| აფხაზეთის ა/რ ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული სათათბირო–საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა |
|
ასოციაცია "მშვიდობიანი და ერთიანი კავკასიის" თავმჯდომარემ ალუ გამახარიამ ქუთაისში დასაქმების ცენტრის – ე.წ. ბიზნეს–ინკუბატორის ამოქმედების ორგანიზაციული გეგმის სამუშაო ვერსიისა და მოსამზადებელი ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა. ალუ გამახარიას განცხადებით, დევნილთა დასაქმება, ქვეყანაში ერთ–ერთ აქტუალურ საკითხს წარმოადგენს და თვლის, რომ ბიზნეს–ინკუბატორის ამოქმედება პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ ბიზნესის მართვისათვის აუცილებელი უნარ–ჩვევები და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ. სხდომის მონაწილეებს ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის პროექტის კოორდინატორმა ჯუმბერ მარუაშვილმა სამხრეთ აფრიკელ ფერმერთა ჯგუფის მიერ გარდაბანში განხორციელებული პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სხდომას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ბიზნესწრეების წარმომადგენლები. |






დევნილთა დასაქმების საკითხებზე იმსჯელეს აფხაზეთის ა/რ ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული სათათბირო–საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პარლამენტის ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში გაიმართა.