სხდომის ოქმი N4

 

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის   

ოქმი #4    

                                                                                                                                                                                                                 2012 წლის 8 ნოემბერი

                                          

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გედევან ფოფხაძე, რუსლან პოღოსიანი, თამაზ ავდალიანი, მერაბ კაჭახიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ფატი ხალვაში.

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: ჩიორა თაქთაქიშვილი, მარიკა ვერულაშვილი, ომარ მეგრელიძე, სამველ პეტროსიანი, დავით საყვარელიძე, მარიამ საჯაია. 

სხდომას ესწრებოდა მოწვეული სტუმარი დავით ებრალიძე - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

დღის წესრიგი: 

  1. 1.საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტები
  2. 2.საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „აშშ და საქართველოს შორის დახმარების შესახებ ხელშეკრულების (ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის) ცვლილება ნომერ ორი (07-1/5; 23.10.2012);
  3. 3.მიმდინარე საკითხები 

სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ. 

1. კომიტეტის წევრებმა მოისმინეს ფინანსთა მინისტრის მოადგილის დავით ებრალიძის ინფორმაცია საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის შესახებ 

დავით ებრალიძემ აღნიშნა, რომ ბიუჯეტის პროექტი მომზადებული იყო წინა მთავრობის მიერ და ითვალისწინებს პროგრამის „მეტი სარგებელი ხალხს“ პრიორიტეტებს. შესაბამისად პროექტი არ ემთხვევა მთავრობის პრიორიტეტებს. საქაართველოს მთავრობამ დროის უკმარისობის გამო ვერ მოასწრო პროექტში ძირეული ცვლილებების შეტანა და მის მიერ წინასაარჩევნოდ გაცხადებულ მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანა. თუმცა ბიუჯეტის შესახებ კანონმდებლობა მოითხოვს კანონპროექტის დროულად წარდგენას. ამიტომ გადაწყდა, საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად დაწყებულიყო განხილვა. მოცემული ეტაპისთვის გადაიხედა სამინისტროების ბიუჯეტები, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი. შედეგად, საარსებო მინიმუმამდე გაიზრდება არა მთლიანი საპენსიო პაკეტი, არამედ მისი ფულადი კომპონენტი, გაორმაგდება სოციალური დახმარებები და გაიზრდება პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა, ეტაპობრივად გაიზრდება სამედიცინო დაზღვევის ბენეფიციართა რაოდენობაც და საბოლოოდ უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობის საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა; გაიზრდება სოფლის მეურნეობის დაფინანსება, შეიქმნება სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი. თუმცა, პროექტი კიდევ დამატებით გადამუშავებას მოითხოვს.

მომხსენებელმა ცალკე გამოყო კომიტეტის კურატორობის ქვეშ არსებული უწყებები: სასჯელაღსრულების სამინისტროს ასიგნებები განსაზღვრულია 170 მილიონი ლარით, რაც წინა წლის ასიგნებებს აღემატება 45,1 მლნ ლარით, ხოლო პირველად წარდგენას აღემატება 20 მილიონი ლარით. აღნიშნული მატება გამოწვეულია საერთაშორისო სტანდარტების პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბების აუცილებლობით, მათ შორის ახალი დაწესებულების - ლაითურის - მშენებლობის აუცილებლობით. სახალხო დამცველის სამსახურთან დაკავშირებით გათვალისწინებულია დაფინანსების შემცირება - ნაცვლად 2 162 მილიონი ლარისა 1 850 მილიონი. ეს კლება განპირობებულია დონორი ორგანიზაციების წვლილის შემცირებით. ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახალხო დამცველის აპარატის ხარჯები 150 ათასი ლარით. 

მომხსენებელს კითხვები დაუსვეს და მოსაზრება გამოთქვეს კომიტეტის წევრებმა:

ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ კომიტეტის კურატორობის ქვეშ ასევე არის შინაგან საქმეთა სამინისტრო და დასვა კითხვა ამ უწყების, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების თაობაზე. სასჯელაღსრულების სამინისტროში მუდმივ პრობლემად რჩებოდა მედიკამენტების საკითხი, ამიტომ საინტერესოა, თუ რა თანხებია გათვალისწინებული ამ კუთხით. მან ასევე დასვა კითხვა იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით და არის თუ არა გათვალისწინებული შემწეობის ზრდა. ცალკე აღნიშნა ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შემწეობისა და დახმარების საკითხით. როგორც მაჟორიტარი დეპუტატი ის დაინტერესდა ფოთის დაფინანსებით და ინფრასტრუქტურული პროექტებით. 

გედევან ფოფხაძემ მომხსენებელს სთხოვა ჯანდაცვის ხარჯვითი ნაწილის და პენსიების ნაწილის გაშიფვრა თანხობრივად. ეს არ არის ქართული ოცნების ბიუჯეტი, არის გამომდინარე იმ რეალობიდან, რომ სააკაშვილის რეჟიმიდან გამომდინარე არის, და დასანანია, რომ რეალობა არ გვაძლევს შესაძლებლობას მივიღოთ ჩვენი ბიუჯეტი 

ზაზა პაპუაშვილი დაინტერესდა არის თუ არა კულტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხების დარგების მიხედვით დიფერენციაცია და როგორ და რომელი უწყების მიერ მოხდება თანხების განკარგვა. 

ზვიად კვაჭანტირაძემ აღნიშნა, რომ მიზანშეწონილი იქნება ფინანსთა სამინისტრომ 2013 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის დამატებითი რესურსების გამოყოფა, უცხოეთის ქვეყნებში საქართველოს საკონსულოებისათვის ამ ქვეყნებში დროებით მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის გადაუდებელი დახმარების გაწევის მიზნით. 

ფატი ხალვაშმა მარტოხელა დედების დახმარების საკითხი წამოსწია, რომელნიც არანაირ დახმარებას არ ღებულობენ. 

დავით ებრალიძემ დასმულ კითხვებს გასცა პასუხი. მისი განმატრებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება უცვლელი რჩება, ანუ 585 მილიონი ლარი. რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, მისი დაფინანსება 2012 წელთან შედარებით გაიზარდა 9,9 მლნ ლარით.

რაც შეეხება პენსიებს და სოციალურ დახმარებას, ეს საკითხი ჯერ დაზუსტების და დამუშავების სტადიაზეა. ასევე დაზუსტების სტადიაზეა შეზღუდული შესაძლებლობვის მქონე პირთა და მატროხელა დედების სოციალური დახმარების საკითხიც. დევნილების შემწეობა უცვლელი რჩება, მაგრამ იზრდება კომპაქტურ დასახლებებში განსახლებულ დევნილთა კომუნალური დახმარება 9 მილიონი ლარით. სასჯელაღსრულების სამინისტროს მედიკამენტებით მომსახურება გაიზარდა 2 700 ათასი ლარით და შეადგენს 9 725 ათას ლარს. ფოთის ტრანსფერი შეცვლილი არაა და ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება.

          პედაგოგების ხელფასებს რაც შეეხება, ვაუჩერების დაფინანსება 30 მილიონი ლარით იზრდება 2012 წელთან შედარებით, რაც შეიძლება გარდაისახოს ხელფასებშიც.

კულტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხებით გათვალისწინებულია პროგრამები, რომლებიც ხელოვნების დარგების განვითარებას და საზღვარგარეთ პოპულარიზაციას ეხება. ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების მხარჯველი არის სამინისტრო, დეპატრამენტები მონმაწილეობენ, მაგრამ უშუალო განმკარგავი არის სამინისტრო.

ჯერჯერობით დაუმუშავებელია საზღვარგარეთ გასულ მოქალაქეების დახმარებისთვის განკუთვნილი თანხები.

                რაც შეეხება პენსიის გაშიფვრას: საარსებო მინიმუმამდე გაიზრდება არა მთლიანი საპენსიო პაკეტი (პენსია+დაზღვევა), არამედ მხოლოდ პენსია, და მას დაემატება დაზღვევა. მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის მიზანია, რომ საბიუჯეტო ბალანსი რისკის ქვეშ არ დააყენონ. ამ მიზნის მისაღწევად სამინისტრო კონსულტაციებს გადის საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 

გადაწყვიტეს: გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტს. 

2.დავით ებრალიძემ კომიტეტს გააცნო დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი - საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2012 წლის 29 სექტემბერს ხელმოწერილი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ ხელშეკრულების (ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათის)“ ცვლილება ნომერ ორს“ (07-1/5; 23.10.2012). 

ცვლილება გულისხმობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 17 710 000 დოლარით გაზრდას. 

გადაწყვიტეს: კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს ხელშეკრულების რატიფიცირებას 

  1. 3.კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გედევან ფოფხაძის წინადადებას, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 49-ე მუხლის მე-9 მუხლის თანახმად დღის წესრიგში დამატებითი საკითხის შეტანის თაობაზე.

გედევან ფოფხაძის წინადადებით იმსჯელეს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფში მერაბ ქვარაიას შეყვანის თაობაზე და ერთხმად დაუჭირეს მის გაწევრიანებას ჯგუფში.

 

 სხდომის თავმჯდომარე:

ეკა ბესელია

  

სხდომის მდივანი:

დ. დემეტრაძე

 

 

 
modules