სხდომის ოქმი N6

           საქართველოს პარლამენტის

           დარგობრივი ეკონომიკისა

და

             ეკონომიკური პოლიტიკის 

კომიტეტის სხდომის 

ოქმი N6

 

. უთაისი,    6 დეკემბერი 2012 წ.

 

 

სხდომის თავმჯდომარე:     ზურაბ ტყემალაძე 

სხდომის მდივანი:             რამაზ ყანჩაველი 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:

პ. კვიჟინაძე, გ. კარბელაშვილი, გ. გაჩეჩილაძე, თ. მაისურაძე, გ. მელაძე, კ. ოქრიაშვილი, გ. ჟორჟოლიანი, გ. სამხარაული, თ. ყაჭეიშვილი, მ. წერეთელი,ზ. ჯაფარიძე;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

მოწვეულნი:

ი. გაბისონია, მ. მეტრეველი,   გ. სირაძე, თ. ტეფნაძე, ვ. ქარუმიძე, თ. ჯაფარიძე;

 

ნათია მიქელაძე - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვიქტორ დოლიძე - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, კობა დავითაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი, დავით ებრალიძე - ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ანდრო ლოლაძე - ფინანსთა სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თამთა ჭუმბურიძე - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი.

 

 დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი

  1.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

                                                                                                                                                                                                                                                             /პირველი მოსმენა/

/მომხ. ნათია მიქელაძე/

                                                    2.   საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

                                                       /იხილება გამარტივებული წესით/

/მომხ. ნათია მიქელაძე/  

3.   საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

                                            /პირველი მოსმენა/

/მომხ. ვიქტორ დოლიძე/

 4. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი: საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“

/მომხ. ვიქტორ დოლიძე/

 5. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზედარეკლამის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  მომხ.ვიქტორ დოლიძე/

 6.  საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“

/მომხ. კობა დავითაშვილი/

  7.საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების   შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხეშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
                                                                                                                                                                                                                                                                                                 
/მომხ. დავით ონოფრიშვილი/

8.   საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები: „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

/მომხ. დავით ონოფრიშვილი/

 9.    საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

/მომხ. დავით ებრალიძე 
10.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
/მომხ. დავით ებრალიძე/

 

  1. 1.პირველი

 მოსმენით

     განიხილეს:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აზრი გამოთქვეს:

 

მოხსენება „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“(დანართი 1) საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე.

 

მოქმედი მოქმედი კოდექსით არ არის განსაზღვრული სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების გადაყვანისთვის განკუთვნილი სპეციალური რეისების და აღნიშნული რეისების შესრულების პროცესებში ჩართული უწყებების, იურიდიული და ფიზიკური პირების უფლებამოსილებანი.

 

უფრო მეტიც, დღეს მოქმედი საჰაერო კოდექსი საერთოდ არ იცნობს საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში სპეციალური რეისის ცნებას.

 

გამომდინარე იქედან, რომ სპეციალური დანიშნულების რეისების შესრულების, შესრულების უფლებამოსილების მქონე უწყების/პირთა საკითი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა, დღის წესრიგში დადგა ზემოაღნიშნულ კოდექსში შესაბამისი   ცვლილებების განხორციელება.

 

კანონპროექტით წესრიგდება   სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების გადაყვანისთვის განკუთვნილი სპეციალური რეისების და აღნიშნული რეისების შესრულების პროცესებში ჩართული უწყებების, იურიდიული და ფიზიკური პირების უფლებამოსილების განსაზღვრის საკითხი.

 

ასევე შემოდის სპეციალური რეისების ცნება და ამ კუთხით ცვლილება შედის შესაბამის მუხლებში.

 

კარბელაშვილმა, მელაძემ, ტყემალაძემ.

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 2).

 

  1. 2.აგრარულ

საკითხთა

კომიტეტთან

ერთდ

განიხილეს:

 

აზრი გამოთქვეს:

მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

აგულაშვილმა, ყაჭეიშვილმა, ტყემალაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კანონპროექტის განხილვა გადაიდოს მთავრობის მიერ მოქმედი კანონის გარდამავალი დებულებით განსაზღვრული იმ დავალებების თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენამდე, რომელთა შესრულების ვადა   გასულია, მაგრამ კანონპროექტით მათი ვადების შეცვლა არ არის გათვალისწინებული.

 

  1. 3.პირველი

მოსმენით

      განიხილეს:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აზრი გამოთქვეს:

 

მოხსენება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების   შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 3) შესახებ.

 

აღინიშნა, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის შინაარსობრივ ვალდებულებებში ცვლილებების შეტანას საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ.

 

მოცემული ცვლილება ითვალისწინებს საზოგადოებაში ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაციას. აგრეთვე, აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირების უზრუნველყოფას საქართველო-ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული მოვლენების შესახებ.

 

კანონპროექტის მიზანია საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელის ეთერით საზოგადოებას მუდმივად მიაწოდოს ინფორმაცია ზემოთ ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

კარბელაშვილმა, გაჩეჩილაძემ, ჟორჟოლიანმა, ტყემალაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა ღია კენჭისყრით ერთხმად მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 4).

 

  1. 4.განიხილეს:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აზრი გამოთქვეს:

 

მოხსენება საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა, რომ კანონპროექტით საქართველოს შრომის კოდექსს ემატება 31 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება სოციალური პარტნიორობის არსი და პრინციპები, სოციალურ პარტნიორებს შორის დიალოგის განვითარების შესაძლებლობები.

 

წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია შრომის კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან, კერძოდ, საქართველოს შრომის კოდექსში ტერმინის - „სოციალური პარტნიორობის“ განსაზღვრა, სოციალური პარტნიორობის პრინციპის დაცვა და განხორციელება, შრომითი ხელშეკრულების სუბიექტებს შორის დიალოგის ფორმატის გამყარება და ჰარმონიული ურთიერთობების განვითარება, კერძო სექტორში დასაქმებულთა დაცულობის ხარისხის გაზრდა.

 

ჯაფარიძემ, მაისურაძემ, ჟორჟოლიანმა, კარბელაშვილმა, კვიჟინაძემ, სამხარაულმა, ტყემალაძემ;

 

გადაწყვიტეს:

 

 

  1. 5.განიხილეს:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აზრი გამოთქვეს:

 

კომიტეტმა ღია კენჭისყრით (მომხრე - 8, წინააღმდეგი -3) მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 5).

 

მოხსენება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზედარეკლამის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ.

 

მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებულ ნორმებს. შემოთავაზებული ცვლილებით, ასეთი სახის პროდუქციის რეალიზებაზეც გავრცელდა თამბაქოს რეალიზაციაზე დაწესებული ნორმები.

 

რაც შეეხება „რეკლამის შესახებ“ კანონში ცვილებას, ის ტექნიკური ხასიათისაა და მოხდა რედაქციული შეცდომის გასწორება და   ერთ- ერთი მუხლის მე-15 პუნქტი შეიცვალა   მე-16 პუნქტად.

 

ჭუმბურიძემ, გაჩეჩილაძემ, ჯაფარიძემ, ხაჩიძემ, ჟორჟოლიანმა, ოქრიაშვილმა, ტყემალაძემ

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა ღია კენჭისყრით (მომხრე - 8, წინააღმდეგი -2) მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 6).

 

  1. 6.განიხილეს:

 

 

 

 

 

აზრი გამოთქვეს:

 

მოხსენება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ

 

ჯაფარიძემ, ჟორჟოლიანმა, ოქრიაშვილმა, მაისურაძემ, ტყემალაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა ღია კენჭისყრით ერთხმად მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 7).

 

  1. 7.განიხილეს:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აზრი გამოთქვეს:

 

მოხსენება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების   შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხეშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ.

 

კანონპროექტი ეხება საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციების გაუქმებას სადაზღვევო ორგანიზაციების და გადამზღვეველი კომპანიების საქმიანობაზე. კანონპროექტის მიზანია სახელმწიფო დამოუკიდებელმა მარეგულირებელმა უზრუნველყოს სადაზღვევო სექტორის დამოუკიდებლობა, სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი შეუწყოს ქვეყანაში სადაზღვევო ინდუსტრიის ეკონომიკურ ზრდას.

 

კანონპროექტის მიზნიდან გამომდინარე, განსახილვევლად შემოტანილი კანონპროექტით, შესაბამისი ცვლილებები შედის: „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში, სადაც ეროვნული ბანკის ნაცვლად სადაზღვევო საქმიანობისათვის იქმნება ახალი მარეგულირებელი ორგანო- „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“. იგი საზედამხედველო ორგანო იქნება სადაზღვევო კომპანიებისათვის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის შემდეგ. შესაბამისად, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მოსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში, მე-9 მუხლიდან ამოღებული იქნება სიტყვები - „ ან სადაზღვევო ორგანიზაცია“;     „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია განახორციელოს სადაზღვევო აგენტის ფუნქციები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის განსაზღვრული წესით.

 

ჯაფარიძემ, მელაძემ, ჯორჯოლიანმა, გაჩეჩილაძემ, სამხარაულმა, ტყემალაძემ;

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა ღია კენჭისყრით (მომხრე - 8, წინააღმდეგი -3) მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 8).

 

  1. 8.განიხილეს:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აზრი გამოთქვეს:

 

მოხსენება „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები შესახებ.

 

აღინიშნა, რომ კანონპროექტის   მიზანს წარმოადგენს მოქმედი კანონის ევროსტანდარტებთან დაახლოება. კანონპროექტით:

 

ზუსტდება პროფესიული მომსახურების და აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის ტერმინთა განმარტებები.

 

ჯანსაღი კონკურენციისა და პროფესიის მონოპოლიზების საფრთხისაგან თავის დაზღვევის მიზნით საქართველოში მოქმედი ყველა პროფესიული ორგანიზაცია დაექვემდებარება აკრედიტაციას.

 

კანოპროექტის შესაბამისად განისაზღვრება ორსაფეხურიანი ზედამხედველობის შექმნის ვალდებულება. 2013 წლის განმავლობაში შეიქმნება ახალი საზედამხედველო ორგანო - ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საზედამხედველო საბჭო, რომელიც ნაცვლად სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოსა, განახორციელებს აკრედიტაციის პირობებთან პროფესიული ორგანიზაციების შესაბამისობის მონიტორინგს.

 

ჯაფარიძემ, ჟორჟოლიანმა, გაჩეჩილაძემ, წერეთელმა, ტყემალაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა ღია კენჭისყრით (მომხრე - 8, წინააღმდეგი -2) მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 9).

  1. 9.განიხილეს:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აზრი გამოთქვეს:

 

მოხსენება „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ   წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

         აღინიშნა, რომ შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, საწარმოებს ეძლევათ უფლება არა მხოლოდ 2013 წლის 1 იანვრამდე, არამედ ნებისმიერ დროს მიმართონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და წარუდგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, ასევე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარების და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტი დათმობის მიზნით

 

კარბელაშვილმა, კვიჟინაძემ, ტყემალაძემ;

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა ღია კენჭისყრით, ერთხმად მიიღო შესაბამისი დაგაწყვეტილება (დანართი 10).

 

  1. 10.განიხილეს:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აზრი გამოთქვეს:

 

  1. 11.მოხსენება „საქართველოს 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიხედვით იცვლება როგორც ბიუჯეტის შემოსულობების, აგრეთვე გადასახდელების ნაწილიც. შემოსულობების ნაწილში ცვლილებები ძირითადად დაკავშირებულია სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების ათვისების ტენდენციის გათვალისწინებით გრძელვადიანი კრედიტების შემცირებასთან. გარდა ამისა, ხორციელდება შემოსულობების სხვადასხვა კატეგორიების კორექტირება და ბიუჯეტში აისახება წლის განმავლობაში სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული მიზნობრივი გრანტები.

ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის კორექტირება ძირითადად დაკავშირებულია სხვადასხვა სამინისტროების ზოგიერთი პროგრამის დეფიციტის დაფინანსებასთან. აღნიშნული დეფიციტები გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ წლის განმავლობაში ამ პროგრამების ასიგნებები შემცირდა და მიიმართა სხვა პროგრამების დასაფინანსებლად, რის შედეგადაც ამ ეტაპზე განათლების სამინისტროს არ აქვს საკმარისი რესურსი დეკემბერში საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასების დასაფინანსებლად; სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბიუჯეტით დაგეგმილთან შედარებით მეტი მოცულობით თანხები მიმართა რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების დასაფინანსებლად და არ აქვს რესურსი სახელმწიფო ხაზინიდან აღებული მოკლევადიანი სესხის დასაფარად.

გარდა დეფიციტური პროგრამების დაფინანსებისა, ბიუჯეტის გაანალიზების შემდგომ შესაძლებელი გახდა თავისუფალი რესურსის გამონახვა, რომელიც უკვე მიმდინარე წელსვე მიიმართება ახალი მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტის - სოფლის მეურნეობის დამატებით დასაფინანსებლად.

ჟორჟოლიანმა, ჯაფარიძემ, მაისურაძემ, კარბელაშვილმა, სამხარაულმა, ტყემალაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა ღია კენჭისყრით, ერთხმად მიიღო შესაბამისი დაგაწყვეტილება (დანართი 11).

 

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                                     ზურაბ ტყემალაძე

 

 

სხდომის მდივანი:                                               რამაზ ყანჩაველი

(დანართი 1)

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

საქართველოს საჰაერო კოდექსში

ცვლილების შეტანის შესახებ

 

 

მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

             1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი:

             „საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში სპეციალური რეისი – სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების გადაყვანისთვის განკუთვნილი რეისი.“.

 

             2. მე–8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარის მე-4 ნაწილი:

             „4. სამოქალაქო ავიაციაში სპეციალური რეისების შესრულების პროცესებში ჩართული უწყებების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებამოსილებები და ამ რეისების განხორციელებასთან დაკავშირებული შესაბამისი პროცედურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტით „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

            

           მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                       მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

(დანართი 2)

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

   საქართველოს საჰაერო კოდექსში

ცვლილების შეტანის შესახებ

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

ზურაბ ტყემალაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 


 

 

 

 

(დანართი 3)

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

მაუწყებლობის შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. საქართველოს კანონშიმაუწყებლობის შესახებ (სსმ, №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

  1. 1.კანონის მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ)“ და „ო)“ ქვეპუნქტები:

 

„ნ) უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური ძირითადი მიმართულებების, მათ შორის საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია;

 

ო) უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ.“

 

  1. 2.კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

1.           სამეურვეო საბჭო განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროგრამულ პრიორიტეტებს საქართველოს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებების, მათ შორის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისა და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მოვლენების, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების, მაუწყებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით.

 

  1. 3.კანონის 30-ე მუხლის „ა)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

ა) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-20 მუხლების გათვალისწინებით განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს;

  1. 4.კანონის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

           2. საზოგადოებრივი მაუწყებელი, აგრეთვე სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულ არიან ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 1 საათში არანაკლებ 60 წამისა, საიდანაც საზოგადოებრივი მაუწყებელი და აგრეთვე სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულ არიან 10 წამი დაუთმო სოციალურ რეკლამას საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ხოლო მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს სოციალური რეკლამის სახით მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტებისა და მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცედურების შესახებ. ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი და მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

) საარჩევნო უბნების მისამართები;

) არჩევნების თარიღი;

) საარჩევნო საპროცედურო უფლებები და მოვალეობები.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                           მიხეილ სააკაშვილი

 


 


 

 

 

(დანართი 4)

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

   „მაუწყებლობის შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

ზურაბ ტყემალაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 


 

 

 

 

(დანართი 5)

 

 

საქართველოს პარლამენტის

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა კომიტეტს

 

ასლი:         საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

   საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07–2/3-11; 20.11.12).

 

კომიტეტს გააჩნია შენიშვნები კანონპროექტით წარმოდგენილი 31 მუხლის პირველ და მე-4 ნაწილების მიმართ, კერძოდ:

1. 31 მუხლის პირველ ნაწილში არსებულ ჩამონათვალს დაემატოს „დამსაქმებელთა გაერთიანება“;

2. სოციალური დიალოგის პირობებში ყველა დამსაქმებლისა და დასაქმებულის თანაბარი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია კანონპროექტის 31 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი ფორმულირებით:

4.სოციალურ პარტნიორებს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე მოქმედებს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია, რომელიც ანგარიშვალდებულია სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის - სა­ქარ­თ­ვე­ლოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინაშე და მის შემადგენლობაში შედიან საქართველოს მთავრობის, საქართველოს დამსაქმებელთა გაერთიანებებისა და საქართველოს პროფესიული გაერთიანებების წარმომადგენლები.“.

 

აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტმა კანონპროექტი მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის.

 

 

 

ზურაბ ტყემალაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 


 

 

 

 

(დანართი 6)

 

საქართველოს პარლამენტის

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს

 

ასლი:              საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტებზე

   „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში

ცვლილების შეტანის თაობაზე“

და

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თობაზე“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07–2/3-12; 20.11.12).

კომიტეტს გააჩნია შემდეგი შენიშვნები და წინადადებები.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის მიმართ:

კომიტეტს მიაჩნია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553-ე მუხლში გამოყენებული ტერმინი „სავაჭრო ობიექტი“ დაზუსტდეს და სათანადოდ აისახოს კანონპროექტით.

 

ვინაიდან ტერმინი „სექსუალური ხასიათის პროდუქცია“ განმარტებულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში, სადაც იგი ასეთი პროდუქციის მხოლოდ რეკლამას კრძალავს და ვერ ემსახურება არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისაგან სხვაგვარ დაცვას უმჯობესია გამოყენებული იქნას ტერმინი „პორნოგრაფიული და ეროტიული ხასიათის პროდუქცია“, რომელიც თავისი შინაარსით უფრო შეესაბამება კანონპროექტით შემოთავაზებულ რეგულაციებს. მითუმეტეს, სწორედ ამ ტერმინს იყენებენ ევროკავშირის ქვეყნები.

 

კომიტეტს მიაჩნია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553-ე მუხლში გამოყენებული ტერმინი „ სავაჭრო ობიექტი“ დაზუსტდეს და სათანადოდ აისახოს კანონპროექტით.

 

მიზანშეწონილია სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაცია განხორციელდეს მხოლოდ სპეციალურ მაღაზიებში (მაგ. დაბურული მინებით, სადაც მინიშნებულია, რომ არასრულწლოვანთა შესვლა აკრძალულია და სხვა).

 

“რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

მოქმედ კანონში გაწერილი აკრძალვები, რაც ვრცელდება ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამაზე, სასურველია გავრცელდეს სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეკლამაზეც.

ამიტომ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-81 მუხლს უნდა დაემატოს 11 და 12 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„11 აკრძალულია სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეკლამის ნებისმიერი სახით გავრცელება ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების გამზირებზე, ხიდებზე, მოედნებზე(და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე 20 მეტრის ფარგლებში) და სატრანსპორტო საშუალებებზე.

12 აკრძალულია სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეკლამის მიმართვა უშუალოდ არასრულწლოვნებისადმი, აგრეთვე ასეთი რეკლამის ნებისმიერი სახით გავრცელება არასრულწლოვნთათვის გათვალისწინებულ კინო-და ვიდეომომსახურებაში, რადიო-და ტელეგადაცემებში, ბეჭვდით გამოცემებში.“.

ასევე ამ მუხლის მეორე პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის „1“, ‘11“ და „12“ პუნქტებით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება სექსუალური ხასიათის სამკურნალო-პროფილაქტიკურ საშუალებებსა და სამედიცინო ნაწარმზე, თუ ეს აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული პროდუქციის რეკლამა განთავსება და გავრცელება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

 

შემოთავაზებული კანონპროექტებების ეფექტურად განხორციელებისათვის, რადგან მათი მიღების მიზანი არასრულწლოვანთათვის ჰარმონიული ფიზიკური, ფსიქიკური და მორალური განვითარებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნაა, საჭიროა არასრულწლოვანების სექსულაური ხასიათის პროდუქციის მავნე ზეგავლენისაგან დაცვის რეგულაციები განისაზღვროს „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითაც.

 

აღნიშნული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით კომიტეტმა კანონპროექტები მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის.

 

 

 

 

ზურაბ ტყემალაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 


 

 

 

(დანართი 7)

 

საქართველოს პარლამენტის

იურიდიულ საკითხთა კომიტეტს

 

ასლი: საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

  

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში

ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07–3/19; 29.11.12) და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის.

 

 

ზურაბ ტყემალაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

(დანართი 8)

 

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს

 

ასლი საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

დ ა ს კ ვ ნ ა

კანონპროექტებზე

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,

„დაზღვევის შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების   შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,

„უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხეშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის 2012 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების   შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07–3/23; 29.11.12).

 

კომიტეტს გააჩნია შენიშვნა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიმართ.

 

კერძოდ, ფინანსური დასაბუთების ნაწილში არსებობს შეუსაბამობა.

ბ.გ. პუნქტის თანახმად, კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, მაშინ როცა, ბ.ა. პუნქტიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიღება იწვევს ბიუჯეტიდან 700 (შვიდასი) ათასი ლარის გამოყოფას.

 

ასევე, სასურველია, კანონპროექტების სათაურები ჩასწორდეს ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

აღნიშნული შენიშვნისა და წინადადების გათვალისწინებით კომიტეტმა კანონპროექტები მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის.

 

 

 

ზურაბ ტყემალაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 


 

 

(დანართი 9)

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს

 

ასლი:         საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

   „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07–3/20; 29.11.12) და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის.

 

 

 

ზურაბ ტყემალაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

(დანართი 10)

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტს

 

ასლი:            საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის.

 

 

 

ზურაბ ტყემალაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

(დანართი 11)

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტს

 

ასლი:            საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

   „საქართველოს 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის.

 

 

 

ზურაბ ტყემალაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 
modules