სხდომის ოქმი N13

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის

 

ქმი N13

                                                                   17 დეკემბერი 2012.

15:30 საათი

/ საკომიტეტო მოსმენების დარბაზი N3/

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: ფრიდონ საყვარელიძე, კარლო კოპალიანი, დავით საყვარელიძე, აკაკი ბობოხიძე, ხათუნა გოგორიშვილი, ბიძინა გუჯაბიძე, შალვა კიკნაველიძე, შოთა მალაშხია, გურამ მისაბიშვილი, გოგი ლიპარტელიანის ადგილმონაცვლე - სერგო ხაბულიანი და ნინო გოგუაძის ადგილმონაცვლე თამაზ ჯაფარიძე.

სხდომაზე მოწვეულები: დავით ონოფრიშვილი, კობა დავითაშვილი, დავით ბერძენიშვილი და ნოდარ ებანოიძე - საქართველოს პარლამენტის წევრები, შალვა თადუმაძე - მთავრობის საპარლამენტო მდივანი, ალექსანდრე ბარამიძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.

 სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 12 წევრის დასწრებით.

 სხდომის დღის წესრიგი (პროექტი):

        1. საქართველოს პარლამენტის წევრის ზვიად ძიძიგურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტი და მისგან გამომდინარე   „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ დადგენილების პროექტის მეორე მოსმენით განხილვა;

/მომხსენებელი: ზვიად ძიძიგური
2. საქართველოს პარლამენტის წევრების: ვ. ხმალაძის, დ. ბერძენიშვილის, ზ. ქუცნაშვილისა და ი. ჩიქოვანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მეორე მოსმენით განხილვა;

/მომხსენებელი: დავით ბერძენიშვილი/

      3.  საქართველოს პარლამენტის წევრების დავით ონოფრიშვილის და ნოდარ ებანოიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტების: „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ“, საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ პროექტების (07-3/16, 22.11.12) განხილვა;

/მომხსენებელი: დავით ონოფრიშვილი/

4.  საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტის „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს კანონში პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ,   საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ „საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რელამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე/07-3/22/, 29.11.12) განხილვა;

/მომხსენებელი: კობა დავითაშვილი/

                       5. საქართველოს პარლამენტის წევრის ირინე იმერლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს საერთო სასამართლოების“ საქართველოს ორგანული კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონის პროექტის „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ da საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რელამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ განხილვა;

/მომხსენებელი: ირინე იმერლიშვილი/

6. საქართველოს პარლამენტის წევრის ირინე იმერლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ განხილვა;

/მომხსენებელი: ირინე იმერლიშვილი/

 7. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე განხილვა

 

სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს მიმართა თხოვნით, რომ მოეხდინათ პროექტით გათვალისწინებული პირველი საკითხის ამოღება, რადგან პლენარულ სხდომაზე ვერ მოხდა მისი პირველი მოსმენით განხილვა, მე-6 საკითხის ამოღება - დროში შეზღუდულობის გამო და დამატება დღის წესრიგისათვის -„პარლამენტის წევრის - გიორგი პაპუაშვილის ბინის ქირით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

 

კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ სხდომის თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას და ერთხმად დაამტკიცეს კორექტირებული დღის წესრიგი

 სხდომის დღის წესრიგი:

                 1.საქართველოს პარლამენტის წევრების: ვ. ხმალაძის, დ. ბერძენიშვილის, ზ. ქუცნაშვილისა და ი. ჩიქოვანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მეორე მოსმენით განხილვა;

/მომხსენებელი: დავით ბერძენიშვილი/

  2.საქართველოს პარლამენტის წევრების დავით ონოფრიშვილის და ნოდარ ებანოიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტების: „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ“, საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ პროექტების (07-3/16, 22.11.12) განხილვა;

/მომხსენებელი: დავით ონოფრიშვილი/

3. საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტის „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს კანონსი პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ,   საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ „საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რელამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე/07-3/22/, 29.11.12) განხილვა;

/მომხსენებელი: კობა დავითაშვილი/

            4. საქართველოს პარლამენტის წევრის ირინე იმერლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს საერთო სასამართლოების“ საქართველოს ორგანული კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონის პროექტის „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ da საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რელამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ განხილვა;

/მომხსენებელი: ირინე იმერლიშვილი/

 5. პარლამენტის დადგენილების პროექტის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე განხილვა

 6. საქართველოს პარლამენტის წევრის ზაზა პაპუაშვილის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ საკითხის განხილვა;

 სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან  დაკავშირებით 

საქართველოს პარლამენტის წევრების: ვ. ხმალაძის, დ. ბერძენიშვილის, ზ. ქუცნაშვილისა და ი. ჩიქოვანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მეორე მოსმენით განხილვა;

 

მოისმინეს:             დავით ბერძენიშვილის მოხსენება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი პროცედურის შესაბამისად მომხსენებელმა კანონპროექტი მეორე მოსმენით განხილვისათვის წარმოადგინა მუხლობრივად.

       კერძოდ: ინიციატივის თანახმად პარლამენტის რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტი ყალიბდება შემდეგი სახით:

       „ამ მუხლის პირველი პუნქტით გთვალისწინებულ შემთხვევებში პარლამენტის (ბიუროს) მიერ კომიტეტში ფრაქციისათვის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით ნიშნავს კომიტეტის წევრებს, რის შესახებაც აცნობებს პარლამენტის ბიუროს (დროებით სამანდატო კომისიას). უმრავლესობაში შემავალ ფრაქციათა შორის შესაძლებელია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დათმობა ან გაცვლა. კვოტების დათმობის ან გაცვლის შესახებ ფრაქციათა გადაწყვეტილება და ფრაქციების მიერ კომიტეტებში ახალი წევრების დანიშვნა ეცნობება პარლამენტის ბიუროს“.

         როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, გათვალისწინებული იქნა პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის მიერ წარდგენილი შენიშვნები, რომელთა თანახმადაც:

- მიზანშეწონილია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დათმობის ან გაცვლისას კვოტების დათმობის ან გაცვლის შესახებ ფრაქციათა გადაწყვეტილებასთან ერთად პარლამენტის ბიუროს ეცნობოს ფრაქციების მიერ კომიტეტებში ახალი წევრების დანიშვნაც;

- მიზანშეწონილია დაზუსტდეს ფრაქციის მიერ წარდგენილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი კომისიაში საქმიანობ შეწყვეტის საკითხი კვოტების დათმობის ან გაცვლის შემთხვევაში, დათმობილი ან გაცვლილი კვოტის ფრაქციის მიერ დაბრუნების შემთხვევაში, თუ კომისიის წევრი დანიშნულია ასეთი კვოტით;

- მიზანშეწონილია დაზუსტდეს ფრაქციის მიერ წარდგენილი დროებითი კომისიის წევრი კომისიაში საქმიანობ შეწყვეტის საკითხი კვოტების დათმობის ან გაცვლის შემთხვევაში, დათმობილი ან გაცვლილი კვოტის ფრაქციის მიერ დაბრუნების შემთხვევაში, თუ კომისიის წევრი დანიშნულია ასეთი კვოტით.

წარმოდგენილი შენიშვნების შესაბამისად, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატა „ვ“ ქვეპუნქტი, შეიცვალა 56-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტები, მე-60 მუხლის პირველი პუნქტი, 74-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 92-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 251-ე მუხლის პირველი პუნქტი და 78-ე მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი /კანონპროექტი თან ერთვის/

         დავით ბერძენიშვილამა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ უმრავლესობის ან უმცირესობის ფრაქციათა შორის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გადანაწილების შეზღუდვის მოხსნა უფრო ეფექტურს გახდის საპარლამენტო საქმიანობას - კომიტეტებში, დროებით და სხვა საგამოძიებო კომისიებში, მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში მათი უფრო ეფექტური წარმომადგენლობა დაეხმარება ფრაქციებს საკუთარი მიზნების განხორციელებაში, რაც საბოლოო ჯამში საპარლამენტო საქმიანობაზეც დადებითად აისახება.

  

კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტს

 გადაწყვიტეს(ერთხმად):

- კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის წევრების: ვ. ხმალაძის, დ. ბერძენიშვილის, ზ. ქუცნაშვილისა და ი. ჩიქოვანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის;

- თანამომხსენებლად კანონპროექტზე დაინიშნოს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფრიდონ საყვარელიძე.                                                                       /დასკვნა თან ერთვის/

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან  დაკავშირებით 

საქართველოს პარლამენტის წევრების დავით ონოფრიშვილის და ნოდარ ებანოიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტების: „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ“, საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ პროექტების (07-3/16, 22.11.12) განხილვა;

 მოისმინეს: დავით ონოფრიშვილის მოხსენება, რომლის თანახმადაც კანონპროექტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს ექნება შესაძლებლობა განახორციელოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის შემოწმება. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე კანონპროექტის განხილვის დროს გამოთქმული იქნა მოსაზრება, იმის თაობაზე, რომ მომხდარიყო საქმიანობის შემოწმების დეტალიზება. აღნიშნულის თაობაზე სამუშაო ჯგუფში განხილვის დროს შეთანხმდა ფორმულირება, რომლის თანახმადაც „საფინანსო - ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი“ იცვლება და ყალიბდება შემდეგი სახით: „საფინანსო-ეკონომიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული საქმიანობის, აუდიტისა და შიდა კონტროლის ხარისხის პროცედურების შემოწმება“. ინიციატივის თანახმად, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტს ექნება შესაძლებლობა განახორციელოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის არა მხოლოდ საფინანსო-ეკონომიკური, არამედ მისი სამართლებრივი და ორგანიზაციული შემოწმებაც.

 აზრი გამოთქვეს:    

ხათუნა გოგორიშვილმა დასვა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს „შიდა კონტროლის ხარისხი“? აგრეთვე წინადადებით მიმართა ინიციატორს, რომ მის მიერ კომიტეტის წინა სხდომაზე გამოთქმული მოსაზრება, რომელიც ითვალისწინებდა საქმიანობის შემოწმების დაკონკრეტებას - „ორგანიზაციული“ შემოწმების მიმართულებით, ამჯერად წარმოდგენილი დეტალიზებული ჩამონათვალის ფონზე უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ მოხსნილიყო.

კობა დავითაშვილი აგრეთვე დაინტერესდა ტერმინით „ხარისხის პროცედურები“ და მიზანშეწონილად მიიჩნია ტერმინების გამართვა და კორექტირება

ბიძინა გუჯაბიძემ გამოთქვა მოსაზრება, რომლის თანახმადაც მიზანშეწონილი იქნებოდა გადმოენაცვლებინათ სიტყვა „პროცედურები“ და წინადადება ჩამოეყალიბებინათ შემდეგი სახით „კონტროლის პროცედურების ხარისხი“

ფრიდონ საყვარელიძემ დაეთანხმა გამოთქმულ მოსაზრებებს ტერმინოლოგიური გამართვის აუცილებლობასთან დაკავშირებით  

ნოდარ ებანოიძემ სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „შიდა კონტროლი“ დაწესებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. რაც შეეხება „ხარისხის პროცედურებს“ - ამ ტიპის შემოწმებას აწარმოებს ყველა დიდი აუდიტორული ფირმა. მაგალითისათვის ნოდარ ებანოიძემ დაასახელა აუდიტის სამსახურში მიმდინარე რეფორმირების ფარგლებში ჩატარებული პილოტური შემოწმებები, რომლებიც არ დასრულებულა. ამდენად კონტროლს მიღმა დარჩა, თუ რამდენად იქნა დაცული პროცედურები და რამდენად ხარისხიანი იყო ამ ტიპის შემოწმება. ნოდარ ებანოიძემ გააკეთა განმარტება აგრეთვე ხათუნა გოგორიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა „ორგანიზაციული“ შემოწმების ამოღებას. კერძოდ, არ დაეთანხმა ამ მოსაზრებას, რადგან იგი მოიცავდა შიდა ორგანიზაციულ შემოწმებასაც.

დავით ონოფრიშვილი, როგორც საკითხის ინიციატორი დაეთანხმა სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებებს, ტერმინოლოგიურ დაზუსტებასა და გამართვასთან დაკავშირებით, კონკრეტულად მიზანშეწონილად მიიჩნია „აუდიტისა და შიდა კონტროლის ხარისხის პროცედურები“ ჩამოყალიბებულიო შემდეგი სახით: „აუდიტის ხარისხისა და შიდა კონტროლის პროცედურების შემოწმება“

 
 ირინე იმერლიშვილმა შეაჯამა სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები და აღნიშნა, რომ გარდა რედაქციული ხასიათის შენიშვნებისა (რომელიც გულისხმობდა ტერმინოლოგიურ დაზუსტება) წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით კომიტეტს სამართლებრივი ხასიათის შენიშვნები არ გააჩნია, შესაბამისად კომიტეტი საკანონმდებლო ინიციატივას მომზადებულად მიიიჩნევს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად.

 კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტს

 გადაწყვიტეს(ერთხმად):     

-         საქართველოს პარლამენტის წევრების დავით ონოფრიშვილის და ნოდარ ებანოიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტები: „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ“, საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ პროექტები (07-3/16, 22.11.12) მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად;

-         კომიტეტის დასკვნა წარედგინოს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.

/დასკვნა თან ერთვის/

 სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან  დაკავშირებით 

საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტის „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს კანონსი პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ,   საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ „საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რელამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე/07-3/22/, 29.11.12) განხილვა;

 მოისმინეს: კობა დავითაშვილის მოხსენება, რომლის თანახმადაც კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ისეთი გამიჯვნის მიზანშეწონილობა, რაც განაპირობებს პროკურატურორის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და მის ინსტიტუციონალურ დამოუკიდებლობას სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქციის განხორციელების სფეროში, შესაბამისად, კანონპროექტის მიზანია საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებელ სამართალდამცავ ორგანოდ ჩამოყალიბება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, მთავარი პროკურორის და საქართველოს პროკურატურის ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის გაზლიერება. კანონპროექტის მიხედვით გამიჯნული იქნება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის უფლემბამოსილებები. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გარკვეული ფუნქციების მთავარი პროკურორისათვის გადაცემა ასახული იქნება სხვა კანონებთან ერთად „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომლებიც უშუალოდ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უფლებამოსილებების განხორციელების საკანონმდებლო სფეროს წარმოადგენენ.

დავით საყვარელიძემ შეკითხვით მიმართა ინიციატორს, რომ ხომ არ იქნებოდა მიზანშეწონილი მთავარი პროკურორი მისი ფართო უფლებამოსილებების გათვალისწინებით, ნაცვლად პრემიერ მინისტრისა თანამდებობაზე დაენიშნა საქართველოს პარლამენტს

კობა დავითაშვილმა დავით საყვარელიძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მათავარი პროკურორის დანიშვნის არცერთი წესი არ უზრუნველყოფს დამოუკიდებლობის იმ ხარისხს, რომელსაც უზრუნველყოფდა გენერალური პროკურორის ინსტიტუტი, რაც შესაბამისად საჭიროებს საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებას, რისთვისაც ის, როგორც წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი მზადყოფნას გამოთქვამს. ამჟამად არსებული საკონსტიტუციო ბაზის პირობებში, კი მის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა უზრუნველყოფს დამოუკიდებლობის იმ ხარისხს, რომლის შესაბამისადაც მთავარი პროკურორი ქვეყანაში, რეალურად იუსტიციის სამინისტროსგან დამოუკიდებელი   პირველი პროკურორი ხდება.

ალექსანდრე ბარამიძემ აღნიშნა, რომ იგი მთლიანობაში ეთანხმება საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად წარმოდგენილ უფლებამოსილებების გამიჯვნის პრინციპს იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს შორის, შესაბამისად იუსტიციის მინისტრი აღარ იქნება ფაქტობრივად მთავარი პროკურორი და იუსტიციის მინისტრის პრეროგატივა იქნება სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის პრინციპების შემუშავება, რომელიც თავის მხრივ იქნება საჯარო. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის მიერ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურის შემოტანას, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში ეს შესაძლებელი არ არის, ხოლო პრემიერ-მინისტრის მიერ მისი დანიშვნა ლოგიკურია, ვინაიდან იუსტიციის მინისტრი, რომლის ქვეუწყებაც მთავარი პროკურატურაა, არის საქართველოს მთავრობის წევრი.

დავით საყვარელიძემ აღნიშნა, რომ მთავარი პროკურორის დანიშვნით საქართველოს პრეზიდენტის მიერ, ხდებოდა მისი „თამასის“ აწევა.

ალექსანდრე ბარამიძემ დავით საყვარელიძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავსირებით აღნისნა, რომ ეს იყო არა „თამასის“ აწევა, არამედ ეკლექტური სისტემა, რომელიც აუცილებელ კორექტირებას საჭიროებს და წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიცატივა ყველაზე ოპტიმალური სამართლებრივი გზაა ამ მიზნისათვის.

ბიძინა გუჯაბიძემ გამოთქვა მოსაზრება, რედაქციული ხასიათის შესწორებასთან დაკავსირებით, რომელიც შეეხებოდა კანონპროექტში გამოყენებული სიტყვა- „აძლევს“ შეცვლის მიზანშეწონილობით, რაზედაც ინიციატორი დაეთანხმა და შეთავაზა ტერმინი - „გასცემს“.

 კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს გადაწყვეტილების პროექტს

 გადაწყვიტეს(ერთხმად):

         საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გაეგზავნოს დასკვნა, რომლის თანახმადაც საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით კომიტეტს სამართლებრივი ხასიათის შენიშვნები არ გააჩნია.

         /დასკვნა თან ერთვის/

 სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან  დაკავშირებით 

საქართველოს პარლამენტის წევრის ირინე იმერლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს საერთო სასამართლოების“ საქართველოს ორგანული კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონის პროექტის „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ da საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რელამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ განხილვა;

 მოისმინეს ირინე იმერლიშვილის მოხსენება, რომლის თანახმადაც დღევანდელი რეედაქციით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტი სრულად ვერ ასახავს საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის მთავარ პრინციპს, შექმნას უზენაესი სასამართლოს წევრთა სამართლებრივი დაცვის გარანტია, რაც მთლიანობაში მოიცავს უზენაესი სასაამრთლოს წევრთა არჩევას, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი პროცედურების განხორციელების პირობების შექმნას და არჩეულ წევრთა თანამდებობიდან გათავისუფლების მაღალი სტანდარტის არსებობას.              როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ირჩევს საქართველოს პარლამენტი არანაკლებ 10 წლის ვადით, ხოლო მის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი განისაზღვრება ორგანული კანონით. სამართლებრივად სწორია, რომ უზენაესი სასამართლოს წევრს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტოს იმ ორგანომ, რომელიც მას ირჩევს ამ თანამდებობაზე, კერძოდ საქართველოს პარლამენტმა. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 12 მაისის ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი სწორედ ასე არეგულირებდა ამ საკითხს, მაგრამ ამ კანონის გაუქმების შემდეგ მიღებულმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ დღეს მოქმედმა 2009 წლის 4 დეკემბრის ორგანულმა კანონმა შეცვალა ეს წესი და უზენაესი სასამართლოს წევრისათვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე სეწყვეტის უფლებამოსილება არასწორად გადაეცა საქართელოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.ამითი საქართველოს პარლამენტს ჩამოერთვა ის უფლებამოსილება რომელიც მას უნდა გააჩნდეს და გადაეცა სხვა ორგანოს. საერთო სასამართლოების იმ მოსამართლეების მიმართ, რომელთა განმწესება ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ (სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეები), ისეთი მიდგომა, როგორც ეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტშია მოცემული მისაღებია, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭო გამოდის ამ მოსამართლეთა როგორც თანამდებობაზე გამწესებელ, ასევე თანამდებობიდან გამათავისუფლებელ ორგანოდ. შეიძლება ითქვას, რომ ისუტიციის უმაღლეს საბჭოს დღეისთვის გადაცემული აქვს საქართველოს პარლამენტის ის უფლებამოსილება, რომელიც მას არ უნდა ჰქონდეს. აღნიშნული განაპირობებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დაცულობის დაბალ ხარისხს, რის გამოც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კნაონში შეტანილ უნდა იქნეს წარმოდგენილი ცვლილებები. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ:

-      საქართველოს პარლამენტს დაუბრუნდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრისთის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის უფლება;

-      გაიზრდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დაცულობის ხარისხი;

- იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დარჩება სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობიდან გათავისუფლების უფლება

კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ კანონპროექტის ინიციატორის მიერ წარმოდგენილ მოხსენებას

გადაწყვიტეს(ერთხმად):

       საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წარედგინოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ირინე იმერლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს საერთო სასამართლოების“ საქართველოს ორგანული კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონის პროექტის „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ da საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რელამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ თაობაზე.

       /დასკვნა თან ერთვის/ 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეხუთე საკითხთან  დაკავშირებით 

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე განხილვა    

 მოისმინეს: ირინე იმერლიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე. პროექტის თანახმად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 176-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, შეიქმნა საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 20 წევრის შემადგენლობით:

მანანა კობახიძე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კომისიისთავმჯდომარე);                                                                                                                

ზვიად ძიძიგური - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე    

ზაქარია ქუცნაშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე                    

ვახტანგ ხმალაძე - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე                                                                                                                                  

ირინე იმერლიშვილი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე                                                                                                      

დავით ონოფრიშვილი - საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე                                                                                                        

გიორგი თევდორაძე - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“                                        

ირმა ნადირაშვილი - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მდივანი                        

აკაკი ბობოხიძე - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-მაჟორიტარების“   თავმჯდომარე                                                                                                                            

ტარიელ ლონდარიძე - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-რეგიონების“ თავმჯდომარე                                                                                                                                          

კახა ბუცხრიკიძე - ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-მაჟორიტარები“

დავით ჭავჭანიძე-ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-მაჟორიტარები“

გიორგი ლიპარტელიანი - ფრაქცია „უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარების“   თავმჯდომარე

ალექსანდრე ბარამიძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

ქეთევან ხუციშვილი - ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველო“-ს ხელმძღვანელი

თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე

ლაშა ტუღუში - საქართველოს პრესის ასოციაციის თავმჯდომარე, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი

ნინო ლომჯარია - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ფონდის თავმჯდომარე

გიორგი კვერენჩხილაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი

ნანა ჭიღლაძე - იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი

  კომიტეტის წვერებმა ცნობად მიიღეს სხდომის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია

გადაწყვიტეს(ერთხმად):

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაეგზავნოს დასკვნა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე.

 სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეექვსე საკითხთან  დაკავშირებით 

საქართველოს პარლამენტის წევრის ზაზა პაპუაშვილის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ საკითხის განხილვა;

 მოისმინეს: ირინე იმერლიშვილის ინფორმაცია, საქართველოს პარლამენტრის წევრის ზაზა პაპუაშვილის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შეისწავლა საქართველოს პარლამენტის წევრის განცხადების საფუძვლიანობა და მისი ქონებრივი დეკლარაცია და დადგინა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ზაზა პაპუაშვილის ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნული არ არის ქალაქ ქუთაისში საცხოვრებელი ფართი.

   გადაწყვიტეს(ერთხმად):

       კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია მიმართოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის   წევრის - ზაზა პაპუაშვილის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

           /დასკვნა თან ერთვის /

 

  

კომიტეტის თავმჯდომარე                                          

 

 

ირინე იმერლიშვილი

 

  

კომიტეტის აპარატის                                    

       უფროსი

                                                               მდინარა დოხნაძე 

 

 
modules