| სხდომის ოქმი N6 |
|
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის 18 დეკემბერი 2012 წ. სხდომის თავმჯდომარე: დიმიტრი ხუნდაძე (კომიტეტის თავმჯდომარე)
ესწრებოდნენ:
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები კ. დავითაშვილი გ. მაღრაძე მ. წიკლაური გ. ხეჩინაშვილი გ. წერეთელი ზ. ჯაფარიძე ფ. ხალვაში კ. ოქრიაშვილი მ. წერეთელი ნ. ყიფშიძე
სხდომის დღის წესრიგი:
1. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. II - მოსმენა. მომხსენებელი: ვიქტორ დოლიძე - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე 2. საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ I - მოსმენა. მომხსენებელი: კობა დავითაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი 3. საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ I - მოსმენა. მომხსენებელი: კობა დავითაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი 4. saqarTvelos kanonis proeqtze “პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე, „ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებელი კობა დავითაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი კომიტეტის სხდომა გახსნა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ, მან დაადასტურა ქვორუმის არსებობა კომიტეტში და გააცნო კომიტეტის წევრებს დღის წესრიგი, შემდგომ მან სიტყვა გადასცა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს - ვიქტორ დოლიძეს , რომელმაც კომიტეტს განსახილველად წარუდგინა „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ II - მოსმენა. 1.კანონპროექტის მიზანი - შრომითი ურთიერთობების კანონოისმიერი ვალდებულებებისგან განთავისუფლება და სახელშეკრულებო პირობების წინ წამოწევის ფონზე, განხორციელდა შრომითი ურთიერთობების ლიბერალიზაცია და სახელმწიფოს მხრიდან დერეგულაცია, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია იმისათვის, რომ საქართველოს შრომის ბაზარი ჰარმონიულად იქნეს ინტეგრირებული გლობალურ შრომით ბაზარში, თუმცა პიროვნების უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინტრუმენტია, მისი შრომის უფლების დაცვა და როგორც უფლებრივად და ფინანსურად სუსტი მხარის მდგომარეობის გაძლიერება/დაბალანსება საკანონმდებლო ინტერვენციის საშუალებით. კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი აღნიშნულ კანონპროექტს. 2. სხდომის თავმჯდომარემ შემდგომ კომიტეტს პირველი მოსმენით განსახილველად წარმოუდგინა საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა „ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტის მიზანი - კანონპროექტის მიზანია, განმტკიცდეს საქართველოს კონსტიტუციით დაცული წეს-წყობილება, დაცული იქნეს საზოგადოებრივი სტაბილურობა და სოციალურისიკეთე, გატარდეს პრევენციული ზომები მსგავსი სახის დანაშაულების აღსაკვეთად რაც წლების განმავლობაში პრაქრიკაში დამახინჯებულად დამკვიდრდა. მიეცეს სტიმული და სამეების მდგრად განვითარებას და პროფესიონალიზმს ქვეყანაში, დაცული იქნეს ადამიანის ღირსება და თავიდან ავიცილოთ დისკრიმინაცია. კანონპროექტის პრაქტიკაში გატარებით დავიცავთ პირებს ერთის მხრივ უკანონო ზეწოლისგან და მეორეს მხრივ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩავარდნისგან, მაქსიმალურად აღიკვეთება დომინირებული მდგომარეობის ცალმხრივად, სხვა ადამიანის მიმართ დისკრიმინაციულად და ღირსების შემლახველად გამოყენების შესაძლებლობა. იგი ხელს შეუწყობს სოციალური სტაბილურობის განმტკიცებას კანონპროექტის ძირითადი არსი - კანონპროექტს დაემატა წინადადება „სამუშაოს საკუთარი ინიციატივით დატოვების იძულება“. აღნიშნული ინიციატივა მიმართულია იმ მიზნისკენ, რათა თავიდან იქნეს აცილებული იმ პირის იძულება საკუთარი ნების გამოვლენისას, რომელსაც არ სურს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა თუმცა მის მიმართ ადგილი აქვს იძულებას, საკანონმდებლო ინიციატივით არ იცვლება სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლების ერთობლიობა. კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი აღნიშნულ კანონპროექტს და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი მეორე მოსმენით განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდმაზე. 3. სხდომის თავმჯდომარემ შემდგომ კომიტეტს პირველი მოსმენით განსახილველად წარმოუდგინა საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა “პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე, „ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტის მიზანი - კანონპროექტის მიღების მიზანია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონთან და ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა. კანონპროექტის ძირითადი არსი -„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროკურატურის მუშაკს, თუ მას აქვს პროკურატურის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროებისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 25 წლის სტაჟი (მათ შორის , არანაკლებ 4 წლისა პროკურატურის სისტემაში), კომპენსაციაენიშნება მხოლოდ პროკურატურის ორგანოებიდან „ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გატავისუფლებისას და მისი ოდენობაა დათხოვნის მომენტისათვის მისი თანამდებობრივი სარგოს 1,5%-ის ნამრავლი ზემოხსენებულ ორგანოებში მუსაობის სტაჟზე. კანონპროექტით ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პროკურატურის სისტემაში მუშაობის სავალდებულო ვადები არ ვრცელდება მხოლოდ საქართცელოს მტავარ პროკურორსა და მის მოადგილეებზე, თუ მათ აქვთ არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი და პროკურატურაში სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეწყვეტილი აქვთ „პროკურატურის სესახებ“ საქარტველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ ან „პ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით. კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი აღნიშნულ კანონპროექტს და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი პირველი მოსმენით განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდმაზე. 4. სხდომის თავმჯდომარემ შემდგომ კომიტეტს პირველი მოსმენით განსახილველად წარმოუდგინა საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტის მიზანი - კანონპროექტის მიზანია, მეტი კონკრეტიზაცია მოახდინოს ურთიერთდამოკიდებულ პირთა წრეში ეკონომიკური აგენტების მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აღსაკვეთად, რაც ხელს შეუწყობს ერთის მხრივ ჯანსაღ კონკურენციას და მეორეს მხრივ ხელი შეუწყოს სანდო ფარმაცევტულ პროდუქტზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის ზრდას, ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის რეგულირების სამართლებრივ საფუძვლებს, სამედიცინო საქმიანობის (სამედიცინო მომსახურების) თავისუფალ განვითარებას, ამ სისტემაში დასაქმებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, სადაზღვევო საქმიანობის განვითარებას და თვითგაძლიერებას, ერთი პირის ხელში დომინირებული ეკონომიკური აგენტის მიერ ბაზარზე კონკურენციის შესუსტების შეუძლებლობას. კანონპროექტის არსი - კანონპროექტში ხდება ურთიერთდამოკიდებული პირის ცნების დაზუსტება, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ერთიანობაში განიხილება პირდაპირი ან არაპირდაპირი წილის მფლობელიც, კანონპროექტით ხდება ქვეპუნქტის დამატება კანონზე სადაც აშკარა დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა მცირდება, ბაზარზე ერთმართველურ სისტემას არ მიეცემა შესაძლებლობა დაარღვიოს თანასწორუფლებიანობის პრინციპი რაც უარყოფითად აიასხება თავისუფალი ბაზრის განვითარებაზე და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე. ეკონომიკურ აგენტებს ეძლევათ ვადა და შესაბამისი შესაძლებლობა კანონთან შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი საქმიანობა, რა დროსაც მათზე არ გავრცელდება სანქციები. კომიტეტის სხდომას ესწრებოდა 11 წევრი, მათგან კენჭისყრაზე კანონპროექტს მხარი დაუჭირა 5 წევრმა, თავი შეკავა 3 წევრმა, ხოლო 3 დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა. კომიტეტმა განიხილა რა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, აზრთა გაზიარების, გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით მიიღო გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
დიმიტრი ხუნდაძე კომიტეტის თავმჯდომარე
სხდომის მდივანი: ნანა მეგრელიშვილი |






