| პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში ფილიპ დიმიტროვს და ევროკავშირის ევროპის საგარეო სამსახურის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, რუსეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონული თანამშრომლობის ოფისების დირექტორს გუნარ ვიგანდს შეხვდა | | ბეჭდვა | |
| სამშაბათი, 29 იანვარი 2013 20:29 |
|
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ევროკავშირის ელჩთან საქართველოში ფილიპ დიმიტროვთან და ევროკავშირის ევროპის საგარეო სამსახურის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, რუსეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონული თანამშრომლობის ოფისების დირექტორთან, გუნარ ვიგანდთან შეხვედრაზე, რომელიც თბილისის იუსტიციის სახლში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა იმ თემებზე იმსჯელეს, რომელიც მოლაპარაკებების პროცესში განიხილება. ,,პროგრესი ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანია. ამ საკითხზე საჭირო იქნება მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი, რომელიც ორი თვის შემდეგ გაიმართება. ჩვენ მზად ვიქნებით იმისთვის, რომ ვილნიუსის სამიტზე ამ საკითხზე მიღებული იყოს დადებითი გადაწყვეტილება და საქართველომ ერთი ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადადგას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. ,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს შეეძლოს იმ უპირატესობებით სარგებლობა, რასაც ეს ხელშეკრულება ქვეყანას მოუტანს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. |
| ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 30 იანვარი 2013 12:25 |






