სხდომის ოქმი N8

  საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი #8

 

                                                                                                                                                                                                                                                                                         2012 წლის 18 დეკემბერი

 სხდომის თავმჯდომარე:                         გიგლა აგულაშვილი    (კომიტეტის თავმჯდომარე)

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: გ. აგულაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე, გ. სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თ. ყაჭეიშვილი, გ. ღვინიაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, გ. ბუკია, გ. გოზალიშვილი, ვ. ლემონჯავა, დ. ლორთქიფანიძე,  გ. ქავთარაძე,  ლ. ქარდავა, რ. შავლოხაშვილი (ადგილმონაცვლე - გ. ბუკია), რ. ხალვაში, ნ. ჯანაშია.

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა: გ. გელაშვილი, პ. ცისკარიშვილი.

აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი.

დღის წესრიგი

 1.    საქართველოს პარლამენტის წევრის გიგლა აგულაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი - „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

(მომხსენებელი: გ. აგულაშვილი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე).

2. საქართველოს პარლამენტის წევრის მურმან დუმბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი - „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ“.

(მომხსენებელი: მ. დუმბაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი).

 დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი - „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ - პროექტის ინიციატორის თხოვნით გადაიდო.

  მოისმინეს:

 გ. აგულაშვილის ინფორმაცია „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. მან აღნიშნა, რომ კოდექის მიხედვით, მისი ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს „ბიოწარმოების შესახებ“ და „არაპროდუქტიული ცხოველების შესახებ“ დადგენილებები. ვინაიდან, აღნიშნული ვალდებულებების განხორციელება შეუძლებელია მიმდინარე წლის ბოლომდე, რადგან არ არის შემუშავებული დადგენილებების პროექტები გარკვეული სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებების გამო და დღემდე მიმდინარეობს მათზე მუშაობა, მიზანშეწონილია, მათი მომზადებისათვის ვადა გაგრძელდეს.

კანონპროექტის მიზანია, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის,  ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის” კოდექსში ცვლილების შეტანა, რომლის შესაბამისად, კოდექსის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს „ბიოწარმოების შესახებ“ და „არაპროდუქტიული ცხოველების შესახებ“ დადგენილებები. ასევე, ამ კოდექსის 38-ე მუხლის პირველი - მე-5 მუხლები უნდა ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. 

გადაწყვიტეს:

 კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრის გიგლა აგულაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს - „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე განსახილველად.

 

სხდომის თავმჯდომარე:                                                       . აგულაშვილი

 

          სხდომის მდივანი:                                                                 ი. ქიტიაშვილი