სხდომის ოქმი N7

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპროცედურო საკითხთა და წესების და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივი

სხდომის       ოქმი N7

                                                                                          7 დეკემბერი 2012 წ.

                                                                                                                           ქ. ქუთაისი

                                                                                                                        1500 საათი          

                                                                                  /საკომიტეტო მოსმენების დარბაზი დარბაზი #4|

 

 

სხდომას თავმჯდომარეობდა                                ერეკლე ტრიპოლსკი

                                                                               (კომიტეტის თავმჯდომარე)

                                                        

 

სხდომის მდივანი:                                                    ბელა ქველაძე

 

სხდომას ესწრებოდნენ რეგიონული პოლიტიკისა

და თვითმმართველობის კომიტეტს წევრები:

ერეკლე ტრიპოლსკი (კომიტეტის თავმჯდომარე), გია ჟორჟოლიანი, ალი მამედოვი, გია თევდორაძე, რუსლან პოღოსიანი, როსტომ ხალვაში, დავით ბერძენიშვილი, თამაზ ჯაფარიძე, ზვიად ძიძიგიური, გურამ მისაბიშვილი, გოჩ ენუქიძის ადგილმონაცვლე გიორგი ვაშაძერ, ანზორ ბოლქვაძე, სერგო ხაბულიანი;

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ

ესწრებოდა კომიტეტის წევრი:  ირმა ნადირაშვილი;

 

აპარატის თანამშრომლები ვლადიმერ ჯიშიაშვილი (აპარატის უფროსი), რამაზ ხიზანიშვილი, რაფიელ გელანტია, ხათუნა ხვიჩია, სულიკო ბეჟანიძე, ბელა ქველაძე, ნინო ქავთრაძე;

ერთობლივი სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წევრების დასწრებით.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის თანამშრომლები, ასევე მასმედიის წარმომადგენლები.

 

მოწვეული სტუმარი: ზვიად ძიძიგური

 

გაერთიანებული კომიტეტების სხდომა გახსნა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირინე იმერლიშვილმა და გააცნო კომიტეტის წევრებს ერთობლივი სხდომის დღის წესრიგი (პროექტი):

1.საქართველოს პარლამენტის წევრის ზვიად ძიძიგურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილისაქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებრეგლამენტის პროექტი და მისგან გამომდინარესაქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებსაქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ დადგენილების პროექტის განხილვა    (პირველი მოსმენა)

მომხსენებელი: ზვიად ძიძიგური /საქართველოს პარლამენტის წევრი/

ერთობლივი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან  დაკავშირებით მოისმინეს:

ზვიად ძიძიგურის მოხსენება, რომლის თანახმადაც წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიღების მიზეზია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ “ საქართველოს კანონის ნორმებთან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისობაში მოყვანა, კონკრეტულად, ცვლილებების შეტანა რეგლამენტის მე-19 მუხლში. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ თვითმმართველი ერთეული თავისუფლდება ვალდებულებისაგან დააფინანსოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრისა და მისი ბიუროს საქმიანობა. შესაბამისად, ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის N2714-1ს დადგენილებაში: „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ , კერძოდ ამოღებული იქნება მე-2 და მე-3 პუნქტები, ხოლო მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი სახით: „..საქართველოს პარლამენტის მიერ ყოველთვიურად გამოყოფილი თანხის განკარგვის თაობაზე წერილობით დეტალურ ანგარიშს (ინფორმაციას) მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრი ყოველი წლის ბოლოს წარუდგენს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს“  

აზრი გამოთქვეს:

ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ იგი ეთანხმება საკანონდებლო ინიციატივით წარმოდგენილ ცვლილებას, რომლის თანახმადაც თვითმმართველი ერთეული თავისუფლდება ვალდებულებისაგან, რომ დააფინანსოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრისა და მისი ბიუროს საქმიანობა. თუმცა კანონპროექტში არ ჩანს რომ ეს დაფინანსება განხორციელდება საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან. ამ გარემოების გათვალისწინებით მიზანშეწონილი იქნებოდა რომ მე-19 მუხლი იყოს 2 პუნქტად წარმოდგენილი, სადაც აღინიშნება, რომ დაფინანსება ხდება საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან.  სასურველია აგრეთვე დეტალურად გაიწეროს თუ რისთვისაა განკუთვნილი პარლამენტის ბიუჯეტიდან მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრებისათვის გამოყოფილი თანხები (ოფისის დაქირავება, კომუნალური, სატრანსპორტო, სახელფასო ხარჯები) წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში მითითებულია, რომ მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრი ყოველი წლის ბოლოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს წარუდგენს წერილობით დეტალურ ანგარიშს (ინფორმაციას) - საქართველოს პარლამენტის მიერ ყოველთვიურად გამოყოფილი თანხის განკარგვის თაობაზე. იგივე მოთხოვნა არ არის დაფიქსირებული პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელ ცვლილებებში, რაც აუცილებელია გასწორდეს.

აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, რომ ვინაიდან დაფინანსება მოხდება არა თვითმმართველი ორგანოს, არამედ პარლამენტის ბიუჯეტიდან, დეტალური გაწერა ხარჯების უნდა იყოს შიდა საპარლამენტო ბიუჯეტის განკარგვის თემა. რაც შეეხება, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტისათვის ყოველწლიური ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულებას, იგი საჭიროდ არ მიიჩნევს, რადგან ცვლილებების განხორციელების შემდეგ თვითონ პარლამენტის აპარატის შესაბამისი სამსახური გააკონტროლებს პარლამენტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების განკარგვის საკითხს. აქამდე ეს რეგულაცია, მისი აზრით არსებობდა რეგლამენტში იმის გამო, რომ დაფინანსება ხდებოდა თვითმართველი ერთეულებიდან, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს თანამშრომლებს ნიშნავს პარლამენტის აპარატის უფროსი.

ირინე იმერლიშვილმა აკაკი ბობოხიძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს თანამშრომლები, მიუხედავად იმისა, რომ მათ თანამდებობებზე ნიშნავს პარლამენტის აპარატის უფროსი არ ითვლებიან საჯარო მოხელეებად.

ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, რომ მის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი გამოიწვევს ბიუჯეტში ცვლილებებს, ვინაიდან იზრდება იმ თანხების მოცულობა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის აპარატი გამოყოფს ყოველთვიურად მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროებისათვის. თუმცა მას პრინციპულ საკითხად არ მიაჩნია გამოყოფილი თანხების გახარჯვის დეტალური ჩამონათვალის გაკეთება.

დავით ონოფრიშვილმა აღნიშნა, რომ მიზანშეწონილი იქნება განხორციელდეს პარლამენტის აპარატის მიერ ერთობლივი შესყიდვები მაჟორიტარი პარლამენტის წევრების ბიუროებისათვის სხვადასხვა საჭიროებებისათვის. ამასთანავე დაეთანხმა სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილი ცვლილება იწვევს პარლამენტის ბიუჯეტში ხარჯების ზრდას, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ ხარჯვით ნაწილს ემატება თბილისში პარლამენტის შენობისათვის გათვალისწინებული ხარჯებიც.

გიორგი ვაშაძემ გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სამუშაო პროცესი ორგანიზებული უნდა იყოს არა მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრებისათვის, არამედ პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრებისათვისაც. ამ მიმართულებით სასურველი იქნება აგრეთვე ცვლილებების გააზრება.

დავით ბერძენიშვილ დაეთანხმა ხათუნა გოგორიშვილის მიერ გამოთქმულ შენიშვნას იმის თაობაზე, რომ პარლამენტის რეგლამენტში უნდა დარჩეს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც: მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრი ყოველი წლის ბოლოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს წარუდგენს წერილობით დეტალურ ანგარიშს (ინფორმაციას) - საქართველოს პარლამენტის მიერ ყოველთვიურად გამოყოფილი თანხის განკარგვის თაობაზე.

კანონპროექტის ინიციატორიც დაეთანხმა მოსაზრებას რეგლამენტში  

ერეკლე ტრიპოლსკიმ აღნიშნა, რომ მიზანშეწონილად მიმაჩნია საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის ,,საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1.     მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრს ამომრჩევლებთნ ურთიერთობისა და მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის პარლამენტის ბიუჯეტიდან გამოეყოფა ერთჯერადად5000 ლარი, ასევე ყოველთვიურად -5000 ლარი. ამ თანხის განკარგვის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე (15.07.2008 #208)

გია ჟორჟოლიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ ტიპის საკანონმდებლო ინიციატივების მომზადების დროს უნდა გათვალისწინებული იყოს, თუ როგორი საარჩევნო სისტემა იქნება შემდგომში? იქნება თუ არა თვითმმართველობების რეალური ავტონომიურობა?

     ირინე იმერლიშვილმა შეახსენა კომიტეტის წევრებს, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიმართა აღნინული საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნით. შემდგომა, შეაჯამა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები. საკითხის ინიციატორთან და კომიტეტების წევრებთან თანხმობით კენჭი უყარეს ცალ-ცალკე კომიტეტის გადაწყვეტილებას.

    გადაწყვიტეს(ერთხმად)

         სხდომაზე გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის ,,საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის   გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1.   მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრს ამომრჩევლებთნ ურთიერთობისა და მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის პარლამენტის ბიუჯეტიდან გამოეყოფა ერთჯერადად -5000 ლარი, ასევე ყოველთვიურად -5000 ლარი. ამ თანხის განკარგვის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე (15.07.2008 #208) კომიტეტი მხარს უჭერს წარნონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

 

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის

კომიტეტის თავმჯდომარე                                                      ერეკლე ტრიპოლსკი

 

სხდომის მდივანი                                                                     ბელა ქველაძე

    

 

  

 

 

 
modules