|
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომა |
|
Friday, 28 December 2012 14:29 |
|
2013 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავება იყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომის მთავარი თემა. როგორც დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, სწორი სტრატეგიული ხედვების შემუშავებისთვის უმჯობესი იქნება თუ კომისია მოისმენს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლების ანგარიშს მათი უწყებების მიერ კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით წინა წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ.
ამ საკითხთან დაკავშირებით გამართული დისკუსიის შემდეგ კომისიის წევრები შეთანხმდნენ, რომ მომავალ წელს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის პირველ სხდომებზე მოუსმინონ დეპუტატ შოთა მალაშხიას, რომელიც წინა ორი მოწვევის პარლამენტში ხელმღვანელობდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიას, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ნიკოლოზ ვაშაკიძეს, რომელიც ქართულ დელეგაციას ჯენევის მოლაპარაკებებზე ხელმძღვანელობს. |
|
Last Updated on Saturday, 29 December 2012 15:52 |