სხდომის ოქმი N9

   საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი #9

2012 წლის 26 დეკემბერი

                  /სხდომა ჩატარდა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებთან ერთად/

სხდომის თავმჯდომარე:       გიგლა აგულაშვილი    (კომიტეტის თავმჯდომარე)          

სხდომას ესწრებოდნენ: 

კომიტეტის წევრები: . აგულაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე, გ. სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თ. ყაჭეიშვილი, გ. ღვინიაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, გ. გელაშვილი, გ. გოზალიშვილი, ვ. ლემონჯავა, დ. ლორთქიფანიძე, გ. ქავთარაძე, რ. შავლოხაშვილი, პ. ცისკარიშვილი, რ. ხალვაში.

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: ლ. ქარდავა, . ჯანაშია. 

აპარატის თანამშრომლები: . ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ს. უროტაძე, . ქიტიაშვილი. 

მოწვეული სტუმრები დ. ებრალიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ზ. ტყემალაძე - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ე. ტრიპოლსკი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, დ. ონოფრიშვილი - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების წევრები.

დღის წესრიგი

1.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“./მომხსენებელი: . ებრალიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე/. 

2.საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2012 წლის 11 დეკემბერს ხელმოწერილი „2011 წლის 1 მარტის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო-ხელშეკრულების (გეო: ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა)“ცვლილება“.

/მომხსენებელი: . ებრალიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე/. 

I. მოისმინეს: 

დ. ებრალიძის ინფორმაცია „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის შემუშავების მიზეზია მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული დაბეგვრის და ადმინისტრირების პროცედურების დახვეწის და აღნიშნული სფეროს რეგულირებისათვის უფრო ეფექტური და მოქნილი მექანიზმის შემუშავების საჭიროება. პროექტის მიზანია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი დაბეგვრის და ადმინისტრირების მექანიზმების დახვეწა, საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის განსაზღვრული სანქციების ლიბერალიზაცია, ზოგიერთი ბუნდოვანი და ორაზროვანი დებულების გასწორება, ტექნიკური და რედაქციული ხასიათის უზუსტობების აღმოფხვრა. მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომლის განხორციელებასაც ითვალისწინებს წარმოდგენილი კანონპროექტი. კერძოდ: საგადასახადო კოდექსით დადგენილი დაბეგვრის და ადმინისტრირების მექანიზმების დახვეწა, საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის განსაზღვრული სანქციების ლიბერალიზაცია, ზოგიერთი ორაზროვანი დებულების გასწორება, ტექნიკური და რედაქციული ხასიათის უზუსტობების აღმოფხვრა. კანონპროექტის თანახმად, ზუსტდება საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის, დარიცხვის, სანქციების დაკისრების და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტი, დგინდება ხანდაზმულობის ვადები საგადასახადო შემოწმებასა და საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე და სხვ.               /სრული ინფორმაცია - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ - ოქმს თან ერთვის/.

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად.          

II.მოისმინეს:
დ. ებრალიძის ინფორმაცია „2011 წლის 1 მარტის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო-ხელშეკრულების ცვლილების“ თაობაზე.   

/ხელშეკრულების ტექსტი - ოქმს თან ერთვის/.

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ 2012 წლის 11 დეკემბერს ხელმოწერილ „2011 წლის 1 მარტის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო-ხელშეკრულების (გეო: ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა)“ცვლილებას“ და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე რატიფიცირებისათვის.

           

სხდომის თავმჯდომარე:                                                       . აგულაშვილი

სხდომის მდივანი:                                                                 . ქიტიაშვილი