| სხდომის ოქმი N6 |
|
საქართველოს პარალმენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი N6
4.12.2012
სხდომას ესწრებოდნენ: 1. ვიქტორ დოლიძე 2. ლევან ბერძენიშვილი (ადგილმონაცვლე ფრიდონ საყვარელიძე) 3. პაატა ბარათაშვილი (ადგილმონაცვლეირინე იმერლიშვილი) 4. მარიკა ვერულაშვილი (ადგილმონაცვლე ტარიელ ლონდარიძე) 5. ანი მიროტაძე 6. გიორგი ვოლსკი 7. დავით საგანელიძე (ადგილმონაცვლე ზვიად კვაჭანტირაძე) 8. იაშა შერვაშიძე 9. შალვა კიკნაველიძე 10. თინათინ ბოკუჩავა 11. გიორგი კანდელაკი 12. დავით დარჩიაშვილი 13.ომარ ნიშნიანიძე
სხდომის თავმჯდომარე- ვიქტორ დილიძე სხდომის მდივანი- ნინო ხუციშვილი
დღის წესრიგი: საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვა. მომხსენებელი: ფინანსთა მინისტროს მოადგილე დავით ებრალიძე სხდომის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ სხდომის წევრებს წარუდგინა ფინანსთა მინისტროს მოადგილე დავით ებრალიძე და სთხოვა წარმოედგინა საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი . დავით ებრალიძემ წარმოადგინა საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი და აღნიშნა საბიუჯეტო სახსრებში ცვლილებები გამოწვეულია შემდეგი მიმართულებით: სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაფინანსდება 229,951 მილიონი ლარით, რაც შეეხება განათლების და მეცნიერების სამინისტროს 17 მილიონი ლარით იზრდება ზოგად საგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება. სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფის პროგრამაში არსებული დეფიციტის დასაფარად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიემართა 12,5 მილიონი ლარი. სასჯელ აღსრულების და პრობაციის სამინისტრო დამატებით დაფინანსდება 2,6 მილიონი ლარით ციხეების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის. მიმდინარე წლის განმავლობაში საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საბიუჯეტო სახსრები შემცირებული იქნა 25 მილიონი ლარით და აღნიშნული თანხა მიმართული იქნება რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის 15,5 მილიონი ლარი გათვალისწინებულია ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტის სარეაბილიტაციო სამუშაობის შუფერხებლად დასრულებისათვის. 52 მილიონი ლარით გაიზარდა თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება რაც შეავსებს მიმდინარე წლის განმავლობაში წარმოქმნილ დეფიციტს. მიმდინარე წლის განმავლობაში საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო სახსრები შემცირებული იქნა 10 მილიონი ლარით და აღნიშნული თანხა მიემართება საქართველოს მთავრობის ფონდში. აღნიშნული ცვლილება აისახა წარმოდგენილ პროექტში. უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები კლებულობს 10,5 მილიონი ლარით, ხოლო მხარჯავი დაწესებულებების მიერ წლის განმავლობაში მიღებული ე.წ. მიზნობრივი გრანტები, ასიგნებები იზრდება 29 მილიონი ლარით, კრედიტები შემცირდება 173.7 მილიონი ლარით. სხდომის თავმჯომარემ ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა რომ არსებული ზოგად სოციალური და ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე აბსოლუტურად ადეკვატური მოთხოვნები არის გაკეთებული ცვლილებებთან დაკავშირებით. კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს სთხოვა, რომ კენჭი ეყარათ წარმოდგენილი კანონპროექტისთვის.
მომხრე - 13 წინააღმდეგი - 0 თავი შეიკავა - 0
ვიქტორ დოლიძე კომიტეტის თავმჯდომარე |






