ტრენინგი კანონშემოქმედებით პროცესზე

inter1კანონშემოქმედებითი პროცესის მნიშვნელობის ხაზგასმის მიზნით UNDP საპარლამენტო პროექტის  ("ძლიერი პარლამენტი კონსოლიდირებულ დემოკრატიაში") ფარგლებში 2012 წლის 7-8 აპრილს ჩატარდა ორდღიანი სემინარი. სემინარი, რომელიც UNDP-ის ექსპერტმა ირაკლი კობახიძემ ჩაატარა ორგანიზებული იყო პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის.

სემინარი მოიცავდა შემდეგ თემებს: საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, კანონპროექტების განხილვა, საკომიტეტო განხილვები და მათი მნიშვნელობა, წამყვანი კომიტეტისა და პარლამენტის აპარატის როლი და პასუხისმგებლობება კანონშემოქმედებით პროცესში.

სემინარი ასევე მოიცავდა ისეთ თემებს, როგორებიცაა და ფინანსებთან დაკავშირებული კანონპროექტები და მთავრობის წინასწარი თანხმობის ინსტიტუტი. გარდა ამისა, ბატონმა კობახიძემ, კონსტიტუციური სამართლის ექსპერტმა, წარმოადგინა საკითხები რომლებიც დაკავშირებული არიან საქართველოს კონსიტუციის გადასინჯვასთან, აჭარის ავტომონიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცებასთან და კანონპროექტის განხილვასთან დაჩქარებული და გამარტივებული წესით. სემინარის  ბოლო დღე დაეთმო დისკუსიას პრეზიდენტის მიერ ვეტოს უფლების გამოყენებაზე.