| სხდომის ოქმი N13 |
|
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი N13 2012 წლის 26 დეკემბერი
სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: მარიკა ვერულაშვილი. სხდომას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: ანა არგანაშვილი, ანა აბაშიძე (სახალხო დამცველის ოფისი), გიორგი ახმეტელი (მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის), ანა ლომაძე (კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ), კობა ნადირაძე (დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრი), გია ჯვარშეიშვილი (არასამთავრობო ორგანიზაცია „მეგობრობა“), მარიამ მიქიაშვილი (არასამთავრობო „მარიამი“), გელა ბერაძე (იურიდიული დახმარების სამსახური), სულხან ჩარგეიშვილი (საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსი); გიორგი ჩიქაბერიძე (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) დღის წესრიგი: 3. საქართველოს პარლამენტის წევრის კ. დავითაშვილის მიერ სკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონის პროექტები (მომხსენებელი: კ. დავითაშვილი); სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და კომიტეტის წევრებს და სხდომის სტუმრებს გააცნო კომიტეტის სხდომის დღის წესრიგი. სახელმწიფომ სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოს შშმ პირებს, რაც წარმოშობს ვალდებულებებს, მათ შორის ფინანსურსაც. მართალია, ერთბაშად კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები შეიძლება ვერ შესრულდეს, მაგრამ სახელმწიფოს ნების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ამ ვალდებულებების ეტაპობრივად შესრულება. კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვედრა ჰქონდა სახალხო დამცველთან, რომლის ოფისშიც არსებობს შშმპ უფლებების დაცვის ცენტრი, და ისინი შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებდნენ ამ მიმართულებ გიორგი ახმეტელმა აღნიშნა, რომ მისმა ორგანიზაციამ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად კონვენციის 33-ე მუხლის ფარგლებში, სახალხო დამცველთან თანამშრომლობით შეიმუშავა მიმართვა. კონვენციის რატიფიცირების პროცესის დაწყებასთან პარალელურად იგეგმება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის სამთავრობო სამოქმედო გეგმის თავიდან შემუშავება. გეგმის შემუშავება მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო ჯგუფის მიერ. წინა, 2010-2012 წლების გეგმა ცუდად შესრულდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ გეგმის შემუშავებაში თავიდანვე იყო დაშვებული ბევრი შეცდომა და ხარვეზი. მომავალში დაშვებული შეცდომები არ უნდა განმეორდეს. აქვე მან აღნიშნა, რომ კონვენციის რატიფიცირებამდეც შეიძლება იქნას შეტანილი ცვლილებები მოქმედ კანონმდებლობაში. გია ჯვარშეიშვილმა აღნიშნა, რომ გაეროს კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა 2009 წელს, მაგრამ სამი წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა. არსებობს სამინისტროების დადებითი დასკვები, მაგრამ მიუხედავად ამისა პრეზიდენტმა არ შეიტანა კონვენცია სარატიფიკაციოდ. ორგანიზაციის სახელმწიფოუწყებებთან მიმოწერიდან გაირკვა, რომ სამინისტროებიდან შესული დადებითი დასკვნები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიკარგა. ამჯერად, ვინაიდან შეიცვალა მთავრობა, და შესაძლებელია მომხდარიყო მიდგომების და შეფასებების შეცვლა, პროცესი ხელახლაა დაწყებული. გიორგი ახმეტელმა ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურულ პრობლემებს. არქტიტექტურული პროექტები არ ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს, არ ხდება ადაპტირებული შენობების აშენება. აუცილებლად უნდა გატარდეს ზომები, რათა არ გაიცეს ნებართვები იმ მშენებლობებზე, რომლის პროექტებშიც არ არის გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები. ასევე უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ადაპტირება გელა ბერაძემ თავის გამოსვლაში მიუთითა, რომ ინფრაქტურქტურასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი არა იმდენად ფინანსების ნაკლებობა, რამდენადაც უპასუხისმგებლობაა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დასახლებული პუნქტების დაპროექტებისა და განაშენიანების, საცხოვრებელი რაიონების ფორმირების, საპროექტო გადაწყვეტილებების შემუშავების, შენობათა და ნაგებობათა მშენებლობისა და რეკონსტრუქციის დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებებისა და მოთხოვნილებების გაუთვალისწინებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას. მაგრამ კოდექსში არ არის მითითებული ორგანო, რომლის განსჯადიც უნდა იყოს აღნიშნული დებულების დამრღვევი. კოდექსში უნდა იქნას შეტანილი ცვლილება და განისაზღვროს ასეთი ორგანო. ეს შეიძლება იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არქიტიტექტურის სამსახურებს, ან სოციალურ ორგნოები. არის ისეთი საკითხებიც, რომელთა გადაწყვეტა დაკავშირებულია მინიმალურ ფინანსურ დანახარჯებთან ან საერთოდ არ ითვალისწინებს ფინანსურ ხარჯებს. ცვლილებები უნდა იქნას შეტანილი კანონებში, რითაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს მიეცემა უფლება შეიტანოს სარჩელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და ა.შ. ანა არგანაშვილმა კომიტეტის წევრებს გააცნო თავისი საქმიანობის სპეციფიკა - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მონიტორინგი. აუცილებელია საჭიროებების კვლევა, რომლის საფუძველზეც ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს პრიორიტეტები, პრობლემების გადაჭრის რიგითობა, ასევე შეფასება. კონვენცია გულისხმობს ასევე პროგრესული რეალიზაციის პრინციპს. ანუ, ყველა ვალდებულება ქვეყანამ ერთ დღეს არ უნდა შეასრულოს. ის დაუბრუნდა სამოქმედო გეგმას, რომელიც იყო ძალიან არარეალისტური, არაგაზმოვადი. ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც არის კურატორი ამ გეგმის შესრულებია, დღემდე არ გადავიდა მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებზე, რომელსაც ექნება სამეცნიერო ვალიდობა და სანდოობა. ის ჩართულია ორ სამუშაო ჯგუფში: სტატისტიკის და საკანონმდებლო ცვლილებების ჯგუფში. თუმცა, სანამ არ ჩატარდება ანალიზი იმისა, თუ რატომ ჩავარდა წინა გეგმა, რომლის არც ერთი ანგარიში არ გამოქვეყნებულა, - ახალი გეგმის დაწერა არის უტოპისტური. ასევე აუცილებელია ხარჯების მონიტორინგი - თუ რამდენად ადეკვატურად იხარჯება თანხები ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამაზე. გია ჯვარშეიშვილის აზრით, უნდა გაირკვეს, თუ რას აკეთებდა საკოორდინაციო საბჭო ამ ორი წლის განმავლობაში. როდესაც კონვენციას ხელი მოეწერა, პრემიერ-მინისტრთან შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც შევიდა 7 მინისტრი და 7 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. საბჭო 2 წლის განმავლობაში შეიკრიბა სულ ორჯერ და მის საქმიანობას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. ნანა ლომაძემ აღნიშნა, რომ ის თავიდანვე იყო ჩართული პროცესებში, ვინაიდან იყო საკოორდინაციო საბჭოს წევრი. გეგმა არ იყო ბიუჯეტს მიმაგრებული და პირველი გეგმის ჩავარდნა გამოიწვია იმან, რომ არ იყო სწორი გათვლები. ამჯერად მიმდინარეობს მუშაობა ახალ გეგმაზე. გათვლა არის 2013 წელზე, მაშინ როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია, და ამან შეიძლება მიიყვანოს მუშაობა ჩიხში. პარასკევს დაგეგმილია პრემიერ მინისტრთან საბჭოს შეხვედრა, რომელსაც გაცნობითი ხასიათი ექნება. ეკა ბესელიამ ხაზი გაუსვა მუშაობის დაწყების და ნიადაგის მომზადების აუცილებლობას. ამ პროცესში მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართულები პროცესის ყველა მონაწილეები: პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება, სახალხო დამცველის ოფისი, სამოქალაქო საზოგადოება. მხოლოდ ერთობლივი ძალებით იქნება შესაძლებელი შედეგის მიღწევა. კობა ნადირაძემ აღნიშნა, რომ პრობლემაა ასევე ის, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ინფორმაცია თითეული ინდივიდის საჭიროებების შესახებ. ნორმალური მენეჯმენტი ვერ განხორციელდება რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის გარეშე. სულხან ჩარგეიშვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს კომიტეტის ჩართვას კონვენციის რატიფიცირების პროცესში. წინა წლებში მარტო არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობდნენ მიეწვდინათ ხმა პრეზიდენტისათვის. კომიტეტის ჩართვა, მისი აზრით, უფრო შედეგიანი იქნება. მისი აზრით, მნიშვნელოვანი იქნება სამუშაო ჯგუფში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაწილეობა. ეკა ბესელიამ აღნიშნა, იმ ადამიანების მონაწილეობით განხილვის აუცილებლობა, რომლებსაც ეს ეხება. შემდეი შეხვედრა ჩატარდება უფრო ფართო ფორმატით - აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით. ჩატარდება წინასწარი კონსულტაციები, გაითვლება, თუ რა ტიპის ვალდებულებები წარმოეშობა ქვეყანას, რამდენად არის მზად ქვეყანა ამისთვის. კობა ნადირაძემ დაამატა, რომ კონვენციის რატიფიცირება წარმოშობს არა მარტო ვალდებლებას. რატიფიცირების შემთხვევაში, საერთაშორისო საზოგადოება დაეხმარება სახელმწიფოს ააგოს საჭირო სისტემები, მათ შორის მონიტორინგის სისტემებიც. დღეისათვის ადამიანებს არ აქვთ მოტივაცია, რომ გაიარონ ექსპერტიზა და მიიღონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, და ხშირად ისინი „უჩინარ პრობლემად“ რჩებიან. კონვენციის რატიფიცირების და შესაბამისი უფლებების განხორციელების შემთხვევაში პოტენციურ შშმპ-ს მორივაციაც ექნება რომ დარეგისტრირდეს. ასევე, მან აუცილებლად მიიჩნია პროცესში სოფლს მეურნეობის სამინისტროს ჩართვაც, ვინაიდან რეგისტრირებულ შშმპ-თა 80%-მდე რეგიონებში ცხოვრობს. მარიამ მიქიაშვილმაც, ისევე, როგორც წინა გამომსვლელებმა, ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე. განსაკუთრებით საჯარო შენობებზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. არსებობს სამშენებლო სტანდარტები, რომლებიც არ სრულდება. სახელმწიფომ უნდა გაატაროს ზომები, რათა არსებული სამშენებლო სტანდარტები იყოს დაცული, და ასევე მოხდეს არსებული სტანდარტების გადახედვა და საერთაშორისო ნორმებთან მისადაგება. მანვე აღნიშნა უსინათლოების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. მაგ. აუცილებელია დამხმარე საშუალების - ე.წ. თეთრი ჯოხის გადაცემა უსინათლოთათვის და მისი მოხმარების სწავლებაც. ანა აბაშიძემ აღნიშნა, რომ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის კონვენციის რატიფიცირების გარეშეც სახელმწიფოს აქვს ვალდბელუება დაიცვას მისი უფლებები. ეს ვალდებულება წარმოიშობა ისეთი კონვენციებისგამ, როგორიცაა ბავშვის უფლებების კონვენცია, ქალთა ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის გაეროს კონვენცია, სადაც პირდაპირ არის გაწერილი დებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და ქალთა განსაკუთრებული დაცვის ვალდებულებები. ჩიორა თაქთაქიშვლმა გამოთქვა სინანული, რომ წინა წლებში ხელისუფლებამ ვერ უპასუხა ყველა გამოწვევას, რომელიც შშმპ-ს წინაშე იდგა. თუმცა, მომავალში ის და მისი გუნდი მზად არიან აქტიურად ჩაერთონ და მხარი დაუჭირონ ყველა ინიციატივას, რომელიც წამოსული იქნება ამ მიმართულებით. მანაც აღნიშნა, რომ მომავალი საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს წინა შეცდომების ანალიზს, მაგრამ ასევე იმ ნაბიჯების გაანალიზებასაც, რამაც დადებითი შედეგები გამოიწვია და ამ კონტექსტში აღნიშნა განათლების სექტორში განხორციელებული ცვლილებები. თამაზ ავდალიანი გამოეხმაურა უსინათლოთა პრობლემებს. ამასთან დაკავშირებით მან ახსენა ფონიჭალის დასახლება, სადაც უსინათლოები კომპაქტურად არიან დასახლებულები და მიესალმება, რომ ეს პრობლემები გაჟღერდა და მიეხედება. ეკა ბესელიამ შეაჯამა დისკუსია. დღევანდელი შეხვედრა არის პირველი ნაბიჯი, რომელსაც სხვა ნაბიჯებიც უნდა მოჰყვეს. უნდა მომზადდეს ნიადაგი კონვენციის რატიფიცირებისთვის და შესთავაზა სხდომის მონაწილეებს შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრებიც იქნებიან როგორც კომიტეტის წევრები, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც. სავარაუდოდ შეიძლება დაიგეგმოს თებერვალში კონფერენციის ჩატარება ყველა იმ უწყების მონაწილეონით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან შშმ პირთა უფლებების დაცვაზე. 2. კობა დავითაშვლიმა კომიტეტის წევრებს გააცნო დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი - საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე პროექტები. კანონპროექტის თანახმად ხდება ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია, თუმცა ამავდროულად კანონპროექტები არ ითვალისწინებს ნარკოტიკების მოხმარების ლეგალიზაციას. დღეს მოქმედ კანონში, ნარკოტიკების სიაში შეტანილია ფსიქოტროპული ნივთიერებები. კანონპროექტით ეს ხარვეზი სწორდება. იქმნება ნივთიერებათა სიები, რომლებშიც საშუალებებისა და ნივთიერებების შეტანა განხორციელდება მათი მავნებლობის, მავნედ გამოყენების მაღალი რისკისა და ნარკოტიკული თრობის ეფექტის იდენტურობიდან გამომდინარე. კონკრეტულ სიებში შეტანილ ნივთიერებებზე და საშუალებებზე გათვალისწინებულია შესაბამნისი სანქციები. ახლებურად ყალიბდება უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების განსაზღვრის პრინციპი. იმიჯნება და შედარებით შემცირებული სანქცია უწესდება იმათ, ვინც უკანონოდ დაამზადებს, აწარმოებს, შეიძენს, შეინახავს, გადაზიდავს ან გადაგზავნის ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს პირადი მოხმარების მიზნით, ხოლო სანქციის საწყისი ზღვარი გაუზარდა გასაღების მიზნით ან ასაღებს ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს. გათვალისწინებულია რამდენიმე მუხლის ამოღება სისხლის სამართლის კოდექსიდან (საგამოძიებო და სასამართლო პრაქტიკის ანალიზზე დაყრდნობით), მათ შორის, 273-ე მუხლის და ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება შემოიფარგლება მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ახლებურად ყალიბდება ჯარიმები, ამასთანავე, ჯარიმის თანხის გადახდისას, სახდელდადებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა გაიაროს მკურნალობის კურსი შესაბამის სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში გადახდილი ჯარიმის თანხის ოდენობით. აქვე მან აღნიშნა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების დასკვნები არ აქვთ ეკა ბესელიამ დასვა წინადადება კანონპროექტის განხილვა გადაიდოს და მოხდეს მისი განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან გაერთიანებულ სხდომაზე. კომიტეტის წევრებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს კანონპროექტის განხილვის გადადებას და კომიტეტის უახლოეს სხდომაზე განხილვას. 3. კობა დავითაშვილმა კომიტეტის წევრებს გააცნო კანონის პროექტი „პროკურატურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. სხდომის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ბიუროს გადაწყვეტილებით კანონპროექტების განხილვის ვადა გადაიდო თებერვლისთვის და დასვა წინადადება კანონპროექტის განხილვის გადადების შესახებ. კომიტეტის წევრებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს კანონპროექტის განხილვის გადადებას და კომიტეტის უახლოეს სხდომაზე განხილვას.
სხდომის თავმჯდომარე: ეკა ბესელია |






