად ძიძიგური/

ერთობლივი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან  დაკავშირებით 

 მოისმინეს:

ზვიად ძიძიგურის მოხსენება, რომლის თანახმადაც წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიღების მიზეზია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ “ საქართველოს კანონის ნორმებთან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისობაში მოყვანა, კონკრეტულად, ცვლილებების შეტანა რეგლამენტის მე-19 მუხლში. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ თვითმმართველი ერთეული თავისუფლდება ვალდებულებისაგან დააფინანსოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრისა და მისი ბიუროს საქმიანობა. შესაბამისად, ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის N2714-1ს დადგენილებაში: „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ , კერძოდ ამოღებული იქნება მე-2 და მე-3 პუნქტები, ხოლო მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი სახით: „..საქართველოს პარლამენტის მიერ ყოველთვიურად გამოყოფილი თანხის განკარგვის თაობაზე წერილობით დეტალურ ანგარიშს (ინფორმაციას) მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრი ყოველი წლის ბოლოს წარუდგენს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს“  

 აზრი გამოთქვეს:

ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ იგი ეთანხმება საკანონდებლო ინიციატივით წარმოდგენილ ცვლილებას, რომლის თანახმადაც თვითმმართველი ერთეული თავისუფლდება ვალდებულებისაგან რომ დააფინანსოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრისა და მისი ბიუროს საქმიანობა. თუმცა კანონპროექტში არ ჩანს რომ ეს დაფინანსება განხორციელდება საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან. ამ გარემოების გათვალისწინებით მიზანშეწონილი იქნებოდა რომ მე-19 მუხლი იყოს 2 პუნქტად წარმოდგენილი, სადაც აღინიშნება, რომ დაფინანსება ხდება საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან.

        სასურველია აგრეთვე დეტალურად გაიწეროს თუ რისთვისაა განკუთვნილი პარლამენტის ბიუჯეტიდან მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრებისათვის გამოყოფილი თანხები (ოფისის დაქირავება, კომუნალური, სატრანსპორტო, სახელფასო ხარჯები)

         წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში მითითებულია, რომ მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრი ყოველი წლის ბოლოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს წარუდგენს წერილობით დეტალურ ანგარიშს (ინფორმაციას) - საქართველოს პარლამენტის მიერ ყოველთვიურად გამოყოფილი თანხის განკარგვის თაობაზე. იგივე მოთხოვნა არ არის დაფიქსირებული პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელ ცვლილებებში, რაც აუცილებელია გასწორდეს.

აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, რომ ვინაიდან დაფინანსება მოხდება არა თვითმმართველი ორგანოს, არამედ პარლამენტის ბიუჯეტიდან, დეტალური გაწერა ხარჯების უნდა იყოს შიდა საპარლამენტო ბიუჯეტის განკარგვის თემა. რაც შეეხება, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტისათვის ყოველწლიური ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულებას, იგი საჭიროდ არ მიიჩნევს, რადგან ცვლილებების განხორციელების შემდეგ თვითონ პარლამენტის აპარატის შესაბამისი სამსახური გააკონტროლებს პარლამენტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების განკარგვის საკითხს. აქამდე ეს რეგულაცია, მისი აზრით არსებობდა რეგლამენტში იმის გამო, რომ დაფინანსება ხდებოდა თვითმართველი ერთეულებიდან, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც რომ მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს თანამშრომლებს ნიშნავს პარლამენტის აპარატის უფროსი.

ირინე იმერლიშვილმა აკაკი ბობოხიძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს თანამშრომლები, მიუხედავად იმისა, რომ მათ თანამდებობებზე ნიშნავს პარლამენტის აპარატის უფროსი არ ითვლებიან საჯარო მოხელეებად.

ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, რომ მის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი გამოიწვევს ბიუჯეტში ცვლილებებს, ვინაიდან იზრდება იმ თანხების მოცულობა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის აპარატი გამოყოფს ყოველთვიურად მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროებისათვის. თუმცა მას პრინციპულ საკითხად არ მიაჩნია გამოყოფილი თანხების გახარჯვის დეტალური ჩამონათვალის გაკეთება.

დავით ონოფრიშვილმა აღნიშნა, რომ მიზანშეწონილი იქნება განხორციელდეს პარლამენტის აპარატის მიერ ერთობლივი შესყიდვები მაჟორიტარი პარლამენტის წევრების ბიუროებისათვის სხვადასხვა საჭიროებებისათვის. ამასთანავე დაეთანხმა სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილი ცვლილება იწვევს პარლამენტის ბიუჯეტში ხარჯების ზრდას, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ ხარჯვით ნაწილს ემატება თბილისში პარლამენტის შენობისათვის გათვალისწინებული ხარჯებიც.

გიორგი ვაშაძემ გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სამუშაო პროცესი ორგანიზებული უნდა იყოს არა მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრებისათვის, არამედ პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრებისათვისაც. ამ მიმართულებით სასურველი იქნება აგრეთვე ცვლილებების გააზრება.

დავით ბერძენიშვილმა დაეთანხმა ხათუნა გოგორიშვილის მიერ გამოთქმულ შენიშვნას იმის თაობაზე, რომ პარლამენტის რეგლამენტში უნდა დარჩეს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც: მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრი ყოველი წლის ბოლოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს წარუდგენს წერილობით დეტალურ ანგარიშს (ინფორმაციას) - საქართველოს პარლამენტის მიერ ყოველთვიურად გამოყოფილი თანხის განკარგვის თაობაზე.

   საკითხის ინიციატორიც დაეთანხმა მოსაზრებას რეგლამენტში  

გია ჟორჟოლიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ ტიპის საკანონმდებლო ინიციატივების მომზადების დროს უნდა გათვალისწინებული იყოს, თუ როგორი საარჩევნო სისტემა იქნება შემდგომში? იქნება თუ არა თვითმმართველობების რეალური ავტონომიურობა?

აზრი გამოთქვეს აგრეთვე: ერაკლე ტრიპოლსკიმ, გურამ მისაბიშვილმა.

     ირინე იმერლიშვილმა შეახსენა კომიტეტის წევრებს, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიმართა აღნისნული საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნით. შემდგომა, შეაჯამა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები. საკითხის ინიციატორთან და კომიტეტების წევრებთან თანხმობით კენჭი უყარეს ცალ-ცალკე კომიტეტის გადაწყვეტილებას.

 გადაწყვიტეს(ერთხმად):

-         სხდომაზე გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა პარლამენტის რეგლამენტის მე-19 მუხლისათვის მეორე პუნქტის დამატებას                 (პარლამენტის მაჟორიტარი დებუტატის ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ ანგარიში, წელიწადში ერთხელ, უნდა წარედგინოს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს) საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინოს დასკვნა: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ და მისგან გამომდინარესაქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის #2714-I დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე პროექტების შესახებ;

-         კომიტეტის გადაწყვეტილებით პროექტებზე თანამომხსენებლად დაინიშნოს კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი.

/დასკვნა თან ერთვის/

 დამატებით:

 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა საკითხი, რომელიც შეეხებოდა საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ხაჩიძის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ჩრეკას

 მოისმინეს: ირინე იმერლიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წლის 1 დეკემბერს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული იქნა საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკა საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ხაჩიძის მამის - მევლუდ ხაჩიძის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, მდებარე მისამართზე, საქართველო, ხაშურის რაიონი, დაბა სურამი, სოფ. ურთხვა. მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ხაჩიძის მიერ წარმოდეგენილ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მითითებულია მის საკუთრებაში არსებული მხოლოდ ერთი უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე, საქართველო, ქ. თბილისი, ნავთლუღის ქ. N 39/41, ბ. 4.

საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის, აგრეთვე „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველო კანონის მე-18 მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 20-ე მუხლის თანახმად პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით, თუმცა აღნიშნული დათქმა არ ვრცელდება საქართველოს პარლამენტის წევრის ოჯახის წევრზე და მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე. როგორც ირკვევა არ მომხდარა საქართველოს პარლამენტის წევრის საკუთრებაში არსებული ქონების ჩხრეკა და აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა საქართველოს პარლამენტის წევრის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში. შესაბამისად, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას არ სჭირდებოდა საქართველოს პარლამენტის თანხმობა და იგი ჩატარდა საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველო კანონისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა სრული დაცვით.

აზრი გამოთქვეს: ხათუნა გოგორიშვილმა და გიორგი ვაშაძემ.

-         კომიტეტმა ცნობად მიიღო კომიტეტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია რომელიც შეეხებოდა საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ხაჩიძის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ჩრეკას

-         კომიტეტის მიერ მომზადებული და სხდომაზე წარმოდგენილი ინფორმაცია გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს

/ინფორმაცია თან ერთვის/

 

საპროცედურო საკითხთა და წესების

კომიტეტის თავმჯდომარე                                          

 

ირინე იმერლიშვილი

 

საფინანსო-საბიუჯეტო

კომიტეტის თავმჯდომარე               დავით ონოფრიშვილი

 

რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის

კომიტეტის თავმჯდომარე              

                                                        

                                                             ერეკლე ტრიპოლსკი

 

საპროცედურო საკითხთა და წესების

კომიტეტის აპარატის                                    

უფროსის მოვალეობის

     შემსრულებელი

დავით ჯინჯოლავა

  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის

აპარატის უფროსი                                       დიმიტრი ნიკოლაძე

 

  რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის

კომიტეტის აპარატის უფროსი

 

                                                         ვლადიმერ ჯიშიაშვილი    

 

 
modules