| სხდომის ოქმი N7 |
|
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი N7 27 დეკემბერი 2012 წელი
სხდომის თავმჯდომარე: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე: კობა დავითაშვილი ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები: ჟორჟოლიანი გია მაღრაძე გუგული ხალვაში ფატი ხეჩინაშვილი გიორგი წიკლაური მირიან წერეთელი მალხაზ ფოფხაძე გედევან წერეთელი გიორგი მაჭავარიანი მიხეილ
დღის წესრიგი
1.საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (მესამე მოსმენა) მომხსენებელი: ვიქტორ დოლიძე საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე 2.საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ 2012 წლის 11 დეკემბერს ხელმოწერილი „2011 წლის 1 მარტის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (გეო: ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა)“ ცვლილება“ (07-1/15, 21.12.12). მომხსენებელი: დავით ებრალიძე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე 3.საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ილების შეტანის შესახებ“. მომხსენებელი: კობა დავითაშვილი საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დაადასტურა ქვორუმის არსებობა და სიტყვა გადასცა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ვიქტორ დოლიძეს. ვიქტორ დოლიძე - მომხსენებელმა მესამე მოსმენით წარმოადგინა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. სხდომაზე წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ გამოითქვა რედაქციული ხასიათის შენიშვნა. კერძოდ, კანონპროექტის მე-31 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „სოციალურ პარტნიორებს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე მოქმედებს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს მთავრობის, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მოქმედი დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებების წარმომადგენლები. გადაწყვიტეს: კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მესამე მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. დავით ებრალიძე - 2012 წლის 11 დეკემბერს ხელმოწერილი „2011 წლის 1 მარტის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებით (გეო: ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა) “ საქართველო იღებს ვალდებულებებს და განახორციელებს ურბანული წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სექტორის განვითარების გეგმას. საინვესტიციო პროგრამა შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან: ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კომპონენტი ითვალისწინებს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ობიექტების რეაბილიტაციას, გაუმჯობესებას და გაფართოებას 6 მეორად ქალაქში და ამ ქალაქებისატვის სატრანსპორტო საშუალებებისა დ აღჭურვილობის მიწოდებას ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურებისათვის. ინსტიტუციური ეფექტიანობის კომპონენტის მიზანია შესაძლებლობების განვითარება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიისთვის და შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის. პროექტის განხორციელების მხარდაჭერის კომპონენტის მიზანია დეტალური დაპროექტება, მშენებლობის ზედამხედველობა, შემდგომი პროექტების მომზადება საინვესტიციო პროგრამისთვის და საზოგადოების ინფორმირების პროგრამა ჯანდაცვის, ჰიგიენის, სანიტარული ღონისძიებებისა და წყლის კონსერვაციის საკითხებზე. სექტორის განვითარების გეგმის 2011-2020 წწ. პერიოდში მთლიანი ღირებულება დაახლოებით 1,645 მლნ. აშშ დოლარის ექვივალენტია. სექტორის განვითარების გეგმის მთლიანი მოსალოდნელი ღირებულება 2011-2019 წწ. პერიოდში არის 625 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი. აზიის განვითარების ბანკი სესხებს გამოყოფს საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში პროექტების დასაფინანსებლად, რამდენადაც და როდესაც ისინი მზადაა დასაფინანსებლად, იმ პირობით, რომ საქართველო ასრულებს ამ ხელშეკრულებაში მოცემულ პირობებს და პროექტები შეესაბამება იგივე პირობებს. ყოველი სესხი შეადგენს ტრანშს. ყოველი ტრანში შეიძლება დაფინანსებული იყოს წინა ან შემდგომი ტრანშების დაფინანსების პირობებისგან განსხვავებული პირობებით. საქართველო უზრუნველყოფს ყოველი ტრანშით მიღებული სახსრების გამოყენებას საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ხარჯების დასაფინანსებლად, წინამდებარე დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებაში და ყოველი ტრანშის იურიდიულ ხელშეკრულებებში მოცემული პირობების შესაბამისად. განმახორციელებელი სააგენტო იქნება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. გადაწყვიტეს: კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ 2012 წლის 11 დეკემბერს ხელმოწერილი „2011 წლის 1 მარტის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (გეო: ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა)“ ცვლილების“ რატიფიცირება საქართველოს პარლამენტის მიერ. კობა დავითაშვილი - წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტები „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული კანონპროექტის გადამუშავების მიზნით, კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შევლენ საქართველოს პარლამენტის წევრები, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, გარემოს დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სათანადო გამოცდილების მქონე დარგის სპეციალისტები. აზრი გამოთქვეს - გიორგი წერეთელმა, გუგული მაღრაძემ, მალხაზ წერეთელმა, მირიან წიკლაურმა. გადაწყვიტეს:
დიმიტრი ხუნდაძე კომიტეტის თავმჯდომარე
მანანა კრავეიშვილი სხდომის მდივანი
|






