სხდომის ოქმი N18

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის

სხდომის ოქმი

N18

17 იანვარი 2013 წელი

13.00 საათი

(დარბაზი N5 )

 

 

კომიტეტის სხდომას უძღვებოდა - კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: კარლო კოპალიანი, დავით საყვარელიძე, ხათუნა გოგორიშვილი, ნინო გოგუაძე, ბიძინა გუჯაბიძე, შალვა კიკნაველიძე, გურამ მისაბიშვილი, ფრიდონ საყვარელიძის ადგილმონაცვლე მალხაზ წერეთელი და აკაკი ბობოხიძის ადგილმონაცვლე დავით ჭავჭანიძე

სხდომაზე მოწვეულები: საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.

ერთობლივი სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 9 წევრის დასწრებით.

 

დღის წესრიგი (პროექტი)

1.მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის შესახებ დებულების პროექტის განხილვა;
მომხსენებელი: 
ირინე იმერლიშვილი

 2.არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის           
 რეგისტრაციის თაობაზე განცხადების განხილვა.

მომხსენებელი
: ირინე იმერლიშვილი 

 სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის თავმჯდომარემ წინადადებით მიმართა კომიტეტის წევრებს, რომ პროექტით გათვალისწინებული პირველი საკითხის (მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის შესახებ დებულების პროექტი)   განხილვა გადაეტანათ კომიტეტის მომდევნო სხდომისათვის, დებულებასთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნებისა და მოსაზრებების საბოლოოდ შეჯერების მიზნით.

კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ სხდომის თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას და ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.

 

დღის წესრიგი:

არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის   რეგისტრაციის თაობაზე განცხადების განხილვა.

მომხსენებელი: ირინე იმერლიშვილი

  სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან  დაკავშირებით  

არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის   რეგისტრაციის თაობაზე განცხადების განხილვა. 

მოისმინეს: ირინე იმერლიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2013 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილების (N24/15) შესაბამისად განიხილავს არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (თორნიკე ჭეიშვილის, ოლიკო კობახიძის, ბექა შენგელიას, დავით სოზიაშვილის, თამარ კუპატაძის, ერეკლე მარიკაშვილის, ნიკოლოზ მიქაძის, ნატო ყაულაშვილის, ლაშა ჩალაძის, რატი ბახტაძის, ლიმერი გრიგოლიას შემადგენლობით) განცხადებას.

შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მოწოდებული საინიციატივო ჯგუფის განცხადება და თანდართული მასალები წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 177-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით.

       კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარება, შესაბამისად სარეგისტრაციო მოწმობისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ აღნიშნული კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად დადგენილი ფორმის (ფურცლის) ნიმუშის გადაცემა. 

გადაწყვიტეს(ერთხმად):

-                მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარება;

-                გადაეცეს საინიციატივო ჯგუფს სარეგისტრაციო მოწმობა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ აღნიშნული კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად დადგენილი ფორმის (ფურცლის) ნიმუში;

-                კომიტეტის დასკვნა წარედგინოს პარლამენტის ბიუროს. 

/დამატებით/

კომიტეტის წევრმა ნინო გოგუაძემ თხოვნით მიმართა სხდომის თავმჯდომარეს, რომ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს კომიტეტის წევრებისათვის წარმოედგინათ თვითონ საკანონმდებლო ინიციატივა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა არ წარმოადგენდა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის კომპეტენციას, სხდომის თავმჯდომარისა და კომიტეტის წევრების თანხმობით მოუსმინეს საინიციაციატივო ჯგუფის წარმომადგენლის თორნიკე ჭეიშვილის მოხსენებას.

აზრი გამოთქვეს: ხათუნა გოგორიშვილმა, ნინო გოგუაძემ, ბიძინა გუჯაბიძემ, დავით ჭავჭანიძემ, გედეონ ფოფხაძემ

 

 

 

კომიტეტის თავმჯდომარე                                          

  ირინე იმერლიშვილი

   

კომიტეტის აპარატის                                    

     უფროსი

                                                               მდინარა დოხნაძე

 

 

 

 
modules