დეპუტატ კ. ოქრიაშვილის გამოსვლა

 

ჩვენ, უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები მხარს ვუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებას პრეზიდენტის უფლებამოსილების ლიმიტირების შესახებ შემდეგი არგუმენტების საფუძველზე.

 

 

 

  1. არსებული კანონმდებლობით პრეზიდენტს გააჩნია გადამეტებული უფლებამოსილება. მას შეუძლია გარკვეული პროცედურების შემდეგ ერთპიროვნულად დაითხოვოს საქართველოს მთავრობა და ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი, ერთპიროვნულად დანიშნოს მთავრობა, რაც მიგვაჩნია დემოკრატიის პრინციპების უხეშ დარღვევად. ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე არსებულ მთავრობას უნდა უნარჩუნდებოდეს ძალაუფლება, რადგან ის არის დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობა.
  2.  არ შეიძლება ქვეყნის მთავრობას ამტკიცებდეს ერთი პიროვნება, თუნდაც ეს იყოს პრეზიდენტი, ერთპიროვნული გადაწყვეტილება ყოველთვის სუბიექტურია და შეიცავს რისკს, რომ ეს გადაწყვეტილება ემსახურებოდეს ვიწრო პარტიულ ან ფრაქციულ ინტერესებს და იგნორირებული იყოს ქვეყნის და საზოგადოების დიდი ნაწილის ინტერესები.
  3.  მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში ჩვენ შევალთ პოლიტიკურ კრიზისში. რადგან საქართველოს მოსახლეობას სურს, რომ ქვეყანას მართავდეს მის მიერ დემოკრატიული გზით არჩეული პარლამენტი და მთავრობა და არა პრეზიდენტის მიერ გაურკვეველი, თუნდაც მოკლე ვადით დანიშნული მთავრობა.

 

განვმეორდები, აქ არის უდიდესი რისკი, რომ ეს ქმედება ემსახურება პრეზიდენტის ვიწრო პარტიულ ინტერესებს.

 

  1.  პოლიტიკური კრიზისი შესაძლოა გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში, არ მინდა დავხატო აპოკალიფსური სცენარი, მაგრამ კარგად გვახსოვს 1991 წლის 19 დეკემბერი, როდესაც საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყო. ომს წინ უსწრებდა მაშინდელი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო კინკლაობა და ვერავინ წარმოიდგენდა ერთი თვით ადრეც, რომ ეს ყველაფერი კატასტროფამდე მიგვიყვანდა. არავის ვაშინებთ, მაგრამ უახლოესი ისტორიის დავიწყება დანაშაულის ტოლფასი იქნება პარლამენტის ნებისმიერი წევრის მხრიდან.
  2.  ჩვენი რაიონების მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა იზიარებს ზემოთ აღნიშნულ მოსაზრებას. ფრაქციის ხედვა საკითხთან დაკავშირებით ემთხვევა ვენეციის კომისიის თავმჯდომარის მოსაზრებებს და მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნებს.
  3.  საკითხი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქცეს პოლიტიკური ვაჭრობის საგნად, რადგანაც უაღრესად პრინციპულია, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხს.

 

რაც შეეხება საკითხის მიბმას საქართველოს საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ ინიციატივას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ორი სხვადასხვა საკითხი. მათი ერთ პაკეტად გატანა არასწორად მიგვაჩნია და გთავაზობთ, რომ ქვეყნის საგარეო კურსი განსაზღვრული იქნეს პარლამენტის დადგენილებით.

 

 

 

მოვუწოდებთ პარლამენტის თითოეულ წევრს, გამოიჩინონ სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ერთად დავასრულოთ ძალაუფლებრივი დისბალანსი ხელისუფლების შტოებს შორის.

 

 

 

კოლეგებო, ჩვენ გვეძლევა შესანიშნავი საშუალება რეალურად დაიწყოს კოჰაბიტაციის პროცესი.

 

 

 

 

 

ფრაქცია „უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები“

 

 

 

 

 

 

 

 

 
modules