| სხდომის ოქმი N15 |
|
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის
ოქმი N15 18 დეკემბერი 2012წ. 16:00 საათი / საკომიტეტო მოსმენების დარბაზი /
სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ფრიდონ საყვარელიძე, კარლო კოპალიანი, აკაკი ბობოხიძე, ნინო გოგუაძე, ბიძინა გუჯაბიძე, შალვა კიკნაველიძე, შოთა მალაშხია, გურამ მისაბიშვილი, ზურაბ ტყემალაძე სხდომაზე მოწვეულები: დავით ბერძენიშვილი და ზვიად ძიძიგური - საქართველოს პარლამენტის წევრები. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 10 წევრის დასწრებით.
სხდომის დღის წესრიგი (პროექტი): საქართველოს პარლამენტის წევრის ზვიად ძიძიგურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტის მესამე მოსმენით განხილვა; /მომხსენებელი: ზვიად ძიძიგური/ სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრის ზვიად ძიძიგურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტის მესამე მოსმენით განხილვა;
მოიმინეს: ზვიად ძიძიგურის მოხსენება. რომლის თანახმადაც კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვის წინ რედაქციული ხასიათის შენიშვნები წარმოდგენილი არ ყოფილა.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტს
გადაწყვიტეს (ერთხმად): საქართველოს პარლამენტის წევრის ზვიად ძიძიგურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტი მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.
კომიტეტის თავმჯდომარე
ირინე იმერლიშვილი
კომიტეტის აპარატის უფროსი მდინარა დოხნაძე
|






