სხდომის ოქმი N1

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის საორგანიზაციო სხდომის 

 ოქმი #1

    

                                                                                                                    2012 წლის 22 ოქტომბერი

                                       

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია

სხდომას ესწრებოდნენ
კომიტეტის წევრები:
თ. ავდალიანი,
მ. ვერულაშვილი,
პ. ზაქარეიშვილი,
ჩ. თაქთაქიშვილი,
მ. კაჭახიძე, ო. მეგრელიძე,
ზ. პაპუაშვილი, ს. პეტროსიანი,
რ. პოღოსიანი,
დ. საყვარელიძე,
მ. საჯაია,
გ. ფოფხაძე,
ფ. ხალვაში

 
 დღის წესრიგი:

  1. კომიტეტის დებულების მიღება

 2.კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა

1.მოისმინეს: კომიტეტი თავმჯდომარის ინფორმაცია კომიტეტის დეუბლების პროექტის თაობაზე. კომიტეიტს წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა აღნიშნა, რომ კომიტეტში წაროდგენილი საპარლამენტო უმცირესობის წევრები მხარს უჭერენ წარმოდგენილ პროექტს. კომიტეტის წევრმა პაატა ზაქარეიშვილმა შენიშვნა გამოთქვა პროექტის მე-5 მუხლთან დაკავშირებით. კომიტეტის წევრებმა აღნიშნული შენიშვნა გაიზიარეს. 

გადაწყვიტეს:

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი კომიტეტის დებულების პარლამენტის ბიუროსადმი დასამტკიცებლად წარდგენას.

2.მოისმინეს:

კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაცია: მის მიერ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარმოდგენილ გედევან ფოფხაძის კანდიდატურის თაობაზე; საპარლამენტო უმრავლესობის მიერ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდბეობაზე წარმოდგენილ რუსლან პოღოსიანის კანდიდატურის თაობაზე; საპარლამენტო უმცირესობის მიერ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე წარმოდგენილ ჩიორა თაქთაქიშვლიის კანდიდატურის თაობაზე. 

გადაწყვიტეს: 

კომიტეტის წევრებმა ღია კენჭისყრით მხარი დაუჭირეს გედევან ფოფხაძის კომიტეტის პირველი მოადგილის თანამდბეობაზე არჩევას. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს ჩ. თაქთაქიშვილმა და მ. საჯაიამ.

კომიტეტის წევრებმა ღია კენჭისყრით მხარი დაუჭირეს რუსლან პოღოსიანის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდბეობაზე არჩევას. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს ჩ. თაქთაქიშვილმა და მ. საჯაიამ.

კომიტეტის წევრებმა ღია კენჭისყრით მხარი დაუჭირეს ჩიორა თაქთაქიშვილის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდბეობაზე არჩევას.

 

სხდომის თავმჯდომარე:

ეკა ბესელია

 

სხდომის მდივანი:

დავით დემეტრაძე