სხდომის ოქმი N17

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის

სხდომის ოქმი

N17

28 დეკემბერი 2012 წელი

14.30 საათი

/კომიტეტის სათათბირო ოთახი/

 

კომიტეტის სხდომას უძღვებოდა - კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: ფრიდონ საყვარელიძე, კარლო კოპალიანი, აკაკი ბობოხიძე, ნინო გოგუაძე, ბიძინა გუჯაბიძე, შალვა კიკნაველიძე, გურამ მისაბიშვილი, ზურაბ ტყემალაძე.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.

ერთობლივი სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 9 წევრის დასწრებით. 

დღ       დღის წესრიგი (პროექტი)

 1.საქართველოს პარლამენტის 78 წევრის მიერ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის თაობაზე შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხის განხილვა 
 /მომხსენებელი
: ირინე იმერლიშვილი/
 2.საქართველოს პარლამენტის წევრის გელა გელაშვილის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ საკითხის განხილვა;   
   /მომხსენებელი: ირინე იმერლიშვილი/                    

 სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან  დაკავშირებით 

საქართველოს პარლამენტის 78 წევრის მიერ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის თაობაზე შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხის განხილვა 

მ       მოიმინეს:

მ      მოისმინეს: ირინე იმერლიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საპროცედურო საკითხთა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შეამოწმა ხელმოწერების ნამდვილობა და რეგლამენტის 174- მუხლის შესაბამისად, კომიტეტის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინა გადამოწმების შედეგები, რომელიც შეეხებოდა «საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე» საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის უფლების განხორციელებას.

გადამოწმების შედეგად დადგინდა, საქართველოს პარლამენტის 78 წევრის ხემოწერის ნამდვილობა, რაც შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 302- მუხლით დადგენილ ხელმოწერების რაოდენობას (პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს).

ყოველივე ზემოაღნიშნული, იძლევა საქართველოს კონსტიტუციის 102- მუხლის პირველი პუნქტის `~ ქვეპუნქტით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 302- მუხლის პირველი პუნქტით მინიჭებულ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების უფლებას. 

აზრი გამოთქვეს: 

        ფრიდონ საყვარელიძე დაინტერესდა გადამოწმების პროცედურასთან დაკავშირებით, რაზედაც ირინე იმერლიშვილმა განმარტა, რომ ხელმოწერების ნამდვილობის გადამოწმება განხორციელდა თითოეულ ხელისმომწერ პარლამენტის წევრთან აპარატის თანამშრომელთა მიერ. 

გადაწყვიტეს(ერთხმად): 

     საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინოს საქართველოს პარლამენტის

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის 78 წევრის მიერ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის თაობაზე შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის თაობაზე

       /დასკვნა თან ერთვის/  

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტის წევრის გელა გელაშვილის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ საკითხის განხილვა; 

მ       მოისმინეს: ირინე იმერლიშვილის ინფორმაცია, საქართველოს პარლამენტის წევრის გელა გელაშვილის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შეისწავლა საქართველოს პარლამენტის წევრის განცხადების საფუძვლიანობა, მისი ქონებრივი დეკლარაცია და დაადგინა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის გელა გელაშვილის ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნული არ არის ქალაქ ქუთაისში საცხოვრებელი ფართი.

 

გადაწყვიტეს     (ერთხმად):

           კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია მიმართოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის   წევრის - გელა გელაშვილის საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ.

           /დ      (დასკვნა თან ერთვის /

 

კომიტეტის თავმჯდომარე    

 

ირინე იმერლიშვილი

 

კომიტეტის აპარატის                                    

     უფროსი

                                                               მდინარა დოხნაძე

 

 

 

 
modules