სხდომის ოქმი N5

საქართველოს პარლამენტის

არგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის

კომიტეტის სხდომის 

ოქმი N5

 

. ქუთაისი,  20 ნოემბერი 2012 წ.

 

 

სხდომის თავმჯდომარე:    ზურაბ ტყემალაძე

 

სხდომის მდივანი:             რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:

 

 

 

 

 

 

პ. კვიჟინაძე, გ.   კარბელაშვილი, გ. გაჩეჩილაძე, თ. მაისურაძე, გ. მელაძე, გ. ჟორჟოლიანი, თ. ყაჭეიშვილი, გ. სამხარაული, მ. წერეთელი, ზ. ჯაფარიძე, ი. შერვაშიძე; ა. სულეიმანოვის ნაცვლად   -

გ. ვაშაძე.

აპარატის მუშაკები:

 

 

 

მოწვეული:

ი. გაბისონია, მ. მეტრეველი, გ. სირაძე, თ. ტეფნაძე, ვ. ქარუმიძე, თ. შაბაშვილი, თ. ჯაფარიძე.

 

ნათია მიქელაძე - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გიორგი თაბუაშვილი - ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ნუგზარ დუნდუა - იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ანდრო ლოლაძე - ფინანსთა სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

 

 

  

 

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი

 

  1. 1.საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ

/მომხ. ნათია მიქელაძე/

 

  1. 2.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2013 წლის ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტიდან გამომდინარე კანონპროექტები: „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

/მომხ. გიორგი თაბუაშვილი/      

 

  1. 1.განიხილეს:

 

 

 

 

 

 

 

ა   აზრი გამოთქვეს:

მოხსენება  საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებსაქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმების თაობაზე;

 

 

კარბელაშვილმა, მიქელაძემ, დუნდუამ, ტყემალაძემ;

 

აღინიშნა, რომ საფუძვლიან გაურკვევლობას წარმოშობს დოკუმენტზე თანდართული, იუსტიციის სამინისტროს შენიშვნის ის პუნქტი, სადაც მითითებულია შეთანხმებაზე ხელმომწერის უფლებამოსილების გაფორმების კანონზომიერაბის თაობაზე.

 

    გადაწყვიტეს:

შეთანხმების განხილვა გადაიდოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პოზიციის   წარმოდგენამდე.

 

  1. 2.განიხილეს:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ა   აზრი გამოთქვეს:

მოხსენება „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2013 წლის ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტიდან გამომდინარე კანონპროექტების შესახებ (დანართი 1).

 

ჯაფარიძემ, ვაშაძემ, ჟორჟოლიანმა, კარბელაშვილმა, გაჩეჩილაძემ, მაისურაძემ, ტყემალაძემ.

 

      გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 2).

 

 

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                                   ზურაბ ტყემალაძე

 

სხდომის მდივანი:                                           რამაზ ყანჩაველი

 

 

 
 

 

დანართი 1

 

მოხსენება

„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

კანონპროექტების შესახებ

 

აღინიშნა, რომ „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის შემუშავება განაპირობა ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების პროგრამულ დაგეგმვაზე გადასვლამ. პროგრამულ ფორმატზე გადასვლა იწვევს საბიუჯეტო პროცესში გარკვეული ცვლილებების შეტანის აუცილებლობას ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებთან მიმართებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომზადდა წინამდებარე კანონის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს პროგრამული ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებული საკითხების მარეგულირებელი დებულებების ასახვას საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში.

 

წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგი სახის ცვლილებებს:

ა) კოდექსის მე-8 მუხლში საბიუჯეტო კლასიფიკაციის განმარტებას დაემატა, რომ პროგრამული კლასიფიკაცია მათ შორის მოიცავს საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებს ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტისთვის, აღნიშნული ხასიათის ცვლილების გათვალისწინება ხდება ამავე კოდექსის მე-9 მუხლშიც;

 

ბ) კოდექსის 76-ე მუხლის მე-4 ნაწილში განისაზღვრა, რომ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების პრიორიტეტების დოკუმენტი პრიორიტეტბთან ერთად მოიცავს მათ ფარგლებში განსახორციელებელ პროგრამებს/ქვეპროგრამებს, ასევე მათ შესრულების შეფასების ინდიკატორებს.

გ) კოდექსის 77-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებით განისაზღვრება, რომ ვინაიდან ბიუჯეტის პრიორიტეტების ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამების/ქვეპროგრამების მოსალოდნელი შედეგები და მათი შესრულების შეფასების ინდიკატორები წარმოდგენილი იქნება პრიორიტეტების დოკუმენტში, შესაბამისად ბიუჯეტში წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ამ პროგრამების/ქვეპროგრამების აღწერა და დაფინანსების მოცულობები;

დ) 891-ე, 92-ე და 98-ე მუხლებში განხორციელებული ცვლილებები არეგულირებს საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელების შემოღებასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის გადასახდელებში ერთიანდება ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდები და სხვა სახის ფონდები, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერები და ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვის ღონისძიებები, რომლებსაც საბიუჯეტო კოდექსი ისედაც ითვალისწინებდა, ცვლილებით ხორციელდება ამ ტიპის გადასახდელების საერთო ქუდის ქვეშ მოქცევა, მსგავსად სახელმწიფო ბიუჯეტის მაგალითისა.

ე) კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნტი, მე-14 მუხლის მე-3 ნაწილი, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 39-ე მუხლის მე-7 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით, რაც ემსახურება ტექნიკური ხასიათის ცვლილებების გატარებას;

ვ) აღნიშნული პროექტით ცვლილება ასევე შედისსაქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კანონი პირველი მუხლის მე-19 ნაწილ, რაც გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 92-ე მუხლის ის რედაქცია, რომელიც უნდა ამოქმდებულიყო ზემოაღნიშნული ცვლილების საფუძველზე 2013 წლის 1 იანვრიდან ასევე საჭიროებს შესაბამისი შინაარსის ცვლილებების გატარებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებკანონპროექტის მიზანს წარმოადგენს საშემოსავლო გადასახადის, აგრეთვე შემოსავლის ისეთ სახეებზე, როგორიცაა პროცენტი, დივიდენდი და როიალტი საშემოსავლო გადასახადის დღეის მდგომარეობით არსებული განაკვეთის შენარჩუნება და საშემოსავლო გადასახადით დაუბეგრავი მინიმუმის შემოღება.

 

საშემოსავლო გადასახადის 20 პროცენტიანი განაკვეთის 2%-ით და შემდგომ 2014-წლიდან დამატებით 3%-ით შემცირება ძირითადად გავლენას ახდენს და აუმჯობესებს მაღალი შემოსავლების მქონე ფიზიკური პირების ფინანსურ მდგომარეობას და არსებით გავლენას ვერ იქონიებს პირებზე, რომლებსაც აქვთ შედარებით დაბალი შემოსავლები.

დაუბეგრავი მინიმუმის შემოღებით და მოსარგებლე პირთა კატეგორიის განსაზღვრით, შეღავათი გახდება სოციალურად მიზანმიმართული ამასთან აღნიშნული შეღავათით სარგებლობის საშუალება ექნება დაქირავებულთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 2/3-ს .

 

კანონპროექტის შესაბამისად ფიზიკურ პირს ექნება შესაძლებლობა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან ყოველწლიურად გამოქვითოს 1800 ლარი, თუ მისი წლიური ხელფასი არ აღემატება 6000 ლარს. დაუბეგრავი მინიმუმის გამოყენება მოხდება დაქირავებული ფიზიკური პირის მიერ საგადასახადო ორგანოში საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის წარდგენის გზით გადასახადის გადაანგარიშებისა და უკან დაბრუნების მოთხოვნით.

დაქირავებული ფიზიკური პირი თვითონ დაიბრუნებს ბიუჯეტიდან დამქირავებლის მიერ დაუბეგრავი მინიმუმის ოდენობის ხელფასის გაცემისას დაკავებულ საშემოსავლო გადასახადს.

თუ ფიზიკური პირი დამატებით სარგებლობს საშემოსავლო გადასახადში დაწესებული შეღავათით, აღნიშნული შეღავათი არ შთანთქავს დაუბეგრავი მინიმუმის გამოყენების უფლებას, და მისი გამოქვითვა მოხდება შეღავათის გამოყენების შემდგომ დარჩენილი შემოსავლიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულის განხორციელების მიზნით:

  • კოდექსს ემატება 811 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს დაუბეგრავი მინიმუმის გამოყენების პრინციპებს.
  • 153-ე მუხლს ემატება 41 ნაწილი სადაც მიეთითება, რომ ფიზიკურ პირს, შეუძლია წარადგინოს დეკლარაცია ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლების გამოყენების მიზნით.

ამასთან, კანონპროექტის შესაბამისად 2013 წლის პირველი იანვრიდან შემდგომ საგადასახადო პერიოდებში:

საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი არ შემცირდება და შენარჩუნდება დღეის მდგომარეობით არსებული 20%-იანი გადასახადის განაკვეთი;

გადახდის წყაროსთან დაბეგვრის 5%-იანი გადასახადის განაკვეთი შენარჩუნდება დივიდენდის და პროცენტის სახით მიღებულ შემოსავლებზე, ხოლო როიალტის სახით მიღებული შემოსავალი გადახდის წყაროსთან დაიბეგრება 20%-იანი განაკვეთით.

სწორედ საშემოსავლო გადასახადში განაკვეთების შენარჩუნების მიზნით ცვლილებები შედის 81-ე, 130-ე, 131-ე და 132-ე მუხლებში, ხოლო 309-ე მუხლის გარდამავალი დებულებებიდან ხორციელდება პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების ამოღება.

უქმდება 309-ე მუხლის 43-ე ნაწილი, რომელიც ითვალისწინებდა 45 წლიდან 60 წლამდე ას­ა­კის პირის მიერ ხელფასის სა­ხით მიღებული შემოსავალის ახალ სამუშაო ადგილზე დაქირავებით მუშაობის და­წყე­ბიდან ერთი წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათასუფლდებას, იმ პირობით, რომ პირმა სამუშაო ადგილზე დაქირავებით მუ­შაობა დაიწყო 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 ივლისამდე და მუშაობის დაწ­­ყებამდე 3 თვის განმავლობაში უმუშევარი იყო.

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მიზანია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის“ შესახებ კანონშიც აისახოს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული დებულება, რომელიც გულისხმობს საქართველოს მთავრობისათვის უფლებამოსილების მინიჭებას, განსაზღვროს იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ნუსხა, რომლებიც ვალდებულნი იქნებიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეათანხმონ თავიანთი წლიური ბიუჯეტები და საშტატო ნუსხები. ასევე კანონით განისაზღვრება, რომ საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელი იქნება ამ ორგანიზაციების ანგარიშებზე არსებული თავისუფალი ნაშთის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვა.

 

წარმოდგენილი კანონპროექტით კანონის მე-12 მუხლს ემატება მე-4 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტების და საშტატო ნუსხების შეთანხმებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან.

ასევე, კანონის მე-13 მუხლს ემატება 22 პუნქტი, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელი იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირების დეპოზიტებზე არსებული თავისუფალი ნაშთის მიმართვა სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

მე-13 მუხლის მე-3 პუნქტში სწორდება არსებული ხარვეზი, რომელიც გულისხმობდა მითითებას საკანონმდებლო აქტზე, რომელიც ძალადაკარგულია. 

 

 

 

დანართი 2

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს

 

ასლი:         საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტებზე

„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

და

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2013 წლის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე კანონპროექტები: „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 

კანონპროექტების მიმართ კომიტეტს გააჩნია შემდეგი სახის შენიშვნები და წინადადებები:

კანონპროექტზე „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“: 

  1. 1.„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ წამოდგენილი ცვლილება (კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტი) ახდენს „უნივერსალობის“ დეფინიციის კორექტირებას (მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი) და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მიღებული შემოსულობების შენარჩუნება თავისი მიზნებისათვის დასაშვები ხდება, აგრეთვე, არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიულ პირთათვის. 

ბიუჯეტის უნივერსალურობის პრინციპს ასევე განსაზღვრავს კანონი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“. სასურველია, აღნიშნული აისახოს ამ კანონშიც. 

  1. 2.კანონის პროექტის პირველი მუხლის მე-14 პუნქტით იცვლება „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 92-ე მუხლის მე-6 ნაწილი, რომელიც მოქმედ რედაქციაში არ არის ასახული და ძალაში შედის 2013 წლის 1 იანვარს. 

„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 92-ე მუხლს ემატება ასევე მე-7 ნაწილი, მაშინ როდესაც, როგორც აღინიშნა, მე-6 ნაწილი ჯერ არ არის ძალაში შესული. კანონპროექტით(მუხლი 2) წარმოდგენილია კანონში „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ანალოგიური ცვლილება, კერძოდ, 92-ე მუხლის ახალი რედაქცია. მართებულია, კანონპროექტის პირველი მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტები ამოღებულ იქნეს და დარეგულირდეს მხოლოდ ზემოხსენებული ცვლილებით. 

  1. 3.მიზანშეწონილია, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონში წარმოდგენილი ცვლილება (მუხლი 2) ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, რადგან თვითონ ეს კანონიც ძალაში შედის 2013 წლის 1 იანვარს. შესაბამისად, უნდა შეიცვალოს კანონპროექტის მე-3 მუხლი. 

კანონპროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“: 

  1. 4.კანონის პროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით შემოთავაზებული 811 მუხლის პირველი ნაწილი საჭიროებს დახვეწას. ცვლილების თანახმად, ფიზიკური პირი „უფლებამოსილია ამ შემოსავლიდან გამოქვითოს დაუბეგრავი მინიმუმი“. სავარაუდოდ უნდა მიეთითოს, რომ ფიზიკურ პირი „უფლებამოსილია მოითხოვოს“ თანხის გამოქვითვა. მიზანშეწონილია, სხვა სახით ჩამოყალიბდეს პირველი ნაწილის დისპოზიცია. 
  1. 5.811 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვა ხდება ფიზიკური პირის მიერ საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე. უნდა აღინიშნოს, რომ შეღავათი ვრცელდება დაბალშემოსავლიან ფიზიკურ პირებზე და მათ მიერ საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენა, წინასწარი გაფთხილების და სათანადო ინფორმირებულობის გარეშე, ნაკლებად სავარაუდოა. ამასთან, პროექტის თანახმად, თანხის დაბრუნების მოთხოვნა პირს შეუძლია წარადგინოს მხოლოდ წლის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ. 

მიზანშეწონილია დაიხვეწოს და შეძლებისდაგვარად დეტალურად გაიწეროს თანხის დაბრუნების წარმოდგენილი მექანიზმი, რითაც მაქსიმალურად მოხდება გადამხდელის ინტერესების დაცვა. 

  1. 6.811 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის და თანხის დაბრუნების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. მიზანშეწონილია, აღნიშნული აისახოს გარდამავალ დებულებებში და მიეთითოს ზემოხსენებული წესის შემუშავების და მიღების ვადა. 

კანონპროექტზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“: 

  1. 7.„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის არსებული რედაქციით სახელმწიფო (ავტონომიური რესპუბლიკის) ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრისას საჭიროებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობას. შემოთავაზებული ცვლილებით, მთავრობას ენიჭება ასევე უფლებამოსილება განსაზღვროს იმ სსიპ-ების ნუსხა, რომლებიც ვალდებულები იქნებიან „საშტატო ნუსხები“ შეათანხმონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან. აქედან გამომდინარე, რომ არ მოხდეს ცალკეული სსიპ-ებისთვის საშტატო ნუსხების დამტკიცება ორ უწყებასთან, ასევე არ მოხდეს ტერმინოლოგიური უზუსტობა საშტატო ნუსხას, საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს შორის, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ კანონის 12-ე მუხლის პირველი პუნქტის ‘დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„დ) საშტატო ნუსხის განსაზღვრა, გარდა ამ კანონის 12-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“ 

  1. 8.„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონში შემოთავაზებული ცვლილებით არ არის განსაზღვრული ის კრიტერიუმები, რომლითაც მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას თუ რა შემთხვევაში და რომელი სიპების ანგარიშზე განთავსებული თავისუფალი ნაშთი მიიმართოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 აღნიშნული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით კომიტეტმა წარმოდგენილი კანონის პროექტები მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის. 

 

 

 

ზურაბ ტყემალაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 
modules