სხდომის ოქმი N11

                                                                                                                                                        საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის

                                               ოქმი #11

                                                                                                                                                                                             2012 წლის 7 დეკემბერი

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია

სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები:
გედევან ფოფხაძე,
რუსლან პოღოსიანი,
ჩიორა თაქთაქიშვილი,
თამაზ ავდალიანი,
მერაბ კაჭახიძე,
ომარ მეგრელიძე,
ენზელ მკოიანი,
ზაზა პაპუაშვილი,
სამველ პეტროსიანი,
მარიამ საჯაია,
ფატი ხალვაში,
ოთარ ჩრდილელი.

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: მარიკა ვერულაშვილი, დავით საყვარელიძე. 

დღის წესრიგი:

  1. 1.საქართველოს პარლამენტის წევრების ზაქარია ქუცნაშვილის, ირაკლი ჩიქოვანის, გიგლა აგულაშვილისა და ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „ადმინისტრაციული სახდელისგან განთავისუფლების შესახებ“

სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ

ზაქარია ქუცნაშვილმა კომიტეტის წევრებს გააცნო საქართველოს პარლამენტის წევრების ზაქარია ქუცნაშვილის, ირაკლი ჩიქოვანის, გიგლა აგლუაშვილისა და ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „ადმინისტრაციული სახდელისგან განთავისუფლბის შესახებ“. კანონპროექტის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით იმ პირების ადინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება, რომელთაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგაბული კანონის 342 -ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაცილი სამართღალდარღვევები ჩაიდინეს 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. სახდელისაგან გათავისუფლება შეეხება სახდელის როგორც აღუსრულებელ, ასევე აღსრულებულ ნაწილსაც, რაც ნიშნავს, რომ პირებს, რომელთა მიმართაც უკვე განხორციელდა სახდელის აღსრულება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდებათ გადახდილი თანხები, იქნება ეს ჯარიმა ან/და საურავი. ასევე გაუქმდება მათ მიმართ გამოყენებლუი ყველა სახის იძულებითი ღონისძიება.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოცემულ საკითხზე უმრავლესობა და უმცირესობა შეთანხმებულია.

მომხსენებელს კითხვები დაუსვეს და მოსაზრება გამოთქვეს:

ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ საკითხი არის აქტუალურ იდა მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის, ამიტომ მაქსიმალურად შემჭიდროებულ დროში უნდა მოხდეს მისი განხილვა. 

მერაბ კაჭახიძე დაინტერესდა, ამ სახდელების ამნისტია ხომ არ მოახდენს იმ სამსახურების ამნისტიას, რომლებიც ამ სახდელებს აკისრებდა პარტიებს. 

ზაქარია ქუცნაშვილის პასუხის თანახმად, კანონპროექტი ეხება მხოლოდ ადმინისტრაციულ სახდელს, და არა იმას, ვინც ეს სახდელები დააკისრა. შესაძლებელია დაიწყოს მსჯელობა იმაზეც, რომ კანონის მოქმედება გავრცელდეს ასევე ავტომობილების მძღოლებზე, რომლებსაც დააკისრეს სანქციები იმავე პერიოდში და იმავე მოტივით.

კომიტეტის წევრებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ კანონის პროექტს.

 

სხდომის თავმჯდომარე                                               ეკა ბესელია

 

აპარატის უფროსი                                                   დავით დემეტრაძე