| სხდომის ოქმი N8 |
|
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პილიტიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომის ოქმი N8 18 დეკემბერი 2012 წ. ქ. ქუთაისი 1200 საათი / საკომიტეტო მოსმენის დარბაზი #1/
სხდომას თავმჯდომარეობდა გია ჟორჟოლიანი (კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი)
სხდომის მდივანი: ბელა ქველაძე
სხდომას ესწრებოდნენ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები: გია ჟორჟოლიანი, ალი მამედოვი, გია თევდორაძე, რუსლან პოღოსიანი, როსტომ ხალვაში, დავით ბერძენიშვილი, თამაზ ჯაფარიძე, ზვიად ძიძიგიური, გურამ მისაბიშვილი, ანზორ ბოლქვაძე, სერგო ხაბულიანი;
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა კომიტეტის წევრები: ერეკლე ტრიპოლსკი (კომიტეტის თავმჯდომარე), გოჩა ენუქიძე, დავით ბეჟუაშვილი, ირმა ნადირაშვილი; მოწვეული სტუმრები: გიორგი ვილსკი - საქართველოს პარლამენტის წევრი; მურმან დუმბაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი; ანდრო ლოლაძე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; ნათია მიქელაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრის მოადგილე; დავით ებრალიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; ერთობლივი სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 12 წევრის დასწრებით. აპარატის თანამშრომლები: რამაზ ხიზანიშვილი, რაფიელ გელანტია, სულიკო ბეჟანიძე, ბელა ქველაძე, ნინო ქავთრაძე.
სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. გაერთიანებული კომიტეტების სხდომა გახსნა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძერმ და კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საერთო საკითხები: 1. saqarTvelos პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2012 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი ,,საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დაფინანსების შეთნხმება (რეგიონალური განვითარების მეორე პროექტი)“ (07-1/8; 07.12.12) momsxenebeli: დავით ებრალიძე (saqarTvelos ფინანსთა მინისტრის მოადგილე)
2 საქართველოს პარლამენტის წევრის მურმან დუმბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თობაზე“ (07-3/25; 03.12.12)(pirveli mosmena) მომხსენებელი: მურმან დუმბაძე (საქართვერლოს პარლამენტის წევრი) ერთობლივი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს: ფინანსთა მინისტრის მოადგილის დავით ებრალიძის ინფორმაცია saqarTvelos პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი 2012 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი ,,საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დაფინანსების შეთნხმებაზე (რეგიონალური განვითარების მეორე პროექტი).“ აღნიშნულ შეთანხმებას საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ხელი მოეწერა 2012 წლის 9 ნოემბერს, იგი ითვალისწინებს იმერეთის რეგიონში ურბანული, კომუნალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია- განვითარებას. ხელშეკრულების მიხედვით საერთაშორისო განვითარების ასოციაცია საქართველოს სესხის სახით გამოუყოფს 30 მლნ. აშშ დოლარს, სესხის ხანგრძლივობა 25 წელია, მათ შორის 5 წელი შეღავათიანია. წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 2%-ს. პროექტი ითვალისწინებს იმერეთის რეგიონის მაშტაბით ურბანული, კომუნალური და ტურისტული ინფასრუქტურის, პარკების, სკვერების, გზების, გარე განათების, მიწისქვეშა კომუნიკაციების და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და კეთილმოწყობას. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიების დაფინანსება: წყალტუბოს ურბანული რეგენერაცია, წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში შენობების აღდგენა, ასევე ცენტრალური პარკის და ტბა ,,ცივი“-ს ტერიტორიაზე ტურიზმთან დაკავშირებული მცირე ზომის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ირიგაციის სისტემის მოწყობა, გარე განათების სისტემის რეაბილიტაცია, წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში წყალმომარაგების სისტემის აღდგენა, წრიული გზის საფარის აღდგენა და saდრენაჟო სისტემების რეაბილიტაცია; ხელაშეკრულება ასევე ითვალისწინებს იმერეთის მაშტაბით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების (ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, გელათის მონასტერი, კაცხის სვეტი და კაცხის მონასტერი, უბისას მონასტერი, მოწამეთას მონასტერი) აღდგენა/რეაბილიტაციას და დამხმარე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას. რეგიონული განვითარების მეორე პროექტი წარმოადგენს რეგიონული განვითარების პროექტების ციკლის გაგრძელებას. პირველი პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონის განვითარებისთვის გამოყოფილი იქნა 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება ასევე შეღავათიანი პირობებით.
აზრი გამოთქვეს: გია თევდორაძე: მივესალმები საქართველოში ყველა რეგიონული პროექტების დაფინანსებას, მით უფრო იმერეთის რეგიონში. მაქვს შეკითხვა, რომელიც შეიძლება ზუსტად არ ეხება წარმოდგენილ რატიფიცირების აქტს, მაგრამ როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილეს შეიძლება ინფორმირებული იყოთ იმასთნ დაკავშირებით, რომ გასულ წელს წყალტუბოში დაგეგმილი იყო ინფასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელზეც, თუ არ ვცდები, გამოყოფილი იყო 100 მილიონი აშშ დოლარი, რაც შეეხება აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად გამოყოფილ 30 მილიონს, ეს ხომ არ არის იმ მთლიანი პროექტის შემადგენელი ნაწილი. თემურ მაისურაძე: მისასალმებელია ასეთ პროექტების განხორციელება, მაგრამ, სამწუხაროდ, როდესაც ქალაქების რეაბილიტაცია ხდება, პროექტებში გათვალისწინებული არ არის საზოგადოებრივი ტუალეტების მოწყობა; როდესაც საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ფაქტიურად არსად, არც ერთ რეგიონში, ეს საკითხი არ არის მოწესრიგებული. აქედან გამომდინარე აუცილებელია ასეთ პროექტებში ჩაიდოს ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში ტუალეტების მშენებლობის საკითხი. დავით ებრალიძე: წარმოდგენილი პროექტი და ზოგადად, მსგავსი პროექტები გრძელვადიანად იგეგმება, რასაც, შესაბამისად, თავისი წინაპირობები ახლავს. ამ პროექტის წინაპირობებს, როგორც ხედავთ, ახალი მთავრობა ეთანხმება. რაც შეეხება ტუალეტების კეთილმოწყობის საკითხს, ამ მხრივ ქვეყანაში გარკვეული სტრატეგია არსებობს, კერძოდ, ცალკეულ რეგიონებში ბენზინგასამართმა სადგურებმა უკვე ააშენეს კეთილმოწყობილი ტუალეტები. ეს საკითხი მნიშვნელოვანია და გათვალისწინებული იქნება სამომავლოდ. ასევე აზრი გამოთქვეს: გ. ვოლსკიმ, ზ. ტყემალაძემ; გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს saqarTvelos პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2012 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი ,,საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დაფინანსების შეთნხმება (რეგიონალური განვითარების მეორე პროექტის)“ პროექტის რატიფიცირებას. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის). ერთობლივი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა მურმან დუმბაძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, და ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თობაზე,“ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიღების მიზეზია ,,მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-19 პუნქტით დადგენილი ნორმის შეუსრულებლობა , რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობას არ აუგვიანეს 2011 წლის 1 ნოემბრისა უნდა მოემზადებივანა წინადადებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიის რეორგანიზაციის თობაზე, რაც დღემდე არ განხორციელებულა. როგორც ცნობილია, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და დაუშვებლად მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო იყოს მაუწყებლის მესაკუთრე. ამდენად, აჭარის ა/რ სახელმწიფო ტელევიზია აღნიშნული სტატუსით არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. ,,მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს ქვეყანაში მხოლოდ ერთ საზოგადოებრივ მაუწყებელის არსებობას, რაც ხელს უშლის აჭარის ა/რ სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის რეორგანიზებას საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, ხოლო ის ნორმა, რომ აჭარის ა/რ სახელმწიფო ტელევიზია არ შეიძლება გარდაიქმნას კერძო სამართლის იურიდიულ პირად, მოცემულია ამავე კანონის 76-ე მუხლის მე-18 პუნქტში. აღნიშნულიდან გამომდინარე, აჭარის ა/რ სახელმწიფო ტელევიზია უნდა გარდაიქმნას საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და შესაბამისად ცვლილება უნდა შეეხოს ჩანაწერს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, - საქართველოს მოქმედი საზოგაოებრივი მაუწყებელი არ უნდა იყოს ერთადერთი. პროექტის ძირითდ არსია ქვეყანაში მეორე საზოდგადოებრივი მაუწყებლის დაშვება და აჭარის ა/რ მიერ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნა. ასევე აუცილებელია დროებითი ნორმების მიღება, ვიდრე არ განხრციელდება აჭარის ა/რ კომპეტენციის გაზრდა ,,აჭარის ა/რ სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის გზით. კანონპროექტით წარმოდგენილი დროებითი ნორმების თნახმად, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის ძირითდი პრინციპები სრულად შეესაბამება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მაუწყებლისათვის დაწესებულ მოთხოვნებს, კერძოდ მისი ხელმძღვანელი ორგანოების არჩევა/ დანიშვნა/ დამტკიცება ხდება საჯარო კონკურსის გზით, ასევე გათვალისწინებულია არსებული სამაუწყებელი სიხშირეების რომ არსებული სამაუწყებლო სიხშირეების 1 სამაუწყებლო სიხშირეების (I სატელევიზიო და I რადიო) დაკანონება. საჟარო სამართლის იურიდიული პირი - აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი რეორგანიზაციის შემდეგ იქნება აჭარის სახელმწიფო ტელევიზიის სამართალმემკვიდრე. კანონპროექტით შემოდის ახალი ნორმა, რომლის თანახმადაც აჭარის ა/რ შეუძლია თვისი კანონმდებლობით შექმნას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ეს მუხლი ამოქმედდება მას შემდეგ, როდესაც ცვლილებები განხორციელდება საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ,,აჭარის ა/რ სტატუსუის შესახებ“).
აზრი გამოთქვეს: უმცირესობის წარმომადგენელმა გია თევდორაძემ დაზუსტებისათვის მიმართა კანონპროექტის ინიციატორს იმასთნ დაკავშირებით, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან იქნება გამოყოფილი თუ ცენტრალური ბიუჯეტიდან, ისევე, როგორც ფინანსდება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი? მურმან დუმბაძე: დაგიზუსტებთ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება განხორციელდება აჭარის ა /რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან. აჭარის ა/რ ბიუჯეტი არ არის კავშირში სახელმწიფო ბიუჯეტთან, ამჟამად მოქმედი ნორმით ამ წლის ბოლოს უნდა დასრულდეს რეგიონული ბიუჯეტის ფორმირება, სადაც მუხლობრივად გაიწერება საზოგადოებრივი მაუწყებლის თანხობრივი მონაცემები. ნათია მიქელაძე: წარმოდგენილი კანონპროექტი, განვიხილეთ ეკონომიკის სამინისტროში, და გვაქვს გარკვეულ სახის შენიშვნები, რომელიც ავსახეთ დასკვნაში. პირველ რიგში, სამართლებრივი კუთხით შენიშნვნა შეეხება საქართველოს კონტიტუციას, სადაც საუბარია, რომ სახელმწიფო უმაღლეს ორგანოთა განსაკუთრებულ განმგებლობას მიეკუთვნება კავშირგაბმულობაც. აჭარის ა/რ კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია და კონსტიტუციური კანონი ,,აჭარის სტატუსის შესახებ“ არ ითვალისწინებს, რომ კავშირგაბმულობაც იყოს მათთვის მიკუთვნებული. ასევე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, -ზოგადად, საერთაშორისო პრაქტიკით საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი არსით უნდა ფარავდეს და მოიცავდეს ქვეყნის დაახლოებით 90%-ს. ჩნდება კითხვა, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ თვითონ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ამას განახორციელებს? სამწუხაროა, რომ კანონზე მუშაობის დროს არ გამართულა შესაბამისი კონსულტაციები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის დეპარტამენტის სპეციალისტებთან. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ 2015 წლიდან ქვეყანა გადადის ციფრულ მაუწყებლობაზე, ამდენად, როგორც სპეციალისტებს მიაჩნიათ, შესაძლოა პრობლემები შეიქმნას სიხშირეთა გამოყენების თვალსაზრისითაც. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პოზიცია არის უარყოფითი. მურმან დუმბაძემ აღნიშნა, რომ დღეს არსებული აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის სტატუსი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და ეს ხარვეზი უნდა გამოსწორდეს. ამდენად, არ ვთვლი მიზანშეწონილად კანონპროექტის დაჩქარებულ განხილვას. გიორგი ვოლსკი: მინდა აღვნიშნრო, რომ ამოცანა ერთია,-აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტი, როგორც სახელმწიფო სტრუქტურა, უნდა გადაკეთდეს დემოკრატიულ საზოგადოებრივ მაუწყებლად. დ. ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ უნდა მოიძებნოს ისეთი ფორმები, რომ აჭარაში შეიქმნას ნორმალური რეგიონული ტელევიზია, რომელიც უშუალოდ არ იქნება აჭარის მთავრობის დაქვემდებარებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმის მიუხედავად თუ როდის და რომელი პოლიტიკური ძალა მოვა ხელისუფლებაში; აჭარაში გვაქვს კარგი სასტარტო პირობები რეგიონული ტელევიზიის არსებობისთვის, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ ისეთ მოდელის შექმნა, რომელიც სამართლებრივ სივრცეში მოექცევა. მითუმეტეს, როცა 2014 წლისთვის ჩვენ ვფიქრობთ მეორე დონის თვითმმართველობის შექმნას, რაც პრაქტიკულად რეგიონალიზმზე გადასვლას ნიშნავს. გამომდინარე აქედან, ბუნებრივია, მსგავსი საკითხები სხვა რეგიონებშიც დაისმება. ამიტომ იდეას ვეთნხმები, მაგრამ საჭიროდ მიმაჩნია სამუშო რეჟიმში გავიაროთ კონსულტაციები, რათა წარმოდგენილი პროექტი სრულ შესაბამისობაში მოვიდეს საქართველოს კანონმდებლობასთნ და საერთშოროისო სტანდარტებთნ. ამ ეტაპზე, შესაძლოა, აჭარის უმაღლესმა საბჭომ დაიწყოს შესაბამისი პროცედურები, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს აჭარის სახელმწიფო ტელევიზიის ოპტიმალური რეორგანიზაცია, სანამ ის სამართლებრივად მათ დაქვემდებარებაშია. ზურაბ ტყემალაძე: მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რომ გაგრძელდეს კოსულტაციები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სპეციალისტებთან, რათა წარმოდგენილი კანონპროექტი სამართლებრივი კუთხით შესაბამისობაში მოვიყვანოთ საქართველოს კანონმდებლობასთან. გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტს მიაჩნია, რომ - წარმოდგენილი კანონპროექტების საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვამდე საჭირო იქნება კანონპროექტის ინიციატორმა სთანადო კონსულტაციები ჩაატაროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნული კომისიის სპეციალისტებთნ.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გ. ჟორჟოლიანი
სხდომის მდივანი ბ. ქველაძე |






