სხდომის ოქმი N7

                                                                                                                                            

                                                                                                                                                                          საქართველოს პარალმენტის            

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი N7

                       6.12.2012   

 სხდომას ესწრებოდნენ:

1. ვიქტორ დოლიძე

2. ლევან ბერძენიშვილი

3. პაატა ბარათაშვილი

4. გიორგი კანდელაკი

5. ანი მიროტაძე

6.  ზვიად კვაჭანტირაძე

7. ომარ ნიშნიანიძე

8. შალვა კიკნაველიძე

9. თინათინ ბოკუჩავა

10. დავით დარჩიაშვილი

   სხდომის თავმჯდომარე- ვიქტორ დოლიძე

  სხდომის  მდივანი- ნინო ხუციშვილი

 სხდომის დღის წესრიგი: 

1. საქართველოს კანონის პროექტი „პროდუქციის უსაფრთხოებისა  და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების  შეტანის შესახებ.“

მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ნათია მიქელაძე 

2. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.

მომხსენებელი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.

3. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“.

მომხსენებელი: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე

4.  საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ.

მომხსენებელი: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე

5. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის  შესახებ“.

მომხსენებელი: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე 

მოწვეული სტუმრები:

  1. 1.ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, მთავარი სპეციალისტი - ამირან ზენაიშვილი
  2. 2.ფრაქცია „ქართული ოცნება“ აპარატის თანამშრომელი - ბაკურ მგელიაშვილი
  3. 3.ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე- დიმიტრი ხუნდაძე 

სხდომის მსვლელობა:

 

 კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ კომიტეტის წევრებს გააცნო დღის წესრიგი და სთხოვა ნათია მიქელაძეს  წარმოედგინა „ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. 

ნათია მიქელაძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ემსახურება გარდამავალ დებულებებში კერძოდ 103-ე მუხლში კონკრეტული ვადების გადავადებას, რომლებიც გათვალისწინებული იყო  საქართველოს მთავრობის შესაბამისი უწყებებისათვის რათა განეხორციელებინათ გარკვეული სახის ღონისძიებები. კანონპროქტის მიზანია დაზუსტდეს და კონკრეტულად განისაზღვროს ტექნიკური რეგალამენტის მიღების ვადები.  წარმოდგენილი  კანონპროექტის საშუალებით იზრდება ტექნიკური რეგლამენტის მიღებისათვის კოდექსით დაგეგმილი  ვადები. უნდა აღინიშნოს,  გადაწყვეტილება  მიღებული იქნა  სპეციალისტებთან და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, გაირკვა, რომ კოდექსის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული ვადები არ წარმოადგენს საკმარის დროს  სრულყოფილი დოკუმენტების მისაღებად.

ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა,  რომ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს  თავისი კომპეტენციის ფარგლებში კანონპროექტთან დაკავშირებით წინადადებები და შენიშვნები  არ გააჩნია და მხარს უჭერს საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

კომიტეტის თავმჯდომარემ  ვიქტორ დოლიძემ კომიტეტის წევრებს სთხოვა  კენჭი ეყარათ წარმოდგენილი ინიციატივისათვის: 

მომხრე - 10

წინააღმდეგი - 0

თავი შეიკავა - 0 

დიმიტრი ხუნდაძემ   სხდომის წევრებს გააცნო  საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. მან აღნიშნა, რომ ინიციატივის მიზანია  საქართველოში არსებული ეკონომიკური და სოციალური გარემოს გათვალიწინებით, შრომის კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან, სოციალური პარტნიორობის პრინციპის დაცვა და განხორციელება, შრომითი ხელშეკრულების სუბიექტებს შორის დიალოგისა  და ჰარმონიული ურთიერთობების განვითარება, კერძო სექტორში  დასაქმებულთა დაცულობის ხარისხის გაზრდა. 

დავით დარჩიაშვილი  დაინტერესდა,  საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავების დროს მიიღეს თუ არა მონაწილეობა საერთაშორისო დონის ექსპერტებმა და ორგანიზაცებმა. 

დიმიტრი ხუნდაძემ  აღნიშნა, რომ კანონპროექტი სამუშაო რეჟიმშია და მიმდინარეობს კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე მოხდება ILO  რეკომენდაციების გათვალისწინებით  პროექტის დახვეწა და საბოლოო სახის  მიცემა. 

გიორგი კანდელაკი  დაინტერესდა, ხომ არ გამოიწვევს აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა  საქართველოში ეკონომიკური ზრდის შეფერხებას, ინვესტიციების სიმცირეს და უმუშევრობას. 

დიმიტრი ხუნდაძემ  აღნიშნა,  რომ კანონპროექტში ამ ცვლილებების საშუალებით ზუსტდება შრომითი ხელშეკრულების გაუქმების  შესახებ მარეგურირებელი ფორმა, რაც თავიდან აგვაცილებს დასაქმებულის დაუსაბუთებლად  სამსახურიდან განთავისუფლებას. აღნიშნულის უზრუნველყოფას ემსახურება კანონპროქტის ინიცირება: დამკვიდრდეს სოციალური პარტნიორობის პრინციპი  საქართველოს შრომის კოდექსში და მომავალში, აღნიშნული პრინციპის დაცვით, განხორციელდეს შრომითი ურთიერთობების, როგორც სამართლებრივი, ასევე პრაქტიკული საკითხების რეგულირება. 

ახალგაზრდა  იურისტთა ასოციაციამ   და  ბიზნეს ასოციაციამ გამოთქვეს  თანამშრომლობის სურვილი ჩაერთონ აღნიშნულ კოდექსში  ცვლილებების შემუშავების პროცესში. 

ვიქტორ დოლიძემ   დადებითად შეაფასა, სხვადასხვა ასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა. 

კომიტეტის თავმჯდომარემ  ვიქტორ დოლიძემ კომიტეტის წევრებს სთხოვა  კენჭი ეყარათ წარმოდგენილი ინიციატივისათვის:

 მომხრე - 8

წინააღმდეგი - 0

თავი შეიკავა - 2 

სხდომის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ  წარმოადგინა „ საქართველოს შრომის კოდექსში ცვლიელებების შეტანის შესახებ“ ინიციატივა და აღნიშნა, რომ  კანონის  მიზანია საქართველოში არსებული ეკონომიკური და სოციალური გარემოს გათვალისწინებით, შრომის კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან, საქართველოს შრომის კოდექსში ტერმინის  „სოციალური პარტნიორობა“ და მისი პრინციპების განსაზღვრა. უნდა აღინიშნოს, რომ  სოციალური  პარტნიორობა ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებს: მხარეთა თანასწორობა და დამოუკიდებლობა, სოციალური პარტიორობის ინტერესების პატივისცემა, ტრიპარტიზმისა და კონსესუსის პრინციპებს.
სოციალური პარტიორებს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე მოქმედებს პარტნიორობის სამმხრივი კომისია, რომელიც ანგარიშვალდებულია, სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინაშე, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საქართველოს მთავრობის, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სექტორში  მოქმედი დამსაქმებელთა და პროფესაიული კავშირების ფართო წარმომადგენლობითი ეროვნული გაერთიანებები.
სოციალურ პარტნიორებს შორის დიალოგი არის ევროპული ფასეულობა და  საფუძველი სახელმწიფოში შრომის პოლიტიკის რეგულირებისა.

სხდომის წევრებმა კენჭი უყარეს აღნიშნულ ინიციატივას და მხარი დაუჭირეს.

მომხრე - 10

წინააღმდეგი -0

თავიშეიკავა - 0

კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ წარმოადგინა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონი და აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიზანია  ევროატლანტიკური ინტეგრაციის  პოპულარიზაცია და ინფორმირება საზოგადოებაში.    კანონში მოხდება განსაზღვრა, რომ  საზოგადოებრივი მაუწყებელი  ვალდებულია  კანონით განსაზღვრული სოციალური რეკლამის  დროის ნაწილი დაუთმოს ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამებს,
კომიტეტში გაიმართ დისკუსია  რეკლამის დროის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით და მიიჩნიეს შემდეგი სხდომების განსახილველ საკითხად.

სხდომის წევრებმა კენჭი უყარეს აღნიშნულ ინიციატივას:

მომხრე - 10
წინააღმდეგი -0
თავიშეიკავა - 0

სხდომის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძემ წარმოადგინა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონი და აღნიშნა, რომ ეს საკითხი არა მარტო ევროკავშირთან მიმართებაში არის მნიშვნელოვანი არამედ, საყოველთაოდ აღიარებული, ბავაშვთა აღზრდის, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური ჩამოყალიბების თვალსაზრისით. კანონპროექტის მიზანია განსაზვღვროს სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული ნორმები.

თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა რომ კანონპროქტში ხედავს სექსუალური ხასიათის პროდუქციის განმარტების პრობლემას, თუ რა შეიძლება მივაკუთვნოთ  სექსუალურიხასიათის პროდუქციას.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წამყვანმა სპეციალისტმა თამთა ჭუმბურიძემ განმარტა, რომ სექსუალური ხასიათის პროდუქციის განმარტება მოცემულია კანონში „რეკლამის შესახებ“, ხოლო თუ რომელი საბეჭდი პროდუქცია არ უნდა გიყიდულიყო ღიად ადგენდა სახელმწიფო ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი, ხოლო რეკლამის კუთხით თუ რა არ უნდა გადიოდეს დღის განმავლობაში ეთერში მიუთითებს კომინიკაციების ეროვნული კომისიის ქცევის კოდექსი.

სხდომის წევრებმა კენჭი უყარეს აღნიშნულ ინიციატივას.

მომხრე - 8
თავი შეიკავა  -2
წინააღმდეგი - 0

 

ვიქტორ დოლიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 
modules