სხდომის ოქმი N3

საქართველოს პარლამენტის

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის

კომიტეტის სხდომის 

ოქმი N3

 

ქ. ქუთაისი,  6 ნოემბერი 2012 წელი

 

სხდომის თავმჯდომარე:        ზურაბ ტყემალაძე

 

სხდომის მდივანი:              რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

 

კომიტეტის წევრები:

პ. კვიჟინაძე, გ. კარბელაშვილი, გ. გაჩეჩილაძე, ვ. ლემონჯავა, თ. მაისურაძე, გ. მელაძე, გ. ჟორჟოლიანი, გ. სამხარაული, თ. ყაჭეიშვილი, ი. შერვაშიძე, მ. წერეთელი, ზ. ჯაფარიძე;

აპარატის მუშაკები:

   თ. შაბაშვილი, თ. ტეფნაძე, გ. სირაძე, მ. მეტრეველი, ვ. ქარუმიძე, ი. გაბისონია, თ. ჯაფარიძე.

მოწვეულები:

ნათია მიქელაძე - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, დავით ებრალიძე - ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სერგო ბირკაძე - ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

 

 

დღის წესრიგი

 

  1. 1.საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმება საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ

/მომხ.ნათია მიქელაძე/

 

  1. 2.საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი  საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დადებული შეთანხმება „საქართველოში „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის „ახალქალაქი-ყარსის“ მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის ხელშეწყობის შესახებ“

/მომხ. დავით ებრალიძე/

 

  1. 3.საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი „ცვლილება ნომერ სამი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ 2010 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულებაში (ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის)“

/მომხ. დავით ებრალიძე/

 

1.განიხილეს:

მოხსენება საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმება   საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ.

 

აღინიშნა რომ, შეთანხმების თანახმად, ავიასაწარმოებს ეძლევათ საშუალება დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები და ტევადობა. სიხშირე დამოკიდებული იქნება არსებული პერიოდისათვის საავიაციო ბაზარზე არსებულ მოთხოვნაზე, საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც შესაძლოა განხორციელდეს საჰაერო მიმოსვლა.

შეთანხმება ასევე არეგულირებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა, ქვეყნებს შორის განრიგების დამტკიცება, შესვლისა და გაფორმების რეგულირება, ტარიფების დადგენა, საბაჟო და სხვა გადასახდელებისგან გათავისუფლება, ფრენის უსაფრთხოება, საავიაციო უშიშროება და ა.შ.

 

წარმოდგენილი შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვლება საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის დარგში 1995 წლის 19 ივნისის შეთანხმება.

აზრი გამოთქვეს:

კარბელაშვილმა, ტყემალაძემ;

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 1).

2. განიხილეს:

მოხსენება            საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი     საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დადებული შეთანხმება „საქართველოში „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის „ახალქალაქი-ყარსის“ მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის ხელშეწყობის შესახებ“

 

აღინიშნა რომ, 2012 წლის 3 სექტემბერს, ქ. სტამბოლში ხელი მოეწერა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის „საქართველოში „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის „ახალქალაქი-ყარსის“ მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის ხელშეწყობის შესახებ“ შეთანხმებას.

შეთანხმების მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ტერიტორიაზე „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას, „ახალქალაქი-ყარსის“ გვირაბის მშენებლობის განმავლობაში საზღვრებს შორის საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და პერსონალის გადაადგილების გამარტივების მეშვეობით.

შეთანხმების დებულებების მიმართ, აღსანიშნავია შემდეგი გარემოებები:

-                      პროექტის შესაბამისად (მე-3 მუხლი), საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ან საქართველოს ტერიტორიიდან გატანილი საქონელი თავისუფლდება ყველა სახის გადასახადისგან;

 

-                      შეთანხმების მე-4 და მე-5 მუხლის დებულებებით განსაზღვრულია საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და პერსონალისათვის დადგენილი საზღვრის გადაკვეთის გამარტივებული პროცედურები;

 

-                      მშენებლობის დროს წარმოქმნილი დავების გადაჭრის, კონსულტაციების გამართვის, ასევე შეთანხმებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად ერთობლივი კომისიისა და სამუშაო ჯგუფების შექმნის საკითხებს არეგულირებენ პროექტის მე-7 და მე-8 მუხლის დებულებები.

აზრი გამოთქვეს:

გაჩეჩილაძემ, ჯაფარიძემ, ჟორჟოლიანმა, ტყემალაძემ;

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 2).

3.განიხილეს:

მოხსენება საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილიცვლილება ნომერ სამი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ 2010 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულებაში (ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის)“.

 

აღინიშნა რომ, „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ 2010 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულების (ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის)“ 2012 წლის 28 სექტემბერს ხელმოწერილი მესამე ცვლილება ითვალისწინებს:   USAID-ის მიერ ნაკისრი ვალდებულების მთლიანი თანხის გაზრდას $400,000-ით, $128,012,670-დან $128,412,670-მდე „შემუშავებისა და ზედამხედველობის“ კომპონენტის ნაწილში, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს USAID-ის მიერ საინჟინრო და ტექნიკური დახმარების გაწევას გაზისა და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის პროექტებისათვის, ასევე, ტექნიკური დახმარების გაწევას გაზისა და ელექტროენერგიის სფეროში მოქმედი სახელმწიფო კომპანიებისათვის, შესაბამისად პროექტის დასრულების ვადა გადაიწევს 2013 წლის 31 მარტიდან 2014 წლის 30 სექტემბრამდე.

აღნიშნულ ცვლილებაზე წარმოდგენილია იუსტიციის, ფინანსთა, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებისა და ეროვნული ბანკის დადებითი დასკვნები.

აზრი გამოთქვეს:

გაჩეჩილაძემ, კარბელაშვილმა, ტყემალაძემ;

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 3).

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                                                   ზურაბ ტყემალაძე

 

სხდომის მდივანი:                                                            რამაზ ყანჩაველი

დანართი 1

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

შეთანხმებაზე

საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის

საჰაერო მიმოსვლის შესახებ

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 6 ნოემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმება საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებისათვის. 

 

 

ზურაბ ტყემალაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

 

   

დანართი 2

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

შეთანხმებაზე

„საქართველოში „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის „ახალქალაქი-ყარსის“ მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის ხელშეწყობის შესახებ“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 6 ნოემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დადებული შეთანხმება „საქართველოში „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის „ახალქალაქი-ყარსის“ მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის ხელშეწყობის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებისათვის.

 

 

 

ზურაბ ტყემალაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

 

დანართი 3

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს

 

ასლი:         საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

რატიფიკაციისათვის წარმოდგენილ

„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ 2010 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულებაში (ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის)

ცვლილება ნომერ სამზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 6 ნოემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი ცვლილება ნომერ სამი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ 2010 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულებაში (ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის)“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებისათვის.

 

 

ზურაბ ტყემალაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

 
modules