|
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორს, ჰელენ კლარკს შეხვდა |
|
Monday, 18 February 2013 18:52 |
|

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა თბილისის იუსტიციის სახლში საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორი ჰელენ კლარკი მიიღო. 
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და საქართველოს პარლამენტის გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. "ჩვენ ვისაუბრეთ პარლამენტში განსახორციელებელ პროექტებზე. პარლამენტს მეტი ცოდნა, გამოცდილება და სათანადო ინსტრუმეტები სჭირდება იმისთვის, რომ თავისი ფუნქცია განახორციელოს. ვისაუბრეთ ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობაზეც, იმაზე, თუ როგორ უნდა დავაღწიოთ თავი დღევანდელ გარდამავალ პერიოდს მშვიდობიანად და ახალმა მთავრობამ შეძლოს იმ პოლიტიკის გატარება, რომელიც ხალხისთვის სასარგებლო იქნება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორს იუსტიციის სახლი დაათვალიერებინება და ის სერვისები გააცნო, რომელიც მოქალაქეებს მიეწოდება. ჰელენ კლარკს იუსტიციის სახლში სასაჩუქრე პასპორტი გადასცეს. |
|
Last Updated on Tuesday, 19 February 2013 13:06 |